400 მეტრზე მორბენალმა ოსკარ პისტორიუსმა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, პარალიმპიურ მსოფლიოს თასის ეტაპზე რეკორდი დაამყარა
ცნობილი პარალიმპიელი ათლეტი, სამხრეთაფრიკელი ოსკარ პისტორიუსი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. 400 მეტრზე მორბენალმა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, მანჩესტერში პარალიმპიური მსოფლიოს თასის ეტაპზე მიიღო მონაწილეობა და ტურნირის რეკორდი დაამყარა.

ოსკარმა 400 მეტრი 47,27 წამში დაფარა. როგორც ვთქვით, ეს ტურნირის რეკორდია, მაგრამ ამ შედეგით პისტორიუსი ვერ მოხვდება ჯანმრთელი ათლეტების მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც წელს ტეგუში გაიმართება.

ამ სეზონში სამხრეთაფრიკელმა უკვე შეასრულა B ნორმატივი. მან სამშობლოში 400 მეტრი 45,61 წამში გაირბინა, რაც პისტორიუსს "ბრილიანტის ლიგის" ეტაპებზე გამოსვლის უფლებას აძლევს. მაგრამ ოსკარის მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატია, ამისთვის კი მას A ნორმატივი აქვს ჩასაბარებელი. კერძოდ, საყვარელი დისტანცია 45,25 წამში უნდა დაფაროს. ამ შედეგის დასაფიქსირებლად პისტორიუსს კიდევ სამი სტარტი რჩება - ოსტრავა, პორტლენდი და ნიუ-იორკი.

"ეს წელი გადამწყვეტია ჩემთვის. აუცილებლად უნდა შევასრულო A ნორმატივი იმისთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მივიღო. მომდევნო სამი სტარტი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა ოსკარმა.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო