“უდინეზეს” ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმა გასულ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად იქცა
“უდინეზეს” ჩილელმა შემტევმა ალექსის სანჩესმა გასულ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ თავდამსხმელად იქცა. შესაბამისად, მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს, მათ შორის ლონდონის "ჩელსის" და როგორც გუშინ გახდა ცნობილი, “მანჩესტერ სიტის”.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, "არისტოკრატთა" მესვეურებმა უდინელ კოლეგებს უკვე შესთავაზეს სანჩესის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შემდეგ, ამ ოც მილიონს ერთი ფეხბურთელიც წაუმატეს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, მაგრამ ვერც ამან გაჭრა. ფრანჩესკო გვიდოლინმა პირდაპირ განაცხადა: მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, სანჩესის გაყიდვაზე სიტყვის გაგონებაც არ მსურსო.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი წინა პლანზე უკვე “მანჩესტერ სიტიმ” წამოიწია - მართალია, "ქალაქელთა" მესვეურებმა საგანგებოდ განაცხადეს ტრანსფერებში კოლოსალური თანხების დახარჯვას აღარ ვაპირებთო, მაგრამ როგორც ჩანს, არც მთლად მასეა საქმე. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, უახლოეს დღეებში ინგლისელები “უდინეზეს” მესვეურებს შეეხმიანებიან და ალექსის სანჩესის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს შესთავაზებენ. ნამდვილად კოლოსალური თანხაა და ძნელი სათქმელია, გაუძლებს თუ არა ცდუნებას ფრიულური გუნდის ხელმძღვანელობა. გვიდოლინის თქმით, მისთვის უცნობია რა წინადადებას ამზადებენ “ქალაქელები”:

“რა გითხრათ, მანჩესტერიდან ჯერ არავინ შეგვხმიანებია და თუ დაგვიკავშირდნენ, აუცილებლად გაგიმხელთ. ისე კი, ალექსის სანჩესის გასხვისება ჩვენს გეგმებში არ შედის და ამის შესახებ ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ვსაუბრობ. ანტონიო დი ნატალესა და ალექსის სანჩესისგან შემდგარი შემტევი ტანდემი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და მისი დაშლის არავითარი სურვილი არ მაქვს. თავად სანჩესიც ამბობს, რომ ტოტოს მხარდამხარ თამაში უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს - ანტონიოსგან ბევრს სწავლობს და არა მგონია, სხვაგან წასვლის სურვილი კლავდეს”.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა