ნანის ეწყინება, თუ 30 წლის თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ნანიმ აღნიშნა, რომ ეწყინება, თუ 30 წლის თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს.

"არ ვიცი, რა გეგმები აქვს მას ახლა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, ვინც ბერბატოვს იცნობს, მას ფანტასტიკურ მოთამაშედ მიიჩნევს. მან ჩვენი გუნდისთვის ბევრი გოლი გაიტანა, ამ წელს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მინდა, რომ მომავალ სეზონშიც "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩეს.

არ ვიცი, ვინ შეავსებს ჩვენს შემადგენლობას სეზონთაშორისი შესვენების პერიოდში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც დარჩებიან, კლუბისთვის ბრძოლა გააგრძელონ", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ბერბატოვი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის განაცხადში არ შეიყვანა, რომელიც "ბარსელონას" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. ამას გარდა, ბერბატოვის მიმართ ინტერესს "ლევერკუზენი" და "ტოტენჰემი" იჩენს.

ra1ny
ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს კაცს წავა აბა რას იზამს,როცა ერნანდესისთვის ჯერ კიდევ ადრე იყო ძირითადში თამაში და რუნის ვერა და ვერ გაჰქონდა გოლი მთელი პირველი წრე ბერბატოვმა ათრია გუნდი,ბოლობოლო ლივერპულს გაუტანა 3 გოლი და სათადარიგოებში დაჯდომას მაინც არ იმსახურებდა?თან არ დაგავიწყდეთ 2 ლიგის ფინალი აქვს წაგებული და ყველაფერს რო თავი გავანებოთ მარტო მაგის გამო თავს მოიკლავდა იმ თამაშში რო დაეყენებინა,მაგარი უმადური კაცი ყოფილა ფერგიუსონი
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"