ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა championat.com-ი ავრცელებს.

ადრე თურქული გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ "სპარტაკი" 27 წლის ფეხბურთელის "დენიზლისფორში" იჯარით წასვლას დათანხმდა. მაშინ გენერალური დირექტორი ტომას ცორნი აცხადებდა, რომ ფეხბურთელმა გუნდის დატოვების სურვილი გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ფეხბურთელი შეკრებაზე არ წაიყვანა. გარდა ამისა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ჯანო მოლაპარაკებას "ტამბოვთან" აწარმოებდა.

მოსკოვურ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის ამბავი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ჯანო ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან ირიცხება. ამ ხნის განმავლობაში ის იჯარით ორჯერ იყო განათხოვრებული - "როსტოვში" 2013/14 წლების სეზონში და "კრილია სოვეტოვში" გასული სეზონის მეორე ნახევარში.

მიმდინარე პრემიერლიგაში კი ქართველმა ნახევარმცველმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში კი სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. საერთო ჯამში, ანანიძემ "სპარტაკში" 11-წლიანი კარიერის მანძილზე 146 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჩორნა
ჯანოს შეუძლია ისტორია ბათუმის დინამოსთან ერთად შექმნას და მართლაც ლეგენდად იქცეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. არარეალურია მაგრამ,,ოცნებას კაცი არ მოუკლავს'':(
ბმბ
რატომაც არა, გვანახოს თავისი ძალა საქართველოშიც.
გიოგიო
ანანიძე-კაცი-გვერწითელია!.....
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
ეს თუ სიმარათლეა ძაან მაგარი ინფოა. ეხლა ჯანო ბათუმის დინამოში მოვიდეს და 2021-ის ზაფხულის ტრანფერამდე აქ ითამაშოს ფორმაშიც შევა, ევროტურნირებზეც დაგვეხმარება, სათამაშო პრაქტიკაც ექნება და ტრავმებისგანაც უფრო დაცული იქნება აქაური თბილი კლიმატიდან გამომდინარე. მოკლედ ყველა ვარიანტში ჯობია მშობლიურ გარემოში ყოფნა და სტაბილური სათამაშო დრო. თვითონაც იხეირებს და ნაკრებსაც ახეირებს! ეს ჩემი აზრია და სურვილი.
არმენა
როგორც იწერება ანორთოსისს უნდა მისი აყვანა. ბათუმის დინამოს ადგილზე რომ ვიყო, ძალიან მოვინდომებდი, რომ გუნდში მეხილა ჯანო, თან აჭარელია და იქნებ დაითანხმოთ :))
შხამა
ჯანო იმედი მაქვს ბოლო ბოლო შეელევი მუქთა რუსულ ფულს, წადი კვიპროსში და გამოადექი კლუბს და ნაკრებს !
Irakli
რამდენი დრო გააცდინა სპარტაკში, იმედია მალე იპოვის ნორმალურ კლუბს და ათამაშდება, ის ნაკრებს ძალიან სჭირდება. წარმატებები ჯანოს!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი