2011 წელს როლან გაროსის ოფიციალური ბურთი მოულოდნელად "ბაბოლატი" გახდა, რომელმაც "დანლოპის" ფირმის ბურთები შეცვალა
2011 წელს როლან გაროსის ოფიციალური ბურთი მოულოდნელად "ბაბოლატი" გახდა, რომელმაც "დანლოპის" ფირმის ბურთები შეცვალა. ამ სიახლემ მოთამაშეების შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ჩოგბურთში ასეა მიღებული - "დიდი სლემის" ოთხი ტურნირის ორგანიზატორები მრავალწლიან კონტრაქტებს აფორმებდნენ ბურთების მწარმოებელ კომპანიებთან და შესაბამისად, ბურთების მახასიათებლები ათწლეულების განმავლობაში არ იცვლებოდა. ამ საკითხში განსაკუთრებულია უიმბლდონი: ტურნირზე, რომელიც მკაცრად იცავს მრავალწლიან ტრადიციებს, უკვე საუკუნეზე მეტია Slazenger-ის ბურთებით თამაშობენ. ამერიკის ღია პირველობაზე ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს უპირატესობა "უილსონს" მიანიჭეს და არც იქ იცვლება რამე.

ამ მხრივ როლან გაროსი დიდად არ განსხვავდებოდა თავისი "ძმებისგან". აქ დიდი ხანია "დანლოპის" პროდუქციას იყენებდნენ და მოთამაშეთა უმრავლესობისა და სპეციალისტების აზრით, ეს ბურთები კარგად ერგებოდნენ გრუნტის კორტებს. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით შეიცვალა: ნაცნობი "დანლოპი" ჯერჯერობით ყველასთვის უცნობი "ბაბოლატით" ჩაანაცვლეს. და იმის მიუხედავად, რომ ეს პატივსაცემი ფირმა უძველეს ბრენდს წარმოადგენს, სიახლე ყველას არ მოეწონა. ყოველდღიურად უფრო ხშირად გაისმის ნეგატიური განცხადებები ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეს სიახლე მოეწონა.

სეზონის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეტად უკმაყოფილო დარჩა "ბაბოლატის" ბურთებით. "ძალიან სწრაფი ბურთებია, ამიტომაც რთულია მათი კონტროლი. რა თქმა უნდა, ასეთი ბურთი კარგი მოწოდების მქონე ჩოგბურთელებისთვისაა ზედგამოჭრილი".

როჯერ ფედერერიც დიდად აღფრთოვანებული არ დარჩენილა სიახლით. შვეიცარიელი ორგანიზატორთა მთავარ შეცდომად არასაკმარის დროს ასახელებს, რომელიც მოთამაშეებს ახალ ბურთებთან შესაგუებლად მისცეს: "ამ ბურთებზე ბევრს ლაპარაკობენ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ის განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე გვთავაზობდნენ. ეს ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო მომენტია".

ფედერერს სოლიდარობას უცხადებს რეიტინგში მისი მეზობელი ენდი მიურეი. მანვე ისიც დაამატა, რომ აუცილებელია გრუნტის მთელი სეზონი ჩოგბურთელებმა ერთი ბურთით ითამაშონ. "ამ ახალმა ბურთმა, შესაძლოა, დახმარებაც გამიწიოს, რადგან ის ძალიან სწრაფია. მაგრამ მირჩევნია, რომ გრუნტის სეზონის განმავლობაში ბურთი არ შეიცვალოს. ვფიქრობ, ბევრი ჩოგბურთელი გაიზიარებს ამ მოსაზრებას", - ამბობს ბრიტანელი.

ფედერერის თანამემამულე სტანისლას ვავრინკა საკმაოდ მოკლე იყო თავის კომენტარში: "საკმაოდ უცნაური ბურთებია. ჯერჯერობით არ შემიძლია შევაფასო სხვაობა, მაგრამ ის მართლაც არსებობს".

პრობლემის მეორე მხარე აღმოჩნდა ქალ ჩოგბურთელთა აზრი, რომელიც ამერიკელმა ბეტანი მატეკმა გაახმოვანა: "ბევრი გოგონა ბრუნდება მატჩების შემდეგ გასახდელში მხარის მცირე დაზიანებით. ისინი ამბობენ, რომ ახალი ბურთი ძალიან "უხეშია". ამასთან, ამერიკელმა განაცხადა, რომ ბურთი სწრაფად ფრინავს და პირადად მას ეს ძალიან მოსწონს. სიახლემ სემ კუერიც გაახარა. "მომეწონა ახალი ბურთები. ამ პირობებში ისინი მოწოდებისას მეხმარებოდნენ", - განაცხადა ამერიკელმა, რომელიც კარიერაში პირველად გავიდა როლან გაროსის მეორე წრეში.

გამოჩნდა "ბაბოლატის" ახალი პროდუქტის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი - ესპანელი რუბენ რამირეს-იდალგო, ვინც მოულოდნელად მარინ ჩილიჩს მოუგო: "ძალიან მომეწონა ახალი ბურთები. ისინი საუკეთესოდ ერგებიან ჩემს თამაშს. მოჭრილი დარტყმისას ის ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მიფრინავს. ეს ის არის, რაც მე მინდა". ივეტა ბენეშოვა კი ტურნირს ტოვებდა ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ სწორედ ახალი ბურთი გახდა სამანტა სტოსურთან წაგების ერთ-ერთი მთავარ ფაქტორი: "ასეთი უცნაური ბურთები ისეთ მოთამაშეებს ეხმარებიან, როგორიც სამანტაა. ისინი ჩვეულებრივზე სწრაფები არიან. ვხვდებოდი, რომ ვერ შევძლებდი მათ კონტროლს ისევე დამაჯერებლად, როგორც ამას ძველი ბურთებით ვაკეთებდი. არ ვიცი, რისთვის დასჭირდათ ორგანიზატორებს ეს ცვლილები. ახლა შემტევი სტილის მოთამაშეებმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს".

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა