"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი, სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

წლის პირველ შეხვედრას რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან ჩვენი გუნდი პირველ თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავს და 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში იყიდება.

გამარჯვებული გუნდი წლის პირველ მატჩშივე მიიღებს პირველ ჯილდოს – რუმინეთთან საზიარო "ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს", რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთშეხვედრებში 2002 წლიდან თამაშდება. დღემდე ის "ბორჯღალოსნებმა" 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები მას 8-ჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი - ერთხელ.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებს" რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგია, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 დაამარცხა. შარშან გუნდებმა რუმინეთში, კლუჟში ითამაშეს და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 18:9 დაამარცხა.

ნაცადი რაზმით ისტორიულ მეტოქესთან
ლევან მაისაშვილმა წლის პირველი შეხვედრისთვის არჩევანი ნაცად მორაგბეებზე შეაჩერა. რუმინეთთან მატჩს და ზოგადად, რაგბი ევროპას გამოტოვებს "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

"სტეჟართან" საქართველოს მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს. გამოცდილი ბურჯი პირველ თებერვალს ნაკრების კვართით მე-60 შეხვედრას ჩაატარებს. მასთან ერთად შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და ნოდარ ჭეიშვილი შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე იწყებენ. აღსანიშნავია, რომ სამივე მესამეხაზელი 23 წლისაა, ჭეიშვილმა და ცუცქირიძემ (ტრავმა) კი 2019 წლის მსოფლიო თასი გამოტოვეს და ნაკრებს ახლა უბრუნდებიან.

9 ნომრად თამაშს იწყებს ასევე 23 წლის ვასილ ლობჟანიძე და ის უკვე 50-ე კეპს მოიხვეჭს. მგეზავად მას ახალგაზრდა თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება. ცენტრში გიორგი კვესელაძისა და დავით კაჭარავას დუეტს ვიხილავთ. კაჭისთვის ეს 120-ე სანაკრებო მატჩი იქნება. ფრთებზე თამაშს ალექსანდრე თოდუა და მირიან მოდებაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც მე-80 კეპს მოიხვეჭს.

მე-80 სანაკრებო მატჩია შალვა სუთიაშვილისთვისაც, რომელიც მეორე ხაზის მარქაფაშია. მესამე ხაზში შეცვლაზე ბექა საღინაძე შევა, ხოლო პირველ ხაზში გურამ გოგიჩაშვილს, გიორგი მელიქიძეს და გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ.

9 ნომრის მარქაფა გელა აფრასიძეა, ხაზის თამაშს კი ლაშა მალაღურაძე და სოსო მათიაშვილი გააძლიერებენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020

I ტური, 1-ლი თებერვალი

თბილისი. "დინამო არენა". 18:00 საათი

საქართველო-რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი)

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი)

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი)

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

რუმინეთის ნაკრებს შერკინება და მთლიანად გუნდი ჰყავთ ახალგაზრდული და ეტყობა ჩილაჩავაც მაგიტომ ისვენებს. ჟვანია და კარლენი გაფართოებულშიც არ გამოუძახაებიათ
Rezo
Abaa! Mara chilachava gamozaxebulia. Ai rato araa shemadgenlobashi, vizvewebi da pasuxi ver mivige
dato
23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი) არაა ფორმაში
დიმა
ჟვანია, ასეიშვილი, ჩილაჩავა?!
ვახო
სპორტალ,ჩემი კომენტარი არ მოგეწონათ?რუსეთს და მათ კლუბებს რომ ვაკრიტიკებ?რას გაჭმევთ ამდენს ბიძინა რომ ანტი რუსულ კომენტარებს ცენზურაში ატარებთ?სპორტალი კიარა რუსბიძტალი უნდა გერქვათ
იდალგო
წარმატებები ლომებს. :) სურათები ისეთი რაკურსით არის მოცემული, ისეთი ოვლით და ისეა განლაგებული, როგორც დიადი ისტორიული საგვარეულოს გენელოგიური შტო. მეფეებივით იმზირებიან და გამარჯვებაც მეფური გამარჯვება იყოს!
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით