ფოტო: facebook.com/fc.saburtalotb/

დღეს, 30 იანვარს, საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ახალწვეულები წარადგინა.

ფეხბურთელები მედიას კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და დირექტორმა კახა კაშიამ წარუდგინეს.

კლუბს დაემატნენ: ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი ჯულიუს ბლიკი, პორტუგალიელი მარცხენა მცველი ჟარდელ როდრიგეს ნაზარე და ჰოლანდიელი მარცხენა ვინგერი ჟეროენ ლუმუ.

სამივე ფეხბურთელმა "საბურთალოსთან" 1+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მიმდინარეობს მესამე ჰოლანდიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკება.

"მადლობა მინდა გადავუხადო კლუბს, რომ აქ ვარ. ჩემი მოლოდინები საკმაოდ მაღალია და ვიმედოვნებ, რომ გუნდთან ერთად ევროპის სარბიელზე ვითამაშებ.

აგენტმა მითხრა, რომ აქ ფეხბურთის მაღალი დონეა, ამავდროულად, კლუბი ევროტურნირების შესარჩევში ითამაშებს. ეს იყო ის ფაქტორები, რის გამოც დავთანხმდი "საბურთალოში" თამაშს", - აღნიშნა ბლიკმა.

"მადლობელი ვარ კლუბის, რომ მე დღეს აქ ვთამაშობ. მეც მსურს, რომ კლუბმა ყველაფერი მოიგოს. ვიცი, რომ გუნდმა მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და წელსაც იგივე გეგმები გვექნება. ასე გვსურს ყველა მხრივ წარმატების მიღწევა.

ქართულ ფეხბურთში გამოვარჩევ ტექნიკურ თამაშს. ასევე, კარგად გამოიყენება ტაქტიკა და არის ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი.

აქ არის ჩემი აგენტი აკა, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოში სწრაფი ფეხბურთია და კარგი ტემპია, რის გამოც დავთანხმდი აქ თამაშს", - განაცხადა ლუმუმ.

"საკმაოდ კარგი გამოცდილება დამიგროვდა ფეხბურთში და მიხარია ამ კლუბში გადმოსვლა. პირველ რიგში, გვსურს სუპერთასის მოგება და შევეცდებით, მოვიგოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იქნება.

რა თქმა უნდა, კარგია, თუ ევროპა ლიგისთვის ვიბრძოლებთ. გუნდს ბოლო წლებში აქვს ტიტულები მოგებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტორი, რის გამოც ამ გუნდს შემოვუერთდი", - თქვა ჟარდელმა.

x
rato atkuebt am pegburtelebs ras erchit, male naxaven dones da temps talaxchi da cariel tribunebchi ro moucevt tamachi.
roma bejanidze
მგონია ამათ სხვა ჩემპიონატის თამაშზე აქვთ ნაყურები, ან კიდევ შარშანდელი მთელი ჩემპიონატის მშვენება თამაში (დინამო ბათუმი-საბურთალო 4:2) აჩვენეს და უთხრეს მთელი ჩემპიონატი ასეთიაო და ამათმაც დაიჯერეს. წარმატებები საბურთალოს. ბათუმი ჩემპიონი გახდება ვინც არუნდა მოიყვანოთ სხვა კლუბებმა.
ქომაგი
არარატ არმენიადან დაიმატეთ ფეხბურთელები !
Ka
ამათმა სხვა ჩემპიონატს უყურებს მგონი დდდ რა მაღალი ტემპი რა ძლიერი ჩემპიონატი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"საბურთალოში" კიდევ ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"საბურთალომ" ჰოლანდიელი მცველი და ქართველი მეკარე დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"