ქართული ლეგიონის მონაგარი გასულ უქმეებზე
იქ, სადაც შაბათს "ბარსელონას" ტრიუმფის მოწმენი გავხდით, დღეს, 30 მაისს ქართველი ფეხბურთელი გავა სათამაშოდ - ზურაბ ხიზანიშვილს ბრწყინვალე შანსი აქვს, პრემიერლიგას დაუბრუნდეს, ამისთვის "უემბლიზე" მისმა გუნდმა პლეი ოფის ფინალში უელსურ "სუონსის" უნდა მოუგოს.

გუშინ "რედინგის" ფანებმა სუპერგაცილება მოუწყვეს თავისიანებს, "მაჯესკის" სტადიონთან ფეხბურთელებს "როიალსის" ასობით ფანი ელოდა, ამიტომაც ისინი 25 წუთს მოუნდნენ ავტობუსამდე მიღწევას.

The End

კიდევ რამდენიმე ქართველი ლეგიონერისთვის დასრულდა სეზონი. სერია B -ში "ემპოლი" საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ლევან მჭედლიძის გარეშე ეთამაშა "ვიჩენცას" და ჩემპიონატი 57 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა. მჭედლიძისა და ირაკლი შეყილაძის გუნდი გაისადაც ამ ლიგაში ითამაშებს.

ფრანგული ლიგა 2 ისე დასრულდა, რომ გიორგი მაკარიძეს ერთხელაც არ მიეცა თამაშის საშუალება, ყველა შეხვედრა დიდიე ოვონომ ჩაატარა. "ლე მანმა" 62 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო დაუთმო ელიტის საგზური "დიჟონს". მაკარიძე 34-ჯერ იჯდა სათადარიგოთა სკამზე (მათ შორის, ბოლო მატჩში "ნანტთან"). ჩვენებური ერთი-ორჯერ თასზე გამოჩნდა, 11-ჯერ კი სათადარიგო გუნდში ითამაშა.

გიორგი მერებაშვილის გარეშე დაასრულა სეზონი "ვოივოდინამ", რომელმაც შინ 0:2 დათმო "ცრვენა ზვეზდასთან". ქართველის გუნდმა ჩემპიონატი 67 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მერებაშვილმა 7 გოლით ჩაამთავარა პირველობა.

დასრულდა პოლონეთის ჩემპიონატიც, სადაც ზამთარში გადასული ნიკა ძალამიძის "ვიძევმა" 43 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა. ჩვენებურმა კარგად დაამახსოვრა თავი პოლონურ პუბლიკას, თუმცა ბოლო ტური "ვიძევმა" ჩააფლავა - ზაბჟეში "გორნიკთან" 0:4 წააგო.

დამთავრდა დანიის ვიასატდივიზიონის გათამაშებაც. მიუხედავად იმისა, რომ "ორჰუსმა" ბოლო ტურში "კოგესთან" 2:4 წააგო, მაინც პირველ ადგილზე გავიდა და გაისად ელიტაში იქნება. დავით დევდარიანს არ უთამაშია, თუმცა ჩვენთვის საინტერესო ამბავი მაინც მოხდა "კოგესთან" შეხვედრის - 70-ე წუთზე "ორჰუსის" რიგებში 18 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე ვიხილეთ.

ჯანო დაბრუნდა, ჯერ დუბლებში

რუსულ პირველობაზე ჩვენთვის მთავარი მატჩი დღესაა - როგორც მოსალოდნელი იყო, რუსებმა არ შეისმინეს საქართველოს ნაკრების შტაბის თხოვნა და "ვოლგას" მატჩი არ გადმოიტანეს, 6 ქართველის გუნდი დღეს ეწვევა პერმის "ამკარს".

ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა... ოღონდ ჯერ დუბლების ჩემპიონატში. "სპარტაკის" სარეზერვო გუნდი 0:2 დამარცხდა "ზენიტთან", ქართველმა 90 წუთი ითამაშა და პირველი მატჩის კვალობაზე, არცთუ ურიგოდ. პრემიერლიგის მატჩში ჯანო განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

ალეკო ამისულაშვილმა კვლავ დამცავი ნიღბით ითამაშა, მისმა "კრასნოდარმა" კი კვლავ წააგო - ამჯერად, მოსკოვის "დინამოსთან" - 0:1. მეორე ტაიმში ჩვენებური ორჯერ დაემუქრა მოსკოველთა კარს თავით, პირველად მეკარემ იმარჯვა, მეორედ კი ხარიხა იყო. "ჩემპიონატმა" ალეკოს 5,5 ბალი დაუწერა.

ბრწყინვალე ფორმაშია ნუკრი რევიშვილის "ანჟი" და არც ქართველ გოლკიპერს დაეწუნება თამაში - სტუმრად მოსკოვის "ლოკომოტივთან" ნუკრიმ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა - 2:1. "ჩემპიონატმა" ქართველ მეკარეს 6 ბალი დაუწერა. ჩრდილოკავკასიურ დერბიში (ნალჩიკი-ტერეკი) დავით სირაძეს ბოლო წუთებში ანდეს თამაში (შეფასება - 5 ბალი). I დივიზიონში გიორგი ნავალოვსკისა და ედიკ საჯაიას "ხიმკი" სტუმრად "ვოლგარ-გაზპრომთან" 0:1 დამარცხდა. ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო.

თარგამაძის ტრიუმფი

უკრაინული პრემიერლიჰა გაინაღდა დავით თარგამაძის "ოლექსანდრიამ", რომელიც ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 68 ქულით ლიდერობს. ბოლო ტურში "ოლექსანდრიამ" შინ 1:0 მოუგო "ლვივს", მეორე ტაიმში მატჩის ერთადერთი გოლი ჩვენებურმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. 21 წლის გარემარბმა დიდებულად ჩაატარა სეზონი - 16 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

იაპონურ ჯეილიგაში ჰიროშიმას "სანფრეჩე" რომ ლიდერებშია, დიდწილად 33 წლის დავით მუჯირის დამსახურებაა, რომელმაც "კაშიმა ანტლერსთან" მატჩში (2:1) ერთი საგოლე პასი მიითვალა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა