რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მადრიდში ესპანეთის ნაკრების 23:10 ძლევით, "ბორჯღალოსნებმა" 1.07 სარეიტინგო ქულა მიიღო, იტალიას გადაასწრო და მე-12 ადგილზე დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრებმა "ლომებს" პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო დებიუტანტ აკაკი ტაბუცაძის ანგარიშზეა, ხოლო თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმითა და ერთი გარდასახვით გუნდს 8 ქულა შესძინა. ესპანეთმა თითო ტაიმში თითო ლელო გაიტანა – 23:10.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" 72.70 სარეიტინგო ქულა აქვს და 0.66 ქულით უსწრებს იტალიას, რომელიც გასულ კვირაში ექვს ერზე საფრანგეთთან 22:35 დამარცხდა.

76.21 ქულით ჩვენ წინ ფიჯის ნაკრებია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გია
ეს უსამართლობაა
რ
ერთი სტატიაა გასაწერი როგორ ფორმირდება რეიტინგი და მაშინ ნათელი გახდება, რომ მარტო სუსტებთან ან ძლიერებთან თამაში რეიტინგში მანიპულირების საშუალებას არ იძლევა. ინგლისურად აგერ ლინკი https://www.world.rugby/rankings/explanation და მარტივად რომ აიხსნას რაც უფრო სუსტს ეთამაშები მოგების შემთხვევაში მით ნაკლებს იმატებ, ხოლო წაგების შემთხვევაში მეტს აგებ. იტალიას ექვს ერზე ორ დამარცხებაში საერთოდ ქულა არ დაუკარგავს იმიტომ რომ რეიტინგში განსხვავება 10 ქულაზე მეტი იყო, მაგრამ რომ მოეგო თუნდაც მინიმალური განსხვავებით 2 ქულა მოემატებოდა. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მოგებით 1.07 ქულა გამოიმუშავა იმიტომ რომ გასვლაზე ვეთამაშეთ, მათ რეიტინგს მასპინძლობის საკომპესაციო ჰიპოთეზური+3ქულა მოემატა და რეიტინგის თვალსაზრისით თითქმის თანაბარი (ჩვენ რომ 15 ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგვეგო 0.93 ქულას დავკარგავდით) თამაში გამოვიდა. შედარებისთვის რუმინეთს 15 ქულაზე მეტით (ანუ რეიტინგში 50%-იანი ბონუსი დაგვემატა) მოვუგეთ, მაგრამ მხოლოდ 0.36 სარეიტინგო ქულა დაგვემატა. რუმინეთთან რომ წაგვეგო 15ქულაზე ნაკლები სხვაობით 1.76 ქულა დაგვაკლდებოდა, ხოლო 15ქულაზე მეტი სხვაობით რომ წაგვეგო 2.64 ქულას დავკარგავდით. ანუ რეიტინგის ქულები არც ადვილად მოსაპოვებელია და არც ადვილად შენარჩუნებადი. ექვსი ერისა და ევროპის ჩემპიონატის გარდა ყველა სანაკრებო ტესტმატჩიც რეიტინგზე მოქმედებს, ასე რომ რეალურად იტალია და ჩვენ მიახლოებით ერთ დონეზე ვართ მსოფლიო რაგბის კრიტერიუმით.
სოსო
გეთანხმები,მაგრამ თვითონ ბიჭებიც არ ეცადნენ.შემჩნეული მაქვს,რომ როცა ვიგებთ და მეტოქე ნამდვილად ვერ დაგვეწევა,მაგრამ ბოლო წუთებზე მაინც ცდილობს ლელო დაგვიდოს,ყოველთვის აღწევენ მიზანს.ჩვენ ბიჭებს მოტივაცია ეკარგებათ ხოლმე თავგანწირული თამაშისათვის
გიორგი
ვფიქრობ ეს რეიტინგი ბევრი არაფრის მომცემია საქართველოსთვის: იტალიას გადავასწრებთ თუ წინ ვიქნებით სულ არ მიუთითებს საქართველოს ნაკრების პროგრესზე. რატომ გვავიწყდება რომ იტალია ეთამაშება ძლიერ გუნდებს და აგებს, შესაბამისად რეიტინგშიც ქულებს ვერ იმატებს. ჩვენ ვეთამაშებით სუსტებს და რეიტინგში ქულებიც გვემატება. სულ სხვა საქმე იქნებოდა ერთი და იმავე გუნდებს რომ ვეთამაშებოდეთ და ვისთანაც იტალია აგებს ჩვენ ვუგებდეთ. ჩვენს მორაგბეებს კი მინდა მივულოცო გამარჯვებები ესპანეთთან და რუმინეთთან. თამაშით კარგად ითამაშეს და დიდი იმედი მაქვს რომ პროგრესი დღითი დღე იქნება. ისე ვფიქრობ ქართველი მთავარი მწვრთნელის დატოვება არ უნდა იყოს ცუდი.
რ
კიდევ ერთი ხშირად მეჩვენება თითქოს ჩვენ მწვრთნელებ-რაგბის მაისტერებისთვის რეიტინგი ჩინურივითაა. შორს რომ არ წავიდე კაციშვილს არ (ან ვერ) გახსენებია რომ ესპანეთის მიერ ბოლო წუთზე დადებულმა ლელომ +1.60 ქულის ნაცვლად რეიტინგში მხოლოდ +1.07 ქულა მოგვიტანა. არადა დღევანდელ რაგბში რეიტინგი ნაკრების რეალური სიძლიერის ერთერთი უმთავრესი დამადასტურებელი ფაქტორ-არგუმენტია
რ
ჯერ მარტივად მიღწევადი რამ უნდა მოვითხოვოთ - შემოდგომის ტესტებზე შინ და გარეთ ყოველწლიური 2 მატჩი 6 ერის მეექვსეადგილოსან მაჩანჩალასა და ევროპის ჩემპიონს შორის. დაიწყოს ტესტ-ამხანაგურის სტატუსით და მერე გამოჩნდება. წესით იტალიას უნდა გაუჭირდეს უარის არგუმენტაცია, მით უფრო რომ რეიტინგში ცოტათი მაგრამ მაინც ჩამოგვრჩება
გოგა
იტალიას გავასწრებთ როცა მოვუგებთ

იტალიას არა მარტო რეიტინგით უნდა გადავუსწროთ,არამედ სულ მალე თამაშის კლასითითც უნდა ვაჯობოთ!

იტალიას არა მარტო რეიტინგით უნდა გადავუსწროთ,არამედ მალე თამაშის კლასითითც უნდა ვაჯობოთ!
პაპა
რეალურად გვიგებენ ჯერჯერობით და...
civi
იტალიასთან წინ ვართ აწი აღარ ვეთამაშოთ
ხაშური
ეს რეიტინგი ვინ მოიგონა? რატომ არის ჩვენზე წინ საფრანგეთი ან ინგლისუი შოტლანდია?
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო