2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთის ნაკრების 41:13 დამარცხების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" ერთი დღე დაისვენა და 9 თებერვალს ესპანეთის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

პირველ ტურში ესპანელებმა სოჭში რუსეთის ნაკრებს 5 ლელო გაუტანეს, 31:12 დაამარცხეს და ბონუსიც აიღეს. მათ, "ბორჯღალოსნების" მსგავსად, 5 საცხრილო ქულა აქვთ, საქართველოს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან და მეორე ადგილზე არიან.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე უყურა მომავალი მეტოქის თამაშს და თვლის, რომ შარშანდელთან შედარებით მეტოქე უკეთესად თამაშობს:

"ესპანეთს, ისევე, როგორც ნებისმიერ გუნდს რაგბი ევროპაზე, თავისი პლუსები და მინუსები აქვს. მოლში აშკარა დომინანტები არიან, შარშანდელთან შედარებით უფრო მეტად არიან შეთამაშებულნი და დახვეწილი აქვთ სტატიკური ფაზები; ჰყავთ სწრაფი მორაგბეები ხაზში და ცდილობენ, არეულ თამაშში იხეირონ. იოლი შეხვედრა ნამდვილად არ გველის".

სამი დანაკლისი

"ბორჯღალოსნებისა" და ესპანეთის ნაკრების შეხვედრა კვირას, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი ამ თამაშს რამდენიმე ტრავმით ხვდება. რუმინეთთან მატჩში კოჭი დაიზიანა და მადრიდში ვერ ითამაშებს გიორგი კვესელაძე; ასევე, მირიან მოდებაძე, რომელსაც მუხლი აწუხებს. საფრანგეთში გაემგზავრა და გუნდს ვერ დაეხმარება კოტე მიქაუტაძე. შეკრებაზე ერთი ახალი სახეა - "ლელო-სარასენსის" უკანახაზელი აკაკი ტაბუცაძე, რომელსაც აქამდე "უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და 7-კაცას რიგებში უთამაშია.

მზადების შესახებ მაისაშვილი ამბობს:

"კვირა დღე აღდგენას დაეთმო და ორი დღეა უშუალოდ ესპანეთთან მატჩისთვის ვემზადებით. ორშაბათს გვქონდა ვიდეოანალიზი და მეტოქის შესახებ სრული ინფორმაცია გვაქვს. სამწუხაროდ, მადრიდში ტრავმების გამო კვესელაძე და მოდებაძე დაგვაკლდებიან, ასევე, კოტე მიქაუტაძე, რომელიც პირადი მიზეზების გამო საფრანგეთში გავუშვით. არის რამდენიმე მიკრო-ტრავმა და სამედიცინო შტაბის პასუხს ველოდებით".

ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებენ თუ არა ესპანეთის წინააღმდეგ ოთარ გიორგაძე და ბექა საღინაძე. გიორგაძე რუმინეთთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობს. ერთ-ერთ ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა ბექა საღინაძემ. ორივე მორაგბე გუნდთან ერთად რჩება და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება, მაგრამ გავლენ თუ არა ისინი მოედანზე, მოგვიანებით გაირკვევა.

"ბორჯღალოსნები" მადრიდში ხუთშაბათს, გამთენიისას მიემგზავრება.

ესპანეთთან სათამაშოდ ემზადებიან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7)

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი, 12-13), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი, 15)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

იდალგო
სანტიაგო ბერნაბეუზე ყოფილა თამაში

დალოცვილებო,თავში არ უნდა დაწეროთ მატჩი სად ტარდება? სანამ სტატიის ბოლოში(თითქმის) არ ჩახვალ ვერ გაიგებ,თურმე მადრიდში ყოფილა...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესული გულიაშვილი შეცვალეს - "რასინგმა" "ალავესს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ხალხი ქვებს იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფით დატვირთული ხეა" - მოურინიო ვინისიუსზე
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო