<p>ჩიკაგოში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალში, ხუთი ტურის შემდეგ, თამაზ გელაშვილი ჰარიკრიშნასთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს <br> შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება მე-20 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც ჩიკაგო მასპინძლობს 100000 ამერიკული დოლარით. მთავარი ტურნირის 137 მონაწილეს (19 დიდოსტატი) შორის ორი ქართელია - თბილისელი გიორგი ყაჭეიშვილი და რუსთაველი თამაზ გელაშვილი, რომელიც რეიტინგით (2611) მესამე ნომრადაა განთესილი ინდოელის პენტალა ჰარიკრიშნას (2666) და ამერიკელი იური შელმანის (2627) შემდეგ.</p><p>ხუთი ტურის შემდეგ ჩვენებურს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. გელაშვილი 4,5 ქულით ჰარიკრიშნასთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. იგი მე-2 ტურში ნიუიორკელ ბერგერს დაუზავდა, ხოლო მექსიკელი ბლიანკო, ამერიკელი მაგნესი, რუსი მატენკო და ინდოელი სუნდარარაკანი დაამარცხა.</p><p>ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით 15 მოჭადრაკე ჩამორჩება. მათ შორისაა გიორგი ყაჭეივშილი, რომელიც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა პოლონელი სტოპასთან, ოთხ შეხვედრაში (ამერიკელები - ჩენი, გრინიასი, დინგი და ზიმბაბველი მანდიჟა) კი წარმატებას მიაღწია. მე-6 ტურში გელაშვილი ჰარიკრიშნას ეთამაშება, ამერიკელ დმიტრი გურევიჩს დაუპირისპირდება.</p>
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა