საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვში, "პრეზიდენტის თასზე", 7 ნაკრებისგან შემდგარ გუნდურ შეჯიბრში, მესამე ადგილი მოიპოვა
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვში, "პრეზიდენტის თასზე", 7 ნაკრებისგან შემდგარ გუნდურ შეჯიბრში, მესამე ადგილი მოიპოვა. ესაა გუნდური შეჯიბრება, რომელშიც ამჯერად 7 ნაკრები გამოდიოდა - საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, უკრაინა, ყაზახეთი და კორეა. ჩვენები ჯგუფში ყაზახეთის, უკრაინისა და ბელარუსის გუნდებთან მოხვდნენ, პირველ შეხვედრაში კი ყაზახეთს აჯობეს - 8:1.

ამასობაში ჯგუფის მეორე ორთაბრძოლაში ბელარუსმა უკრაინას 6:3 მოუგო ანუ ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ამათ შერკინებაში უნდა გარკვეულიყო. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ბელარუსებმა მოიგეს - 6:3 და ფინალში გავიდნენ, ჩვენებს კი ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება დარჩათ. ამ ეტაპზე მათი მეტოქე ბულგარეთი აღმოჩნდა, რომელმაც ოლეგ იაძის შეგირდებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია - ქართველებმა 7:2 მოიგეს ეს შეხვედრა. ბულგარელებთან დიმიტრი მულაძემ (52), უშანგი კუზანაშვილმა (57), ზურაბ ნოზაძემ (74), ნიკოლოზ კუციამ (82), მინდია ბოდაველმა (90), დავით ლორიაშვილმა (100) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) გაიმარჯვეს, ნესტორ ხერგიანი (62) და ლევან ნახუცრიშვილი (68) კი დამარცხდნენ.

იაძეს მათ გარდა მოსკოვში სათადარიგოები არც ჰყავდა წაყვანილი, ამ ნაკრებში კი თვალშისაცემია ძიუდოისტების სიმრავლე. ადრე პირიქით ხდებოდა - სამბისტები მიდიოდნენ ძიუდოში, ახლა კი საპირისპირო პროცესი შეინიშნება. ამ გუნდიდან ოთხი - კუცია, ხერგიანი, ბოდაველი, ლორიაშვილი და ოქრუაშვილი ქომაგმა სწორედ ძიუდოს ნაკრებიდან გაიცნო, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხერგიანი და კუცია საბისტთა აღზრდილები არიან.

კუცია და ბოდაველი კარგა ხანია, რაც სამბოში დამკვიდრდნენ, ხერგიანი შარშან გადმოვიდა, ოქრუაშვილს კი ასე ხშირად არა, მაგრამ მაინც უჭიდავია. ამჯერად მისი არჩევანი ძიუდოში მიღებულ დისკვალიფიკაციას უკავშირდება, რომელსაც ვადა მალე გაუვა, ლორიაშვილი კი სამბოში პირველად გამოჩნდა, რაც უფრო იმას უნდა მივაწეროთ, რომ ძიუდოში საკმარისი შანსი არ მიეცა. ეტყობა, მოსწყინდა იქ უიმედო ლოდინი და სამბოში გადმოსვლა გადაწყვიტა. თუ გაამართლებს, იაძეს თავი ქუდში ექნება - კარგა ხანია, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ მირიან პავლიაშვილის ღირსეულ შემცვლელს ეძებს, რომელსაც ასაკიც მოეძალა, თუმცა მწვრთნელი საქმისადმი მისი დამოკიდებულებით კმაყოფილი არც ახალგაზრდობაში იყო.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა