35 წლის ჟოზე სემედუ, რომელიც ამჟამად "ვიტორია სეტუბალში" გიორგი მაკარიძის თანაგუნდელია, საამაყო საფეხბურთო კარიერით არ გამოირჩევა, თუმცა სამეგობროზე იმავეს ვერ ვიტყვით.

მის მეგობრებს შორის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახლავთ. პორტუგალიურ გამოცემა Record-თან საუბარში სემედუმ რამდენიმე ისტორია გაიხსენა.

"ჩინეთიდან ვბრუნდებოდით, როცა პილოტმა თქვა, რომ 1 საათში დავეშვებოდით. უკვე წარმოვიდგინე, როგორ ვწვებოდი სპაში, კრიშტიანოს სახლში, მან კი შუაღამით სირბილი შემომთავაზა. უარის თქმა არ შემეძლო, ის არანორმალურია", - თქვა სემედუმ.

როგორ დამეგობრდნენ კრიშტიანო და სემედუ? 12 წლის ასაკში, როცა რონალდო საცხოვრებლად ლისაბონში გადავიდა, სემედუ უკვე "სპორტინგის" აკადემიის ფეხბურთელი იყო. ის ცოტა ხნით ადრე იპოვეს სეტუბალის არც ისე კარგ უბანში. სემედუ მომავალ ვარსკვლავს ახალ ცხოვრებასთან ადაპტირებაში ეხმარებოდა, მოგვიანებით კი კრიშტიანო დაეხმარა მას. აკადემიის ხელმძღვანელობა მზად იყო სემედუს გასარიცხად და მას ოთახის გათავისუფლება მოსთხოვეს, რონალდომ კი ის საკუთარ ოთახში წაიყვანა, სათადარიგო საწოლი შეიტანეს, საერთო კარადა ჰქონდათ. მოგვიანებით ჟოზე აკადემიაში აღადგინეს.

"მან ჩემი ცხოვრება იხსნა. მითხრა: "შენ არც ისე კარგ რაიონში ცხოვრობ, იქ დახმარების იმედი არ უნდა გქონდეს. მოდი, აქ დარჩი, ჩემს ოთახში ვიყოთ, მეორე საწოლს შევიტანთ". მე მისი ვალდებული ვარ ყოველმხრივ. რაც გამაჩნია, კრიშტიანოს დამსახურებაა.

ის უბანი, სადაც სეტუბალში ვცხოვრობდი, ახალგაზრდებისთვის არც ისე კარგი ადგილია. ჩემი ბავშვობის მეგობრებიდან ბევრი კრიმინალური დამნაშავე გახდა. ნაწილი დაიღუპა, ნაწილიც ციხეშია. დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მეც მანქანის ქურდი გავხდებოდი. რონალდომ კი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ოჯახი, შვილები, კარიერა, ყველაფერი მისი დამსახურებით მაქვს. მან მითხრა: "თუ შენ წახვალ, მეც წავალ", - თქვა ჟოზემ.

აკადემიის მაშინდელი კონტინგენტიდან მხოლოდ კრიშტიანო და სემედუ გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები, თან ორივე სრულიად განსხვავებული სტატუსით.

gamkvirvebia!
კეკელ//// მართლა ყველა მაგათზე ლაპარაკობს. მარტო მე ხომ არ დავინახე ეკრანიდან???
wwwwwww
ბიჭო დიბალა ფრთხილად იყავი//// რაღაც სხვანაირდ გიყურებს რონი.
კეკელკებს
ყველა კი არა ჭორიკანა კაცუნები ლაპარაკობთ.
გამკვირვებია!
როლანდოს და დიბალას კოცნა როგორ მოგეწონათ?! ყველა მაგათზე ლაპარაკობს.
Baggio
,,მაგრად,, ხუმრობ
dgvfgb
ცხოვრებაში ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ღმერთმა ასეთი ნიჭი მისცა და ისიც აფასებს ამას ამით. რატო უნდა გძულდეს ეს ტიპი მე აზრზე არ ვარ. არასოდეს ვყოფილვარ მისი გუნდების ფანი და პირადად მისიც, მაგრამ პატივს ვცემ და ყველა კაი კაცს გაუმაარჯოს. რა ბავშვობაც ამას აქვს გადატანილი, არცერთ ბავშვს არ ვუსურვებ. კაი ფანი არ ხარ შენი ნება და უფლებაა მაგრამ რატო სძულთ დღრემდე ვერ გამიგია. ყველაფერი ბარსა და რეალი ხო არაა. მაგის გარეთ ადამიანია და ვინ იცის როგორი. რავიცი რა..

ჰე ბიჭო კრისტინკამ, ხომ არ შეგითრია საწოლში.... არ მოგერიდოს სთქვი.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა