ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰიდინკი "ჩელსიზე" ფიქრობს

ჰიდინკი "ჩელსიზე" ფიქრობს

თურქეთის ნაკრების 64 წლის მწვრთნელმა განაცხადა, რომ „სტემფორდ ბრიჯიდან“ წამოსულ ნებისმიერ წინადადებას შეისწავლის
გუს ჰიდინკმა „ჩელსიში“ დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი და განაცხადა, რომ „სტემფორდ ბრიჯიდან“ წამოსულ ნებისმიერ წინადადებას შეისწავლის.

როგორც ცნობილია, 64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი თურქეთის ნაკრებს უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ეს გუნდი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მიიწევს, მაგრამ ჰიდინკს წამოცდა, რომ თუ საშუალება მიეცემა, არ გაჯიუტდება და მართლაც დაბრუნდება იქ, სადაც 2009 წლის გაზაფხულზე უკვე მოსინჯა ძალა - ლუიშ ფელიპე სკოლარის წასვლის შემდეგ სეზონი ჩაამთავრა და კარგი სახელიც დაიგდო.

ჰიდინკი „ჩელსის“ წინადადებას უყურადღებოდ რომ არ დატოვებდა, მოსალოდნელიც იყო. ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჰოლანდიელმა საკლუბი ფეხბურთის მონატრებაზე დაიწყო ლაპარაკი. მან თქვა, რომ გული სწყდება, ფეხბურთელებთან ყოველდღიურად რომ არ მუშაობს და როგორც მწვრთნელს ბევრი მატჩი რომ არ აქვს ჩატარებული. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო მისი და დასავლეთლონდონელთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩის ურთიერთობაც - მოგეხსენებათ, ჰიდინკი 2006-2010 წლებში რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა გასამრჯელოს აბრამოვიჩი უხდიდა. სწორედ იმ პერიოდში ჰყავდა აბრამოვიჩს ჰიდინკი თავისთან, „ჩელსიშიც“.

დღეს თურქეთის ნაკრები 3 ივნისს ბელგიაში სათამაშოდ ემზადება. გუნდი 9 ქულით მე-3 ადგილზეა, ბელგიელებს კი 10 ქულა აქვთ და მე-2 პოზიციაზე არიან. შეკრებაზე მყოფ ჰიდინკს ჟურნალისტები, რასაკვირველია, მოსვენებას არ აძლევენ, სულ „ჩელსიზე“ ეკითხებიან. ნიშანდობლივი იყო ჰოლანდიელის ერთი პასუხი:

„დღეს, თურქეთის ნაკრების გამო გონება მთლიანად ბელგიაში თამაშზე რომ არ მქონდეს გადართული, „ჩელსიზე“ აუცილებლად ვიფიქრებდი“ - თქვა მწვრთნელმა.

თუმცა, მეორე მხრივ, თითქმის ყველა ვინც ჰიდინკს იცნობს, ამბობს, რომ ის თურქებთან კონტრაქტს არ გაწყვეტს, რადგან საქმის შუა გზაში მიტოვება ჩვევად არ აქვს. თუ ჰოლანდიელი მოახერხებს და გუნდს A ჯგუფში მეორე ადგილზე გაიყვანს, პლეი ოფში მოხვდება და დიდი შანსია პოლონეთსა და უკრაინაში დანიშნულ ფინალურ ეტაპზეც გავიდეს. ჰოლანდიის, ავსტრალიის, კორეისა და რუსეთის ნაკრებთა ყოფილმა თავკაცმა თქვა:

„კონკრეტული არაფერია, ჭორებს კი ზედმეტად არ უნდა აჰყვეთ. საქმიანი ჯერ არაფერი მომხდარა. ზუსტად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პარასკევს ბელგიაში უდიდესი მნიშვნელობის თამაში მაქვს ჩასატარებელი, მერე კი ვნახოთ ვინ რას იტყვის და რა ნაბიჯს გადადგამს“.

თუმცა, „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი, დღეს დასავლეთლონდონელ 16 წლამდელთა მასწავლებელი და „ნაიკის აკადემიის“ მწვრთნელი ჯიმი-ფლოიდ ჰასელბაინკი, რომელიც უეფას A ლიცენზიის მიღებას ცდილობს, ამბობს, რომ კარლო ანჩელოტის რასაკვირველია ჰიდინკი შეცვლის და ამაში ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლება.

„მე მას ძალიან კარგად ვიცნობ - თქვა ჰასელბაინკმა - ჰოლანდიაში პირველი თასი სწორედ ჰიდინკის ხელმძღვანელობით მოვიპოვე. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, 2009 წელს „ჩელსიში“ იყო და მართლა დაატყო გუნდს თავისი ხელი - საკმაოდ ღრმა კვალი დატოვა. ამიტომაც, ძალიან კარგად მესმის, რომ „ლურჯების“ ხელმძღვანელებს მისი დაბრუნება უნდა“.

და სანამ დიდი ბჭობაა გამართული იმის გამო გახდება თუ არა ჰიდინკი „ჩელსის“ ახალი თავკაცი, „ლურჯების“ ყოფილი ფეხბურთელი, ფრანგი მარსელ დესაი, რომელიც კვლავ კლუბის სტრუქტურაშია და აკადემიაში ფეხბურთელებს ზრდის, ანჩელოტის გაგდებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს:

„ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. კი ბატონო, პირველ წელიწადს მას წარმატებები ჰქონდა და ორი ჯილდო მოიპოვა კიდეც, მაგრამ მეორე წელიწადს ხელცარიელი დარჩა და კლუბის მეპატრონეს ეს აღარ მოეწონა. თუ მიაქციეთ ყურადღება, ფეხბურთელები არავის გაუკრიტიკებია, მწვრთნელს კი უთხრეს, რომ ვალდებული იყო უკეთ ემუშავა.

სავარაუდო კანდიდატთაგან მე ყველაზე მეტად ბუქმეიქერების ფავორიტ ჰარი რედნაპს ვემხრობი, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მთავარია დრო არ დავკარგოთ. მწვრთნელის არჩევას არ უნდა გადავყვეთ და მზადება დროულად უნდა დავიწყოთ“.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს