ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ, ჰაცუ ბაშოს ნაადრევად გამოეთიშა. ამის მიზეზი კი ტრავმაა, რომელსაც გაგამარუ უკვე რამდენიმე ბაშოა ებრძვის.

აღსანიშნავია, რომ 14-წლიანი კარიერის განმავლობაში გაგამარუს არათუ ბაშო, ერთი შეხვედრაც არ გამოუტოვებია, ხოლო ბოლო სამ თვეში ზედიზედ ორი ბაშოს გამოტოვება მოუწია ტრავმის გამო.

რას აპირებს თეიმურაზ ჯუღელი, გეგმავს თუ არა კარიერის დასრულებას? ამის შესახებ ქართველ სუმოისტს ექსკლუზიურად გაზეთი "კვირის პალიტრა" ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- წლების განმავლობაში ტრავმა ერთხელაც არ მიგიღია, ბოლო თვეებში კი ორივე მუხლმა გიმტყუნა...

- დღესაც ძლივს ვიჯერებ, ტრავმირებული რომ ვარ, რადგან აქამდე ტრავმა არასდროს მიმიღია. ჭიდაობის ჩემი სტილიდან გამომდინარე, არ უნდა მიმეღო და არც ვიღებდი. იაპონელებს უკვირდათ კიდეც - ამდენი წელია, ტრავმის გარეშე ჭიდაობო... მეტოქეს სასტარტო შეჯახებით თუ ვაჯობებ ხოლმე, ხომ კარგი, თუ არადა, მერე გაჩერებაც კი მიჭირს. სხვა სუმოისტებისგან განსხვავებით, არ შემეძლო დოჰიოს საზღვართან შეჩერება და მოწინააღმდეგისთვის წინააღმდეგობის გაწევა. როცა მეტოქე გაწვება, შენ კი მის შეჩერებას უკან გაწეული ცალი ფეხით ცდილობ, ფეხი ყველაზე მეტად იტვირთება. მე ამას ვერ ვაკეთებდი და ტრავმის ალბათობაც ნაკლები იყო. მარჯვენა მუხლის მენისკი ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მაწუხებდა, თუმცა იშვიათად შემახსენებდა ხოლმე თავს. სამწუხაროდ, გასული წლის სექტემბერში, სოკოკურაისთან შეჯახებისას მარცხენა მუხლის ტრავმაც მივიღე... სექტემბრის ბაშო კი ჩავამთავრე, მაგრამ სამწუხაროდ, შესვენების დროსაც ვერაფერი ვუშველეთ. ტკივილი არ მაძინებდა, მუხლიდან სითხის ამოღება კი 2-3 დღეში ერთხელ ხდებოდა საჭირო...

- შეძლებ დაბრუნებას თუ მართლაც გადაწყვიტე კარიერის დასრულება?

- კარიერის დასრულებას შარშანაც ვაპირებდი, მაგრამ... იანვარის ბაშოზე, როცა მაკუშიტაში (სუმოს რანგით მესამე დივიზიონი. - რ.შ.) ორჯერ დავმარცხდი, ვფიქრობდი, ამათთან როგორ ვაგებ-მეთქი?! ეს შეგრძნება დღემდე მომყვება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. კლუბის პრეზიდენტიც მეუბნება, იმდენი წელიწადია სუმოში ხარ, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოო... თუ მუხლების ტრავმას რამე მოვუხერხე, ალბათ, გავაგრძელებ კარიერას. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მაქვს და ვნახოთ... ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დავასრულებ იმას, რასაც ამდენი წელია, ვაკეთებ. ფსიქოლოგიურადაც უნდა მოვემზადო, რომ ყოველდღე აღარ ვივარჯიშებ, დოჰიოზე აღარ გავალ და ა.შ.

- ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგიღია, მაგრამ ალბათ, უკვე იმაზეც ფიქრობ, რას გააკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ. იაპონიაში დარჩები?

- ამაზე უკვე რამდენიმე წელიწადია, ვფიქრობ...

ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა როგორ არ მინდა, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა - რის გაკეთებას შევძლებ საქართველოში, როცა ამდენი წელიწადია ვცხოვრობ იაპონიაში, აქ მყავს მეგობრები, რომლებსაც სახელიც აქვთ და სიტყვაც ეთქმით... საქართველოში ჩამოსვლას და დაჯდომას ყველაზე კარგ ადგილას - თამადად, სჯობს, იაპონიაში ვაკეთო ქართული საქმე...

26 წელიწადია, რაც სპორტში ვარ და წარმოიდგინეთ, რა რთულია, შეუდგე ახალ საქმეს, რომელშიც ჯერ არაფერი იცი. სპორტი ან გამოგდის, ან - არა, მაგრამ როცა ბიზნესს ან სხვა ახალ საქმეს იწყებ, რთულია, რადგან ბევრი რამ არ იცი და 33 წლის ასაკში გიწევს თავიდან დაწყება...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
14-წლიანი კარიერის მანძილზე პირველად - გაგამარუმ კიუჯო გამოაცხადა
კიუშუ ბაშო. XII დღე: გაგამარუმ მე-11 მარცხი იწვნია
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
საოცარი სანახაობა! - ტოჩინოშინმა პატარა ენჰო ჰაერში ასწია და დოჰიოდან გადადგა [VIDEO]
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს იწყებს - ქართველის საწყისი მეტოქეები ცნობილია
ნოემბრის ბანძუკე ცნობილია - რა შეიცვალა ქართველები სუმოისტებისთვის?
კიუშუ ბაშო. VII დღე: გაგამარუ ტრავმასაც ებრძვის და მეტოქესაც [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]