10 თებერვალს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია 44 წლის გახდა. "ლოკომ" ჯანაშიას დაბადების დღე მიულოცა და მასზე წერილი გამოაქვეყნა.

დღე ისტორიაში. ზაზა ჯანაშია

"ლოკომოტივის" ლეგენდარულმა ფორვარდმა დაბადების დღე აღნიშნა

ჯანაშია ზუგდიდში დაიბადა. უკვე 14 წლისა "ოდიშში" მიიწვიეს, რომელიც მაშინ საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. 1995 წელს "სამტრედიაში" 19 მატჩში 15 გოლი გაიტანა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყურადღება მიიპყრო.

"ერთხელ შეკრებაზე ჩემი "სამტრედია" თამაშობდა - მეტოქეები "დინამო", "ტორპედო" და "ლოკო" იყვნენ. ყველა დავამარცხეთ, მე კი ყოველ მატჩში ბევრი გოლი გავიტანე. იმ დროს ჩვენი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა იყო - პატივცემული ადამიანი. მას ჰკითხეს, ჰყავდა თუ არა გუნდში კარგი ფეხბურთელები? მან უპასუხა: "თავადაც ნახეთ. ჯანაშია". მოგვიანებით უეფას თასზე ვთამაშობდით და სიომინის ხალხი მოვიდა. კვლავ წარმოვაჩინე თავი და "ლოკომოტივი" პირდაპირ ჩემზე გამოვიდა...

არ მინდოდა მოსკოვში წასვლა, მაგრამ მოლაპარაკებებზე გამგზავრება მომიწია. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ პასპორტი არ მქონდა. საქართველოში თვითმფრინავში ჩაჯდომა ძნელი არ იყო, მაგრამ არ ვიცოდი, რა მეკეთებინა რუსეთში. თვითმფრინავი დაეშვა, ყველა ჩავიდა, მე კი ვზივარ. ჯარისკაცებმა მკითხეს, ვის ელოდებიო? "არ ვიცი, თუმცა ახლა მომაკითხავენ", - მივუგე. მართლაც, წამიყვანეს თვითმფრინავიდან. მივედით - იქ კი სიომინი და ფილატოვი სხედან. მან ლამის კარიდან მომაძახა: "გილოცავთ, ზაზა, შენ "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ხარ! აიღე კონტრაქტი და ხელი მოაწერე". მე კი განვუცხადე, რომ ხელს არაფერსაც არ მოვაწერდი. მათ კი, გაკვირვებულებმა: "ეს როგორ?" - "მე ხომ პასპორტი არა მაქვს!". მოკლედ, პასპორტის ასაღებად საქართველოში გავფრინდი და ერთი თვე დავიკარგე... მთელ საქართველოსა და მოსკოვში მეძებდნენ... პასპორტი და მართვის მოწმობა ერთ საათში გამიკეთეს და უკან, მოსკოვში გამამგზავრეს".

ჯანაშია უცბად გახდა "ლოკომოტივის" ძირითადი თავდამსხმელი, გულშემატკივრებს კი თავი ჟინიანი თამაშითა და გოლების სარტალ-მორტალეთი აღნიშვნით შეაყვარა, თუმცა გუნდს და მოსკოვს დიდხანს და რთულად ეგუებოდა.

"მოსკოვი ძალიან დიდი ქალაქია. საქართველოში ასეთი გზები არ არის. გზის მაჩვენებლები კი რუსულად როგორ წამეკითხა? თავიდან ვფიქრობდი, რომ 2-3 წელი ვითამაშებდი და საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ არსად არ მიშვებდნენ, ხოლო შემდეგ თავად ვერ წარმომედგინა თავი "ლოკომოტივის" გარეშე", - იხსენებს ზაზა.

"ლოკომოტივში" ჯანაშიამ 194 მატჩში 52 გოლი გაიტანა, ოთხჯერ გახდა თასის მფლობელი, სამჯერ - ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, ერთხელ კი - ბრინჯაოსი, ორჯერ გავიდა თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში და საერთოდ, ევროტურნირებზე განსაკუთრებულად ირჯებოდა - 31 მატჩში 14 გოლი და მათ შორის 2 ჰეთ-თრიკი. ის ლეგიონერებს შორის ევროტურნირებზე გუნდის ბომბარდირია. ვერავინ აჯობა ზაზას!

ახლა ჯანაშია საქართველოში ცხოვრობს, სამ შვილს ზრდის და თავისი კლუბით, "ზუგდიდითაა" დაკავებული, რომელიც 2018 წელს შეიძინა.

სოსო
ქართული მენტალობა და საქმისადმი მიდგომა რომ ასეთი ყოფილიყო,ქართველები ვერასოდეს შექმნიდნენ ასეთ კულტურას,საყდრისიდან დღემდე.ვიღაცეები რეცხავდნენ ქართული მენტალიტეტის ადამიანებს,დღეს კი ეს ჩარეცხილები დგანან ჩვენს სადარაჯოზე და იცავენ ერს,რომ გონებასუსტებმა მთელ ქვეყანაში არ გაავცელონ დაავადება.აღმოჩნდა,რომ გვყოლია პროფესიონალები,მაგრამ ვიღაცეები,აწინაურებენ უღირსს და შემდეგ ეს უვიცი,თავის გვერდით იკრეფს თავისზე კიდევ უფრო უარესებს.შედეგად საქმე ფუჭდება და ეწირება მომავალი თაობა.ზაზა ჯანაშია თავიდანვე რომ სწორად გაეზარდათ,მსოფლიოს დონის ვარსკვლავი გახდებოდა.დინამოში რომ მოიყვანეს,თენგიზ სულაქველიძეს და რეზო ჩელებაძეს დიდი პრობლემები ჰქონდათ ტექნიკაში,მაგრამ საკუთარი მონდომებით და პროფესიონალი მწვრთნელების დახმარებით,რა ფეხბურთი ითამაშეს,ყველამ იცით.ჯანაშიას ყველაფერი ჰქონდა ჭკუისა და სანდო დამრიგებლის გარდა.ვინც პატარა ბიჭს დაარწმუნებდა,რომ არ შეიძლება ნიჭის ასე გაფლანგვა.
michael
1 დღეში რო გაუკეთეს პასპორტი და მართვის მოწმობა მაგიტო ქონდა შესაშური კარიერა ევროპულ გუნდებში))))))))
Rezo
1. Nakrebshi ar warmoachenines! Radgan arvelazeebs ar unfodat misi tamashi, ertad erchiat. 2. Jakobia maimunobam ki ara, travmebma dagupa. 2. Qinqlazeshi getanxmebit
გიორგი
ჯანაშია ტიპიური მაგალითია თუ როგორ ღუპავს ადამიანებს და კარიერას უნგრევს ქართული მენტალობით და საქმისადმი მიდგომით ცხოვრება. ჯანაშიას მაღალი დონის ევროპულ კლუბებში უნდა ეთამაშა მისი ნიჭის პატრონს, მაგრამ ქართულმა მიდგომამ საქმისადმი დაღუპა. ნაკრები? ნაკრებში ხომ საერთოდ ვერ წარმოაჩინა თავი... ქინქლაძეს რა, იგივე არ დაემართა? ლაშა ჯაკობიას? სანდრო იაშვილს? კიდევ რამდენი ჩამოვთვალო.. ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელებმა მაიმუნობას გადააყოლეს კარიერა.
qartveli
გილოცავ ზაზა! ბევრი წარმატება და გამარჯვება! მახსოვს ამ კაცის თამაში და მართლაც იმ თაობის ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო! რაც შენ ვერ შეძელი საფეხბურთო სარბილეზე, შენ გუნდს ვუსურვებ!
გოგა
თქვენც რო ჩაგეწერათ ინტერვიუ ძან შეწუხდებოდით? თან მიულოცავდით თან ქართულ ფეხბურთზე და ზუგდიდზეც კითხავდით რა ამბავია,რას ფიქრობს:(
ჯოიზაზა
კაცი-თამადა, კაცი-ნაშების რისხვა .... ნუ, როცა ეცალა ფეხბურთის თამაში სიამოვნებდახოლმე
Vasili
კოპენჰაგენს ისეთი მაკრატელა გაუტანა, რომ ვერასოდეს ვერ დავივიწყებ, ასეთი გოლი რომ გაიტანო ტალანტი უნდა გქონდეს !!! (თან ნუ დაგავიწყდებათ ღიპი ქონდა,ისეთი რომ ტოჩინო(შვილსაც) კი შეშურდებოდა) / სამწუხაროდ აღარ არიან ასეთი ხასიათის ფეხბურთელები, ვის სანახავადაც დადის ხალხი სტადიონზე(დისციპლინას არ ვგულისხმობ) თითქოს ადრე უფრო ნაღდი იგროკები იყვნენ, აბა ეხლა მესი /რონალდო და კიდე ვიღაცეეები და ვსიო, დანარჩენები დარბიან დარბიან და დარბიან !!!! დაბადების დღის მილოცვა კინაღამ დამავიწყდა, ყველაფერ კარგს გისურვებ!!!!
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე