ბოლო დღეებში, რატომღაც ვაჟა ფშაველას ლექსი ამეკვიატა, რომელშიც ვაჟკაცობაზე, რკინის გულსა და ხის აბჯარზეა მოთხრობილი...

ბოლო დღეებში, რატომღაც ვაჟა ფშაველას ლექსი ამეკვიატა, რომელშიც ვაჟკაცობაზე, რკინის გულსა და ხის აბჯარზეა მოთხრობილი...

საინტერესოა, ეს ლექსი რატომ "ამედევნა" მაინცდამაინც პოლონეთთან მატჩის წინა დღეებში.

...შეიძლება იმიტომაც, რომ ამ შეხვედრის წინ ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს - ქართველები მოედანზე რკინის გულით თუ გავლენ, მათ ვერც პოლონეთის ნაკრების მიღწევები შეაშინებს, ვერც მეტოქის გერბზე გამოსახული არწივი და ვერც ჩაქუჩი ("პოლონურ ჩაქუჩს" ორლანდოელ მარცინ გორტატს უწოდებენ, რომელსაც NBA-ში ზაზა ფაჩულიაზე მეტი ნამდვილად არ გაუკეთებია).

ვაჟას ლექსში ხის აბჯარზეა ლაპარაკი... თუმცა, მე-19 საუკუნის შემდეგ კალათბურთი ძალიან განვითარდა და დაცვაში ხის აბჯრითა და მუზარადით არაფერი გამოვა - საჭიროა მტკიცე დაცვა. თუ აქამდე დივიზიონის გუნდებთან უმთავრესად იმაზე ვფიქრობდით, როგორ გამოგვემჟღავნებინა ჩვენი კლასი და მეტოქისთვის თავზე საკუთარი თამაში როგორ მოგვეხვია, ამჯერად სხვა სიტუაციაა - კალათბურთელთა კლასით პოლონეთი ჩვენზე ნაკლები არ არის და პირველ რიგში სწორედ მათ შეჩერებაზე უნდა ვიზრუნოთ.

A დივიზიონის გუნდებს თუ გადავხედავთ ყველაზე მეტ მსგავსებას სწორედ საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებებს შორის აღმოვაჩენთ: ჩვენც გვყავს NBA-ს ცენტრი (ფაჩულია) და პოლონეთსაც (გორტატი), ორივე გუნდში იტალიის პირველობის 2-2 წარმომადგენელია (სანიკიძე-მარკოიშვილი და დილევიჩი-კოზარეკი). სერია A -ს მესამე პოლონელი შიმონ შევჩიკი ტრავმის გამო ნაკრებს წლეულს ვერ დაეხმარება. პოლონეთისა და საქართველოს ნაკრების ფორვარდები, ინგერსკი და ცქიტიშვილი ერთმანეთის გვერდით ესპანურ "კახასოლში" თამაშობდნენ 2006 წელს. თუმცა, წლეულს პოლონეთს ვერც ინგერსკი დაეხმარება. ორივე გუნდს ნატურალიზებულებიც ესპანეთიდან ჰყავს

- კელატი გასულ სეზონში "ვალენსიაში" ასპარეზობდა, ხოლო ჩვენი გრინი ჯერ "სარაგოსას" ღირსებას იცავდა, შარშან საბერძნეთში გამოდიოდა, ხოლო ახლახან "გრან კანარიასთან" გააფორმა კონტრაქტი.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებებს სასტარტო გამთამაშებლები პოლონეთის ჩემპიონატიდან ჰყავთ: ცინცაძე 2010 წელს "სოპოტში" ირჯებოდა, ხოლო შუბარგა "პროკომის" ღირსებას იცავდა.

ახლა წამყვანი კალათბურთელების გასული სეზონის მონაგარს გაგაცნობთ და დარწმუნდებით, რომ შემადგენლობები მართლაც თანაბარია.

სერია A: მარკოიშვილი (კანტუ) - 34 მატჩი, 26.7 წუთი, 12.1 ქულა, 3.2 მოხსნა, 1.7 პასი. სანიკიძე (ვირტუსი) - 33 მატჩი, 21.2 წუთი, 6.7 ქულა, 5.6 მოხსნა, 0.5 პასი. კოზარეკი (კასერტა) - 36 მატჩი, 17.5 წუთი, 5.2 ქულა, 1.7 მოხსნა, 1.5 პასი. დილევიჩი (აველინო) - 28 მატჩი, 5.6 ქულა, 3.9 მოხსნა, 0.5 პასი.

ესპანეთის ჩემპიონატი: ცქიტიშვილი (ფუენლაბრადა) - 22 მატჩი, 19 წუთი, 6.4 ქულა, 2.7 მოხსნა, 0.3 პასი. რადგან დღეს პოლონეთის ნაკრებში ინგერსკი არ ითამაშებს, ამიტომ მის მონაგარს არ შემოგთავაზებთ. სამაგიეროდ, გაგაცნობთ ტომას კელატის 2009-10 წლების და ტორინ გრინის 2008-09 წლების მონაგარს. კელატი (ვალენსია) - 29 მატჩი, 24 წუთი, 6.9 ქულა, 2.2 მოხსნა, 1.4 პასი. გრინი (სარაგოსა) - 32 მატჩი, 25 წუთი, 10.7 ქულა, 2.3 მოხსნა, 2 პასი.

NBA: ფაჩულია (ატლანტა) - 78 მატჩი, 14 წუთი, 4.3 ქულა, 3.8 მოხსნა, 0.5 პასი. გორტატი (ორლანდო) - 81 მატჩი, 13.2 წუთი, 3.6 ქულა, 4.2 მოხსნა, 0.2 პასი.

ამ შედარების მიხედვით გარკვეული პროგნოზის გამოტანა ძნელია, თუმცა სტატიკის ჩამოწერისას სხვა მიზანი მქონდა - უბრალოდ დაგვენახა, რომ საქართველოს ნაკრები პოლონეთისაზე არანაკლებია და დღეს თუ გაიმარჯვა, სასწაულად არ უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ქართველთა სერბი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი ამბობს - აუტსაიდერები ვართო. მას, პირველ რიგში, მხედველობაში აქვს გამოცდილება: პოლონელები ბოლო წლებია ევროპის ჩემპიონატებზე ტოპ-გუნდებთან პაექრობაში იძენენ გამოცდილებას, ხოლო ქართველები A დივიზიონში 2009 წელს ავიდნენ. ამასთან, მწვრთნელს სიტყვა "აუტსაიდერით" კალათბურთელთათვის ფსიქოლოგიური ტვირთის მოხსნაც სურს...

მოდით, წვრთნელს დავეთანხმოთ და აღვნიშნოთ: დღეს ფავორიტი პოლონეთის ნაკრებია, თუმცა საქართველოს ნაკრებში არანაკლები მონაცემების კალათბურთელები თამაშობენ, რომელსაც მეტოქესთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს - მქუხარე ტრიბუნები. ქართველებს მოტივაციაც საკმარისზე მეტი უნდა ჰქონდეთ: მარცინ გორტატმა განაცხადა - საქართველოს დასაპყრობად მივდივართო. ასეთი მუქარით ჩამოსული და კუდამოძუებით გაბრუნებული უამრავი მტერი გვინახავს...

ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში