იტალიის თასი. ფინალი: რომში "პალერმოს" 3:1 ძლევით, მილანის "ინტერი" იტალიის თასს, ლეონარდო კი პირველ სამწვრთნელო ტროფეის დაეუფლა
ინტერი-პალერმო 3:1

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - ნაგატომო, ლუსიო, რანოკია, კივუ - სტანკოვიჩი, ძანეტი, მოტა (83. მარიგა) - სნეიდერი (87. მილიტო) - ეტოო, პაცინი (61. პანდევი).

პალერმო (4-3-2-2): სირიგუ - კასანი, მუნოზი, გოიანი (55. კაროციერი), ბალცარეტი - მილიაჩო, ნოჩერინო, აკვა (55. მიკოლი) - ილიჩიჩი, პასტორე - ერნანდესი (78.პინილია).

გოლები: 1:0 ეტოო (26), 2:0 ეტოო (76), 2:1 მუნოზი (87), 3:1 მილიტო (90).

გაფრთხილება: აკვა, კაროციერი.

გაძევება: მუნოზი (90)

მაყურებელი: 70 000

სულ არაფერს ნამდვილად ჯობია იტალიის თასი და სწორედ ამის შესახებ აკეთებდნენ თასის ფინალის წინ განცხადებებს “ინტერის” ფეხბურთელები. აი რაც შეეხება “პალერმოს”, ამ გუნდისთვის ეს მატჩი ყველაფერი იყო და სწორედ ამიტომ გახლდათ, რომ რომში ლამის ნახევარი სიცილია ჩავიდა. “ოლიმპიკოზე” შეკრებილი გულშემატკივრების უმეტესობა სწორედ “პალერმოს” ქომაგი გახლდათ, თითქოს მოტივაციაც მეტი ჰქონდათ კუნძულელებს, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა - "ინტერმა” 3:1 დაამაცხა მეტოქე და კიდევ ერთხელ მოიგო იტალიის თასის გათამაშება.

თამაში სიცილიელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, დელიო როსიმ შეტევაზე განაწყო შეგირდები და ამისთვის ქებას იმსახურებს, მაგრამ ფაქტია, რომ “ინტერისთვის” ყოველივე ამან კომფორტული გარემო შექმნა. ვერ ვიტყვით, რომ “ნერაძური” დაცვაში ჩაჯდა , მაგრამ აქცენტი მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაკეთდა და მხოლოდ შემდეგ შეტევებზე, უფრო სწორად კი კონტრშეტევებზე.

სიცილიელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, რამდენჯერმე დაემუქრნენ მილანელთა კარს, მაგრამ ხან ჟულიო სეზარი იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხანაც შემტევები სცოდავდნენ დამაგვირგვინებლ ფაზაში. სამაგიეროდ, სამუელ ეტოოს არ უმტყუნა მიზანმა, რომელიც 26-ე წუთზე ვესლი სნეიდერმა შეატოვა მეკარეს პირისპირ და გაიხსნა კიდეც ანგარიში, 1:0.

სახიფათო მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ გოლებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას და შესაბამისად, 76-ე წუთზე მოგვიწევს გადახტომა. თამაშის სცენარი უცვლელი იყო, სიცილიელები უფრო მეტს უტევდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს გაეპარათ კონტრიერიში და ვიხილეთ ის, რაც ერთხელ უკვე ნანახი გვქონდა: სნეიდერის ზუსტი პასი, ეტოო კიპერთან პირისპირ და 2:0. 87-ე წუთზე მუნოზმა თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა და თითქოს დააბრუნა თამაშში ინტრიგა, თუმცა სულ მალე, სწორედ გოლის ავტორი გააძევეს მოედნიდან და ყველაფერი ნათელი გახდა - მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, შეცვლაზე შესული დიეგო მილიტო გამოირჩა და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა - 3:1. აი, ასე დაეუფლა "ინტერი" იტალიის თასს, ლეონარდო კი - პირველ სამწვრთნელო ტროფეის.

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა