ალბერტო კონტადორმა უკვე აღიარა, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მას გარანტირებული აქვს წლევანდელ ჯიროზე გამარჯვება
ალბერტო კონტადორმა უკვე აღიარა, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მას გარანტირებული აქვს წლევანდელ ჯიროზე გამარჯვება.

იტალიური ველომარათონის მეოცე ეტაპი ბოლო სამთო დაპირისპირება იყო და მისი ინტრიგა მხოლოდ მეორე-მესამე ადგილებისთვის ბრძოლაში უნდა გვეძებნა. კერძოდ, დიდ ინტერესს იწვევდა იტალიელების - მიკელე სკარპონისა და ვინჩენცო ნიბალის დუელი. ამ ეტაპის ფინიში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ სესტრიერში იყო დაგეგმილი, სადაც ველომრბოლებს მეორე სირთულის კატეგორიის აღმართი ელოდათ, მანამდე კი ძალიან დამრეც მთა დელა ფინესტრეზე ასვლა უწევდათ.

დისტანციის პირველივე კილომეტრებიდან გაქცევა მოახერხა საკმაოდ ძლიერმა ჯგუფმა. აქ იყვნენ: ერთ-ერთი სამთო ეტაპის გამარჯვებული დიეგო ულისი, ჯიროს ყველაზე აქტიური მრბოლელი იაროსლავ პოპოვიჩი, ბელარუსი ვასილი კირიენკო და სხვა სამთო სპეციალისტები, რომლებსაც გენერალურ კლასიფიკაციაში ყველანაირი შანსი დაკარგული ჰქონდათ. 13-კაციანი ჯგუფის უპირატესობამ პელოტონზე 11 წუთს მიაღწია, რაც მათ ეტაპზე გამარჯვების კარგ შანსს უტოვებდა.

პირველ აღმართზე პელოტონმა ჩამორჩენა ექვს წუთამდე შეამცირა, ამასობაში კი ერთ-ერთმა დაწინაურებულმა - ვასილი კირიანკომ მთაში

ისეთი ტემპი აკრიფა, რომ საბოლოოდ კონკურენტები შემოეცადა და მარტო გააგრძელა გზა. რაც შეეხება პელოტონს, აქაც გამოიკვეთა ლიდერთა ჯგუფი, სადაც, ძირითადად, გუნდების კაპიტნები შედიოდნენ.

მეორე-მესამე ადგილებისთვის ბრძოლაში ნიბალიმ ვერ გაუწია კონკურენცია სკარპონის. ვინჩენცოს აშკარად არ ეყო ბოლო შეტევისთვის ძალები და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ მესამე ადგილი არ დაეკარგა. საბოლოოდ მან ეს მოახერხა და ბოლო ეტაპის წინ წუთზე მეტს აგებს მეორე პოზიციასთან.

ეტაპის გმირი კი კირიენკო აღმოჩნდა. მისი პოზიციები არც მეორე აღმართის გადალახვისას შერყეულა და საბოლოოდ ის მარტო მივიდა ფინიშთან, თანაც უახლოეს მდევართან მისმა უპირატესობამ თითქმის ხუთი წუთი შეადგინა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ძალთა გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა. ბოლო ეტაპზე დროზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართება და, შესაძლოა, მრბოლელბმა ადგილები გაცვალოან. ერთადერთი, რაც არ შეიცვლება, კონტადორის პირველი ადგილია. თანამედროვე ველოსპორტის ლიდერმა მორიგი გრანდ-ტური მოიგო.

XX ეტაპი

1. ვასილი კირიენკო (ბლრ, "მოვისტარი") - 6:17.02; 2. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +4.43; 3. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, "კატუშა") - +4.50; 4. კარლოს ბეტანკური (კოლ, "აკვა ე საპონე") - +5.31; 5. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2პ) - +5.54; 6. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - ++5.58...

საერთო ჩათვლა

1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 83:34.25; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +5.18; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +6.14; 4. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2პ) - ++7.49; 5. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, "კატუშა") - +9.27...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა