საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2019 წელს ქართულ კლუბებზე 33 969 200 ლარი გამოჰყო. ეს თანხა ქართულ რეალობაში დიდი ფულია და მსგავსი დანახარჯის დროს გარკვეული პროგრესი მაინც უნდა იგრძნობოდეს, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია დავსვათ კითხვა რატომ ვხარჯავთ ამ თანხას?

ამ ყველაფრისთვის მინიმუმ ბოლო 2019 წლის შედეგები უნდა განვიხილოთ და მომავალ პერსპექტივებსაც გადავხედოთ.

ევროტურნირები

საქართველოს ჩემპიონმა "საბურთალომ" ევროპა ლიგის შესარჩევს მესამე ეტაპზე გამოეთიშა.

საქართველოს ვიცე ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" ევროპა ლიგის შესარჩევს მესამე ეტაპზე გამოეთიშა.

ეროვნული ლიგის მესამე ადგილოსანმა "ტორპედომ" ევროპა ლიგის შესარჩევს პირველ ეტაპზე გამოეთიშა.

ეროვნული ლიგის მეოთხე ადგილოსანმა "ჩიხურამ" ევროპა ლიგის შესარჩევს მეორე ეტაპზე გამოეთიშა.

რაში იხარჯება ფული და რაში უნდა დაიხარჯოს?

საფეხბურთო კლუბებში თანხის ძირითადი ნაწილი ხელფასებში იხარჯება, მეტწილად ეს ხელფასები არასწორად არის განაწილებული. მაგალითად ავიღოთ ქუთაისის "ტორპედო" რომელშიც ფულის გაუაზრებელმა ხარჯვამ კლუბი დაშლის პირად მიიყვანა. მაგალითად ქუთაისში ერთ-ერთ შეხვედრაზე ითქვა, რომ ზაალ ჩაჩავას 52 000-მდე ხელფასი ჰქონდა და კლუბის დირექტორს მამუკა მოსიაშვილს 18-დან 20 000-მდე.

კლუბის ამჟამინდელი დირექტორის თეიმურაზ ჩეჩელაშვილის თქმით "ტორპედოში" სახელფასო ბიუჯეტი 600 000 ლარს უტოლდებოდა. გამოიღო ამან შედეგი? არა.

რეალურად ხელფასებში დახარჯული ფული შედეგს ნაკლებად დებს, როცა კლუბებში ყველა კომპონენტი არ მუშაობს, რადგან საჭიროა უკუეფექტი. მაგალითად არცერთ კლუბს არ ჰყავს PR, შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ ფორმალურად. არადა არა თუ წარუმატებელ კომპანიას, არამედ წარმატებულ კომპანიებსაც სჭირდება შესაბამისი სამსახური ხალხის დაინტერესებისთვის და მუდმივად აქტუალურად ყოფნისთვის.

არადა ფეხბურთი მოედანზე მაყურებლის გარეშე იგივეა რაც გულის გასახარად ეზოში თამაში. შენ კი ამ დროს როცა ევროტურნირების შესარჩევში ვერაფერს ღირებულს ვერ აჩვენებ, ხალხის ინტერესი ადგილობრივი ფეხბურთისადმი კვდება. ხოლო თუ კლუბში იმუშავებს თანამშრომელთა გუნდი, რომელიც დააინტერესებს და მოიზიდავს გულშემატკივარს, ამას უკვე ექნება შესაბამისი ეფექტი.

მაგალითად თბილისის "დინამოს" ჰყავს უამრავი ყოფილი ქომაგი, რას აკეთებს კლუბი მათ დასაბრუნებლად და მოედანზე მისაყვანად? საერთოდ არანაირი მოქმედება, შედეგად 50 000-იან სტადიონზე, დადის 200-მდე ადამიანი. მათგან უმრავლესობა ფეხბურთელთა ოჯახის წევრები, მეგობრები და აკადემიის ბავშვები არიან.

თუმცა არა თუ გულშემატკივართა დაინტერესება, საფეხბურთო კლუბების საიტების უმრავლესობა გაუმართავად მუშაობს ან არარსებობს. სოციალური ქსელების მუშაობა მოყვარულის მიერ გაკეთებულ გვერდს მოგაგონებთ. რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთეულია.

ძალიან ბევრი საფეხბურთო კლუბის აკადემიები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მათ თანხები ნაკლებად ხმარდებათ. განსაკუთრებით გამოსაყოფია რეგიონული გუნდები, სადაც ბავშვებს ნაკლებად აქვთ საფეხბურთო თვალსაზრისით განვითარების საშუალება.

დადებითი ტენდენცია ის არის, რომ გუნდებს ძლიერი სპონსორები გამოუჩნდათ. ისინი ძირითადად ბუკმეიკერული ორგანიზაციები არიან, ქართულ რეალობაში კი ფინანსური თვალსაზრისით კლუბებს საკმაოდ დიდი თანხებით ასპონსორებენ.

რა გველოდება, არსებული შემადგენლობებით 2020 წლის ევროტურნირებზე?

საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამოს" უფრო დასუსტდა ვიდრე გაძლიერდა, ამაზე ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო ადგილოსან "ვოლუნტართან" მარცხიც მეტყველებს. თავმოყვარე გუნდი, რომელიც ჩემპიონია ნებისმიერი როტაციის პირობებში უნდა უგებდეს მსგავს მეტოქეს, რომელსაც 21 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და რანგით 29-ე ჩემპიონატის გუნდია.

ბათუმის "დინამოს" ტრანსფერები ძალიან დაბალი დონისაა, განსაკუთრებით შეგვიძლია ლეგიონერები გამოვყოთ. გოდფრი ობოაბონა, რომელსაც ზარზეიმით შეხვდნენ, ჯერჯერობით მწვრთნელის მინიმალურ დავალებებსაც ვერ ასრულებს, ვაგნერ გონსალვეშმა სამედიცინო შემოწმება გულის პრობლემების გამო ჩააგდო და ბელგიაში გაუშვეს დამატებითი გამოკვლევებისთვის, ჟულიო დე სოუზა "ნიჭიერია" მაგრამ ძირითად შემადგენლობას არ იმსახურებს.

"არარატთან" მარცხს ვინღა ამბობს, "საბურთალო" იმდენად დასუსტდა, რომ კვალიფიკაციაში ნებისმიერი მეტოქისთვის იოლი მეტოქე იქნება. თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არ არის, კიდევ მოსალოდნელია კლუბის რამდენიმე ლიდერის წასვლა. საპასუხო ტრანსფერები კი ეროვნული ლიგა 2-ის გუნდს უფრო გააძლიერებდა, ვიდრე ბრინჯაოს მფლობელ გუნდს.

რკინიგზელთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ერთადერთი გამართლება აქვს რომ უკეთესი გუნდი არ გვყავდა რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდოდა. ამ კლუბის მხრიდან პასუხიც არ არის მიღწეულ წარმატებაზე, თუ რა გუნდით გავლენ ევროტურნირებზე?

და ბოლოს?

რატომ ვახარჯავთ ამ ფულს კლუბებს? თუ ევროტურნირებზე შედეგი არ გვაქვს, ერთი-ორი გუნდის გარდა ქომაგები სხვა კლუბებს თითქმის არ ჰყავს, კლუბებიც არაფერს აკეთებენ ხალხის ფეხბურთით დაინტერესებისთვის?

სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეიძლება ქართულმა ფეხბურთმა პულსაცია შეწყვიტოს, თუმცა ასეთი ფორმით და გინდაც წინა ფედერაციის დროს არსებული ფორმით დაფინანსებას შედეგი არ მოაქვს, ყოველ წელს მილიონები იხარჯება და დანახარჯის ეფექტურობა არის 0-ის ტოლი.

დროა რომ სხვა სისტემაზე იფიქროთ, ფედერაციაში დაასაქმოთ პროფესიონალი მენეჯერები, მარკეტოლოგები, ანალიტიკოსები და ა.შ. თორემ ძველი საფეხბურთო კარიერა, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ კადრი რაიმე საქმის ხელმძღვანელობისთვის ვარგა. ფეხბურთის თამაში და ფინანსების სწორი განკარგვა სხვადასხვა რამეა.

ფედერაციის მიზანი არის, რომ კლუბები გახდნენ კერძოები და გაკეთდეს პროფესიული ლიგა? მაგრამ ფაქტია ეს ნაბიჯები არ ამართლებს. მოდის ერთ კლუბში კერძო ინვესტორი, სამაგიეროდ მეორე დაშლის პირასაა, ეს კი შედეგს არ დებს. ამ დროს კი იხარჯება ფული უზომოდ და უკონტროლოდ.

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]