ბაქოს "ინტერის" მთავარ მწვრთნელს გუნდში ქართველი ფეხბურთელების ყოლა ურჩევნია
ბაქოს "ინტერისთვის" დასრულებული სეზონი წარუმატებელი გამოდგა. მართალია, კახა ცხადაძის გაწვრთნილებმა პეტერბურგში "თანამეგობრობის თასი" მოიგეს, მაგრამ აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული დაკარგეს და ვერც ევროთასებზე გასვლის უფლება მოიპოვეს.

- ალბათ, კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი დაასრულეთ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი "თანამეგობრობის თასით" ძალიან გაახარეთ.

- "თანამეგობრობის თასის" მოპოვება, რა თქმა უნდა, ძალიან გასახარი ამბავი იყო. მაგრამ ოფიციალური ტიტულის გარეშე დავრჩით. ყველაზე დასანანი ის არის, რომ ევროთასებზე თამაშის უფლებაც ვერ მოვიპოვეთ.

- ამის მიუხედავად, "ინტერის" მეპატრონემ სეზონის დასრულებამდე ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გაგიფორმათ.

- ჩემი საკითხი ჩემპიონობის შენარჩუნებაზე არც იყო დამოკიდებული. ეს თემა არც განიხილებოდა. წინასწარ შემითანხმდნენ, რომ გუნდს ახალ სეზონშიც მე ვავარჯიშებდი. მაგრამ თავად დავრჩი ძალიან უკმაყოფილო, რადგან ფინალურ ექვსეულში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოვიგეთ და ისიც ბოლო ტურში.

- თასის ფინალიც უსიამოვნო მოგონებად დაგრჩათ.

- ლენქორანის "ხაზარმა" პენალტების სერიაში გვაჯობა და, ცხადია, დასანანი წაგება იყო. არადა, მოგება ძალიან მინდოდა. ვფიქრობ, სეზონში უიღბლოდ ვითამაშეთ. მსაჯების უხეშმა შეცდომებმაც შეგვიწირა... არც ვიცი, ამას შეცდომები დავარქვა თუ სხვა რამ.

მართალია, გუნდის არსებობის ისტორიაში პირველ საერთაშორისო ტიტულს დავეუფლეთ, "თანამეგობრობის თასი" კი პრესტიჟული ტურნირია, მაგრამ ამბიციური მწვრთნელი ვარ და წლეულსაც მინდოდა ტიტული. საკმაოდ ხანმოკლე კარიერაში არც ისე ცოტა წარმატება მოვიპოვე, სამი ჩემპიონის ოქროს მედალი, "თანამეგობრობის თასი" და ერთხელ სუპერთასი. მგონი, ეს ცოტა არ არის, ამიტომ ძალიან განვიცადე ჩემპიონატის ჩაგდება და თასის ფინალში წაგება.

- ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად განახლდება?

- ეს გამოსავალი არ იქნება. ახლა მთავარია, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და კარგად გავაანალიზოთ, რა დაგვემართა. თუმცა, ცხადია, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

- როგორც უკვე გვითხარით, გუნდი მჟავანაძემ და ოდიკაძემ დატოვეს.

- ოდიკაძეს აქვს წინადადებები და ამიტომ წამოვიდა, მჟავანაძემ კი მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა და თამაში ძალიან უჭირდა.

- დანარჩენები რჩებიან?

- იმედია, დარჩებიან, რადგან მათი დატოვების სურვილი გვაქვს.

- "ინტერში" ქართველების სიმრავლეზე იმდენი დაიწერა, ალბათ ახლების ჩაყვანას მოერიდებით.

- რატომ ვიტყვი უარს?! მირჩევნია, ქართველი ავიყვანო, რომლის შესაძლებლობასაც კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ მის პიროვნულ თვისებებში. ბოლოს და ბოლოს, ქართველს ვენდობი და ვიცი, არ მიღალატებს.

- კონკრეტულად ვინმეს მიწვევა უკვე გადაწყვიტეთ?

- რამდენიმე კანდიდატი შევარჩიე, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არავისთვის შემითავაზებია. ამიტომ გვარების დაკონკრეტებას მოვერიდები.

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე