საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა გერმანულ პლაუენში დამთავრებულ მსოფლიოს თასზე
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა გერმანულ პლაუენში დამთავრებულ მსოფლიოს თასზე.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები ქვეჯგუფში აზერბაიჯანის, აშშ-ს და იაპონიის გუნდებთან მოხვდნენ, პარასკევს კი აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს - 6:2. შაბათს მათ დღის პირველი შეხვედრა უმთავრეს კონკურენტ აზერბაიჯანთან უწევდათ. სამწუხაროდ, ჩვენი უსიამოვნო მოლოდინი გამართლდა და ნუგზარ სხირელის შეგირდებმა 1:7 წააგეს. ჩვენებურთაგან მხოლოდ ლაშა ლომთაძემ (55) იმარჯვა, ლევან როჭიკაშვილი (50), ზურაბ იაკობაშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (84), ომარ გუსოშვილი (96) და გიორგი ასლანიშვილი (120) კი დამარცხდნენ. ამ მოგებით აზერბაიჯანმა ფინალში გასვლა ლამის წინდაწინ დაიბევა, ჩვენებურთა არჩივი კი მესამე ადგილისთვის ბრძოლა ჩანდა - დარჩენილ რაუნდში აზერბაიჯანი აშშ-თან უპირობო ფავორიტი იყო და აკი აჯობა კიდეც 6:2, ჩვენები კი უქულო იაპონიას ხვდებოდნენ და მშრალი ანგარიშით მოგება არც ამათ გასჭირვებიათ - 8:0 იმარჯვეს.

ამასობაში დაძაბულად მიმდინარეობდა შეხვედრები მეორე ქვეჯგუფში, სადაც რუსეთი გამოკვეთილი ფავორიტი კი ჩანდა და კიდეც მოიგო სამი შეხვედრა, მაგრამ ირანმა დიდი ბრძოლა გაუმართა და მათთან გამარჯვება თავისი არსით სენსაციის სფეროს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე - სპორტისას! ეს სპორტის სხვა სახეობა რომ ყოფილიყო, ამ შეხვედრაში მოგებაც ირანს დარჩებოდა და ფინალშიც ის გავიდოდა, მაგრამ ჭიდაობაში ხომ ყველაფერი გასაოცარი და ალოგიკური უნდა მოიგონონ! აქ შეიძლება, ქულათა საერთო მარაგით დიდი უპირატესობით დაამარცხო მეტოქე, მაგრამ წააგო პერიოდების რაოდენობით და მაინც გავარდე; შეიძლება, რომელიმე პერიოდი 6:0 მოიგო, მაგრამ დამატებით დროში 0:1 დათმო და მაინც გამოეთიშო შეჯიბრებას... დაახლოებით ამგვარი რამე მოხდა ახლაც ირან-რუსეთის შეხვედრაში - ორთაბრძოლა 4:4 დამთავრდა, მაგრამ ქულებით ირანმა მოუგო - 16:12, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება და ფინალის საგზური მაინც რუსეთს ერგო! სიმართლე გითხრათ, რა იგულისხმება ამ დამატებით მაჩვენებლებში, ზუსტად ვერ დავადგინეთ, რადგან ამის შესახებ არც ტურნირის დებულებაში წერია რამე, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საქმე წმინდა მოგეგებს ეხება. თუმცა აქაც ერთი პიკანტური სიტუაციაა - სუფთა გამარჯვებით არც ერთი შეხვედრა არ დასრულებულა, მხოლოდ რუსთა ერთ მოჭიდავეს - დაღესტნელ რუსტამ ამპარს (55) აქვს ერთი პერიოდი ქულებით წმინდად მოგებული - არაშ მუსტაფა დანგესარაკის 7:1 სძლია. ვეჭვობთ, შეხვედრის ბედიც სწორედ ამ ძალზე არამყარმა არგუმენტმა გადაწყვიტა. ამავე აზრზე არიან რუსულ საჭიდაო ფორუმებზეც, სადაც ასევე ვერ გაურკვევიათ ზუსტი კრიტერიუმები, თუმცა ხუმრობენ, რომ გამარჯვებულის ბედი... ფულმა გადაწყვიტა.

ასეა თუ ისე, ამ ჯგუფიდან ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება ირანმა მოიპოვა, რომელიც ისედაც ხომ ძლიერი გუნდია, ასეთი დასანანი მარცხით გულდაწყვეტილი ჩვენებთან საჭიდაოდ სულ მთლად დაგეშილი გამოვიდა და დიდი ანგარიშითაც გვაჯობა - 7:1. ჩვენებურთაგან ეს ერთადერთი შეხვედრა გალეგაშვილმა მოიგო.

ფრიად დაძაბულად წარიმართა ფინალიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც ასევე ფრედ დასრულდა - 4:4, ოღონდ ამჯერად ქულებით მოგება რუსეთს დარჩა - 15:14 და ჩემპიონობაც მოიპოვა.

სამწუხაროდ, ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სხირელის პესიმიზმი მთელი რიგი წონითი კატეგორიებისადმი, რომ ღირსეული რეზერვი არ გვყავს. ყველაზე უფრო კარგად კიდევ ქვედა წონების წარმომადგენლები გამოვიდნენ. 4-დან 3-3 შეხვედრა მოიგეს ლომთაძემ და გალეგაშვილმა, 2-2 - როჭიკაშვილმა, იაკობაშვილმა, ამინაშვილმა და გუსოშვილმა.

ახლა ჩვენი ახალგაზრდების წინაშე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებებია - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები. წლეულს მსოფლიოს პირველობაც ევროპაში იმართება, რაც ჩვენთვის კარგია, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ასეთი საპასუხიმგებლო ტურნირები დროის მეტად შემჭიდროებულ ვადებში ტარდება - შუალედი მხოლოდ ერთი თვეა. ევროპის ჩემპიონატს 21-26 ივნისს სერბული ზრენჯანინი უმასპინძლებს, მსოფლიოსას - 26-31 ივლისს - ბუქარესტი.

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა