ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სპორტში უკვე რამდენიმე წელი მიმდინარეობს, თუმცა მას ეჭვის თვალით უყურებენ ფეხბურთის მწვრთნელები.

ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს მილანური კომპანია Math&Sport, ხოლო პროგრამას Virtual Coach ეწოდება. რა მონაცემებთან იმუშავებს Virtual Coach? - ამ კითხვაზე შემქმნელები შემდეგ პასუხს იძლევიან: გუნდის შეტევის სისწრაფე, მოთამაშეების განლაგების ფართობი, შეტევის საფრთხის ინდექსი, პრესინგის დონე, დარტყმების განხორციელების მაჩვენებელი პოზიციური შეტევის დროს. მატჩის დაწყების ან მიმდინარეობის დროს შესაძლებელი იქნება თითოეული პარამეტრის დაყენება და შემდეგ პროგრამა მწვრთნელს მიაწვდის ინფორმაციას თუ რამდენად შეესაბამება მის მიერ მოთხოვნილი პარამეტრი რეალობას. გამომდინარე აქედან ნათელი გახდება კონკრეტულად რას ვერ აკეთებს გუნდი და რის გამოსწორება მოუტანთ სასურველ შედეგს.

"ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ გუნდს თანაბარი პირობები ჰქონდეს, როგორც "იუვენტუსს", ასევე "სპალ-ს". მათემატიკური მოდელირების ტექნიკა, უსაზღვრო ინფორმაცია, რეალურ დროში შეძლებს მწვრთნელს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აჩვენოს თუ რატომ აგებს გუნდი, ან პირიქით, რატომ იგებს. მეტიც, პროგრამა შეძლებს განსაზღვროს როდის, როგორ და ვის მიერ იქნება გატანილი შემდეგი გოლი." - აცხადებს პროექტის ტექნიკური დირექტორი ადრიანო ბაჩჩონი.

თუმცა იმედისმომცემ პროექტს მწვრთნელები სკეპტიკურად უყურებენ. მასიმიალიანო ალეგრი ვერ ხედავს მის დადებით მხარეებს: "ხელოვნური ინტელქეტი ვერ შეძლებს წარმატებული ვარიანტის გამოთვლებს. ყველაფერი მწვრთნელზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დაგვირიგონ პლანშეტები და მუდმივად მივიღებთ მონაცემებს, რისთვის? კარგი მწვრთნელი ისედაც ყველაფერს ხედავს და ამჩნევს."

ფაბიო კაპელო ნაწილობრივ იზიარებს კოლეგის აზრს: "მონაცემებს შეუძლიათ დახმარება, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო ვარჯიშზე, ვიდრე მატჩის დროს. 90 წუთის განმავლობაში უკეთესია ენდო იმას, რასაც მოედანზე ხედავ."

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
110 000 გულშემატკივარი და სამართალდამცველები რომიდან - ნეაპოლი სკუდეტოს აღსანიშნავად ემზადება
კიელინი: "ვესტ ჰემი" სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!