სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტურ ლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ქართველი ფორვარდი გახლდათ. სეტონჰოლელი "პირატები" ფილადელფიას ეწვივნენ, სადაც პირთამდე სავსე (20 706) Wells Pargo Center-ში სახელოვანი "ვილანოვა" 70:64 დაამარცხეს.

"სეტონ ჰოლმა" ამ გამარჯვებით შეწყვიტა დანავსული სერია, რომლის განმავლობაშიც "ვილანოვასთან" სტუმრად ზედიზედ 17 მატჩი ჰქონდა წაგებული. მამუკელაშვილის გუნდმა ბოლოს "ვილანოვა" მისსავე მოედანზე 1994 წლის 26 თებერვალს დაამარცხა, რის შემდეგაც, 2016 და 2018 წლებში, "ვილანოვა" ორჯერ გახდა NCAA-ს ჩემპიონი, "სეტონ ჰოლი" კი არათუ ოთხთა ფინალში, "sweet 16"-შიც არ გასულა.

მთლიანობაში, "სეტონ ჰოლი" და "ვილანოვა" ერთმანეთს 118-ედ შეხვდნენ, თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა ორივე გუნდი რეიტინგების მოწინავე 25-ეულშია. ამ მატჩამდე "ვილანოვა" მე-10 იყო, ხოლო "სეტონ ჰოლი" - მე-12. მამუკელაშვილის გუნდს ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგში სოლიდური დაწინაურება ელის, ზოგიერთი წინასარეიტინგო პროგნოზით კი "პირატები" მე-3 ადგილამდეც შეიძლება აღზევდნენ.

ეს ყველაფერი ხდება ლიგაში, სადაც 477 გუნდი 32 კონფერენციაშია გადანაწილებული. "სეტონ ჰოლი" ერთ-ერთ მოწინავე – "Big East"-ის კონფერენციაშია, სადაც ლიდერი სწორედ მამუკელაშვილის გუნდია. "სეტონ ჰოლი" ამ მატჩამდე 2 მოგებით უსწრებდა მეორე ადგილზე მყოფ "ვილანოვას" და მისი დამარცხებით ლიდერობა იმდენად სოლიდური შეიქნა, რომ რეგულარულ ჩემპიონატს, დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე დაასრულებს, რის შემდეგაც დაიწყება "Big East"-ის ჩემპიონატი, სადაც 10-გუნდიანი კონფერენციის საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფის სისტემით გაითამაშებს საჩემპიონო ტიტულს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება NCAA-ს ჩემპიონატი, რომელშიც ყველა კონფერენციის ჩემპიონი – ანუ 32 გუნდი შევა და მათ დაემატებიან რეიტინგის მოწინავეები იმგვარად, რომ მთლიანობაში 64 გუნდი შეივსოს და დაიწყოს ეგრეთ წოდებული მარტის სიგიჟე, რომელიც სრულიად ამერიკის სტუდენტური ლიგის ჩემპიონს გამოავლენს.

სანდრო "ვილანოვასთან" მატჩის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ლიდერი იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება ისე მიითვალა, მოედანზე 36 წუთის განმავლობაში მყოფს ბურთი არ დაუკარგავს. მამუკელაშვილმა 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამიანი ჩააგდო. გუნდის სტატისტიკურმა ლიდერმა მაილს პოუელმა 19 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა. საკვანძო იყო მომენტი, როცა საფინალო სირენამდე 4:30 წუთით ადრე მამუკელაშვილმა ფარქვეშიდან ორჯერ ააცილა და ორჯერვე მოხსნა, შეტევა მესამე ცდაზე წარმატებით დააგვირგვინა და "სეტონ ჰოლი" 57:61 დააწინაურა.

10 მოგებითა და 1 მარცხით "სეტონ ჰოლი" დამაჯერებლად ლიდერობს "Big East"-ის კონფერენციას. შემდეგ მატჩს "პირატები" 13 თებერვალს, შინ "კრეიტონთან" გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

SL
კი ჩაუსწორებიათ ბიჭებს ... ეგეც კარგია კომენტარებს მაინც რო კითხულობენ. კორექტორის შტატი უნდა მოვითხოვო. ადმინისტრაცია ჰაა ... )
სოსო
57:61 უწერიათ.
SL
1) "სახელოვანი “ვილანოვა” 70:64 (სტატისტიკა) დაამარცხეს" 2) "წარმატებით დააგვირგვინა და სეტონ ჰოლი 57:71 დააწინაურა" საიტის ტრადიციები გრძელდება .... აღარაფერს ვამბობ, დავიღალე ...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა