26 იანვარს, ვერის კალათბურთის სასახლეში გრანდიოზული საკრივო შოუ შედგა. ისტორიაში პირველად, საქართველოში გათამაშდა WBF მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ლაშა გურგულიანმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელია, თავისი ტიტული ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონის WBO ვერსიით, 29 წლის მექსიკელ ედგარ "ნენე" ორტეგას წინააღმდეგ 12-რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა.

ლაშამ ბრძოლის ბრწყინვალე სტილი აჩვენა. მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლა მისი დომინირებით წარიმართა და ერთი წუთითაც არ დაუთმია უპირატესობა. მე-8 რაუნდში მექსიკელმა ვეღარ გაუძლო ქართველის შეტევებს და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

საქართველოში უპრეცედენტო საკრივო შოუმ დიდი ინტერესი გამოიწვია და ღონისძიებამ გადაჭედილ დარბაზში ქომაგთა მხურვალე გულშემატკივრობის ფონზე ჩაიარა.

კრივის საღამოს ესწრებოდნენ ვეტერანი მოკრივეები, მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.

დღის მთავარი სატიტულო ბრძოლის გარდა, გაიმართა 12 სარეიტინგო ორთაბრძოლაც, რომელშიც მონაწილეობა საუკეთესო მოკრივეებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათ შორის, ქალმა მოკრივეებმა - ბათუმელმა ნინო კოპაძემ და ქუთაისელმა ლილი ჯუმალმა.

სარეიტინგო ბრძოლებში დაფიქსირდა შემდეგი შედეგები:

1. სერგო აგამიროვი (თბილისი) – კახა ავეტისიანი (ბორჯომი) - გაიმარჯვა ავეტისიანმა

2. გიორგი ბლიაძე (ბორჯომი) - შალვა გუჩმაზოვი (გურჯაანი) - გაიმარჯვა გუჩმაზოვმა

3. კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი) (დებ) – ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი) - გაიმარჯვა ხვისტანმა

4. ზურა მექერიშვილი (გურჯაანი) – ნიკოლოზ ყულუმბეგაშვილი (თბილისი) - გაიმარჯვა მექერიშვილმა

5. უმეკაშვილი გიორგი (გორი) – გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული) - გაიმარჯვა უმეკაშვილმა

6. მამუკა აბულაძე (ვარიანი) – დავით ბიძინაშვილი (გორი) - გაიმარჯვა აბულაძემ

7. აჩიკო ოდიკაძე (ვარიანი) – ირაკლი შარიაშვილი (რუსთავი) - გაიმარჯვა ოდიკაძემ

8. იაგო კიზირია (ფოთი) – ლადო გაბისონია (ზუგდიდი) - გაიმარჯვა კიზირიამ

9. ედგარ სარქისიანი (თბილისი) – დათო შერვაშიძე (ბათუმი) - გაიმარჯვა სარქისიანმა

10. დათო ნანავა (ფოთი) - მალხაზ თათრიშვილი (გორი) - გაიმარჯვა ნანავამ

11. მიხეილ გაბინაშვილი (გორი) - რომან უსიანი (თბილისი) - გაიმარჯვა გაბინაშვილმა

12. ნინო კოპაძე (ბათუმი) – ლილი ჯუმალი (ქუთაისი) - გაიმარჯვა ჯუმალიმ

საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის პრესსამსახური

გიორგი
მაგარია - თბილისმა დიდ საკრივო შოუს უმასპინძლა! მანამდე დაგეწერათ რომ ამ შოუს უმასპინძლებს! პირველად გავიგე უკვე დასრულებულზე :) ასეა თუ ისე კარგია რომ გაიმარჯვა ქართველმა, გილოცავ ლაშა და მომავალშიც წარმატებებს გისურვებ
NIKA
დავიწყო გინება, ან ვიდეო დადეთ ან ის მაინც გამაგებინეთ რომელმა არხმა მოახდინა შეხვედრის ტრანსილაცია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა