რეპორტაჟი პოლონეთის ნაკრების ვარჯიშიდან...

"პოლონეთის ნაკრები თბილისში შაბათს შუადღისას ჩავიდა. აეროპორტში ჩვენს გუნდს ათამდე ჟურნალისტი და 2 ვიდეოკამერა დახვდა. იმავე დღეს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ივარჯიშა," - ასე დაიწყო რეპორტაჟი პოლონეთის ფედერაციის პრეს-ატაშემ პიოტრ კვიატკოვსკიმ.

მის მონათხრობში ნაკრების წევრის ადამ ჰრიჩანიუკის სიტყვებიც ერია:

- დარბაზში ძალიან ცხელოდა, სუნთქვა ჭირდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის - ორივე გუნდი თანაბარ პირობებშია.

"უნიქსის" ცენტრი მაცეი ლამპე გამარჯვებას აპირებს:

- მოგებისთვის ვემზადებით. ძალიან ხისტი კალათბურთი უნდა ვითამაშოთ, ქართველებს თავისუფლად თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან მათ გულშემატკივარიც ძალიან დაეხმარება... სპორტის სასახლეში ძალიან ეცხელება და დიდი ხმაური იქნება, მაგრამ ეს ფაქტორები გონებას ვერ გაგვიფანტავს. ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.

დარდან ბერიშაც ოპტიმისტურადაა განწყობილი - ძნელი იქნება, მაგრამ საქართველოდან ორი ქულა უნდა წავიღოთო. ამერიკიდან ჩამოსული მარცინ გორტატი კი ზაზა ფაჩულიაზე ლაპარაკობს:

- ფაჩულია გამოცდილი კალათბურთელია. იგი დიდი ხანია, "ატლანტა ჰოქსის" წევრია და დიდებული მოთამაშეცაა. მასთან დუელი საინტერესო იქნება. ძალებს არ დავიშურებ, რომ წინა ხაზში ჩემს ნაკრებს უპირატესობა მოვუპოვო.

ბოლოს გთავაზობთ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის იგორ გრიშჩუკის მცირე ინტერვიუს, რომელმაც გვითხრა: ვრცლად მატჩის შემდეგ ვილაპარაკოთო.

- ჩვენი ჯგუფის ფავორიტად რომელ ნაკრებს მიიჩნევთ?

- საქართველოს.

- დევიდ ლოგანის შემცვლელად ტომას კელატი ჩამოიყვანეთ...

- ამერიკელები ქართველებსაც გყავთ. ჩვენც მოგვეცა შანსი და ტომას კელატიზე უარი არ ვთქვით. მან ცოლად პოლონელი შეირთო და ქვეყნის მოქალაქეობაც ამ გზით მიიღო. იგი მაღალი დონის მოთამაშეა.

- მარცინ გორტატი შეკრებაზე გვიან რატომ ჩამოვიდა?

- ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელთა ხვედრი ასეთია. ისინი ყოველთვის გვიან ჩამოდიან. საქართველოს ნაკრებსაც ხომ ანალოგიური პრობლემა აქვს?

- ზაზა ფაჩულია 5 ივლისიდან გუნდთან ერთადაა...

- კარგია, ყოჩაღ ზაზას. გორტატი 20 ივლისს შემოგვიერთდა და ნაკრებთან ერთად მხოლოდ 2 მოსამზადებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

- და კარგად ითამაშა...

- კარგად ითამაშა, მაგრამ უმჯობესი იყო, მანამდეც გვყოლოდა.

- იტალიურ ტურნირზე რას იტყვით?

- ბულგარეთმა 8 ქულის სხვაობით მოგვიგო, მაკედონია იოლად დაამარცხა, ხოლო მასპინძელ იტალიას დრამატულ მატჩში 1 ქულით აჯობა. ბულგარელებს ძლიერი მოთამაშეები და კარგი გუნდი ჰყავთ.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...