21 იანვარს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "იუტას" დაუპირისპირდა და დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანთან დიდი სხვაობით, ანგარიშით 88:118 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10:12 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ბითაძემ 2-დან 1 საჯარიმო და 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. "ინდიანადან" ყველაზე მეტი, 12 ქულა აარონ ჰოლდეიმ ჩააგდო. ამდენივე ჩააგდო 26:45 წუთში მაილს ტერნერმა, ხოლო დომანტას საბონისმა 28:08 წუთში 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა დონოვან მიტჩელმა მოაგროვა, ხოლო რუდი გობერმა 20 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

"ინდიანას" ამჟამად 28 მოგება და 16 მარცხი აქვს. ამ წაგების შემდეგ "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დაქვეითდა - მას "ფილადელფიამ" გადაუსწრო. ეს "ინდიანას" 5-მატჩიანი მოგებათა სერიის დასასრული გამოდგა.

გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს, სტუმრად "ფინიქსთან", ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბრუკლინი-ფილადელფია 111:117

შარლოტი-ორლანდო 83:106

კლივლენდი-ნიუ იორკი 86:106

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 107:112

მემფისი-ნიუ ორლეანი 116:126

მაიამი-საკრამენტო 118:113

მილუოკი-ჩიკაგო 111:98

ბოსტონი-ლეიკერსი 139:107

მინესოტა-დენვერი 100:107

ფინიქსი-სან ანტონიო 118:120

პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 129:124 (113:113)

ოქსფორდიდან
გამარჯობათ სოსო,სულლ გაგვემარჯოს,თუმცა" თათრულ სალმით ვესალმებით" დიდ პატარა ურთიერთს საქართველოში ,ამ "გამარჯვების"- სიტყვის მფლობელნი ჩვენს დედა ენაში და ქართველთათვის გამარჯვების მსურველნი და "დავაი დავაის გავიხახით კაროჩე" მომდევნო გადამთიელის ენაზე' რატომღაც...უგუნურობითა ჩუენითა ითუოდ.... მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებია და დაეჯერება კი საქმეს და დროულ აზრთა შეჯერებას რაიმის დადებითად საწყვეტად, არც ერთი სხვა დასკვნა ერთეულების ან მარტო კაცისა გადაწყვეტილება, ვერ სჯობს სასურველი შედეგის მისაღწევად მოაზრეთათვის,ხალხის აზრის (რაც მეტნის მით უკეთესია")შეჯერებით და ცოდნა რაოდენობრივი არაფრის მარგებელია წარმოსახვითი მიმართულების გარეშე, აზროვნებისას.ასწავლიან სულელები,ჭკვიანები სწავლობენ.ბითაძისნარი დონისუმაღლესი ფარქვეშა კალათბურთელილი ენბეაში მოთამაშე ,ჯერ ქართველებს არ გვყოლია. რომ ეთამაშათ სხვა ქართველ ლეგენდარულ კალათბურთელებს ან საერთოდ ქართველ დიდ სპორტსმენებს, მსოფლიო კალათბურთელთა ამ უძლიერეს ლიგაში, შეიძლება სვანაირადაც მეთქვა,სხვა ქართველ ათლეტს ვამჯობინებდი,....საკანდელიძე მასზე სწრაფი იყო,შევლაყაძე უგრო მაღლა ხტებოდა,ტალახაძე უფრო ძლიერია,გორგოძე უფრო ძალისმიერად მებრძოლია და ასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია უკეთესზე უკეთესი თანამემამულისა, მჯობნზე მჯობნი არ დაილევა ქართველების წიაღიდან ჯიშ ჯილაგითა ქართულითა და დროზეც გადავიდა ევროპიდან ამ ლიგაში, მწვრთნელშია "საქმე". ტერნერიც და საბონისიც მათი ,ენბეა ლიგის საშუალო გუნდისთვის ,ნებისმიერ დივიზიონში თამშისათვის , და გუნდის ფლეი ოფში გასასვლელად საჭირო მაგარი კალათბურთელებია, მაგრამ მეტნი ვეღარ, ლიგის ლიდერები ვერ არიან და ბითაძის აფრო ამერიკელი მწვთნელი კი ქართველს არ ძლევს თამაშის დროით ქართველს მის გუნდში ლიდერის პოზიციების მცდელობასაც კი, ამჯობინებს ლიგის საშუალო დონის კალათბურთელებს ტერნერს და ზაბონისს და რაც უფრო მალე შეიგნებს (ან შეიძლება არც სურს ამის შეგნება და სტატუს ქვო აწყობს,მაგრამ გუნდის მფლობელს ვიღაცამ უნდა "მიუთითოს" ბითაძისათვის მცირე სათამაშო დროის გამო ,თუ გუნდის მფლობელს სურს მეტი დივიდენდი მიიღოს გუნდისაგან, და დარწმუნებული ვარ სურს), ბითაძის მეტი დროთ თამაშის აუცილებლობას, გუნდისთვის, ამ გუნდის ლიდერად დასამკვიდრებლაფ ლიგაში ახლო მომავალში და მით უფრო კარგი,უარესი მაინც არა, იქნება ინდიანასთვის და მატერიალურად გუნდის მფლობელისთვის. მაგრამ ეს გზაც , ბითაძის ინტენსიური დატვირთვა,ფიფთი -ფიფთია ამ გუნდისთვის , შეიძლება ბითაძეც იგივე ან ნაკლები დონის, კალათბურთელი აღმოჩნდეს ,თანაგუნდელი ცენტრებისა ,,მაგრამ ცდა ბედის მონახევრეო...არ არის გამორიცხული რომ მათ ჯობდეს მთელი თავით ბითაძემძემ კი უნდა ითამშოს და ისარჯოს სრულად, მატერიალურად ამოიქაჩება მაინც პეისერში, ან ლიგის სხვა, პლეი ოფში შემავალი გუნდში გადასვლით (თუ ინდიანაში სათამაშო დრო არ მიეცა),ავარსკვლავების მცდელობით.ნიჭით დაჯილდოვებულია ამ დღევანდელ თავის საქმეში და და მოთმინებითა შენითა და მცირედი იღბალი ღა დარჩენია....
სოსო
კაი ხანია ინდიანას თამაში აღარ მენახა და ახლა ასე სუსტ თამაშს,ნამდვილად არ ველოდი.გოგა ბითაძეს წონა აშკარად მომატებული აქვს,ხოლო ენთუზიაზმი მოკლებული.ეს ბიჭი ევროპაში ვარჯიშით თავს იკლავდა და ეტყობა ტყუილად არ ჩივის,რომ ვარჯიშები თითქმის არ აქვთ.რასაც შევხედე,აშკარად მოკლებული აქვს თავისი თავის რწმენა.ტყორცნის დროსაც ხელს ვეღარ ენდობა და რა თქმა უნდა სიზუსტე იკარგება.ვარჯიშების ნაკლებობას,თავის დროზე,ნბაში წასული სხვა ქართველებიც უჩიოდნენ.ნბა თავის წესს არ შეიცვლის და გამოსავალი ალბათ ის არის,რომ დრაფტზე გასვლა,სანამ ევროპაში ბოლომდე არ ჩამოყალიბდები და ყველაფერს ისწავლი,მანამდე არ გადაწყვიტო.ევროპაში რომ დარჩენილიყო,დარწმუნებული ვარ,გოგა გაცილებით უფრო მაგარ ფორმაში იქნებოდა და მომავალ დრაფტში, უკვე ძალიან მაღალ პოზიციაზე აირჩევდნენ.ბევრი ალბათ შემედავება და მაგალითად დონჩიჩს მოიყვანს,თუმცა დონჩიჩი 18 წლისა,უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელი და ევროპის მეგავარსკვლავად წავიდა ნბაში.მას იუგოსლავიის სკოლა აქვს ბავშვობიდან გავლილი და ამპლუიდან გამომდინარე,თვითონ არის თამაშის წარმმართველი.გოგას კი ეს სკოლა ბოლომდე არა აქვს გავლილი და თანაც ამპლუით,დიდწილად სხვაზეა დამოკიდებული მისი დატვირთვა.კარგია,რომ ახალგაზრდულ ლიგაში მაინც უწევს სათამაშო პრაქტიკა,მაგრამ ეს ევროლიგის დონეს,აშკარად ჩამოუვარდება და მის კიდევ უფრო დაოსტატებას,დიდად ვერ წაადგება.
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო