"საბურთალოს" ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე, რომელიც ჩვენივე აკადემიის აღზრდილია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამპლუით ფორვარდს დედაქალაქურ კლუბში 121 ოფიციალური თამაში დაუგროვდა, მეტოქეთა კარის აღება კი 26-ჯერ შეძლო. გიორგის, რომელიც გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, რამდენიმე კითხვით გავესაუბრეთ.

- გიორგი, როგორ ემზადება გუნდი ესპანურ შეკრებაზე?

- ჩვეულებრივად ვემზადებით. აქ შეკრება იმით განსხვავდება განვლილი შეკრებებისგან, რომ კარგი და ძლიერი სპარინგ-მეტოქეები გვყავს. სწორედ ასეთი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოჩნდება ჩვენი სუსტი მხარეები. ამავდროულად, „ზენიტსა“ და მსგავსი დონის გუნდებს რომ ვეთამაშებით, უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ.

- "ზენიტთან" თამაში ახსენეთ. რა დაგანახათ აღნიშნულმა საკონტროლო მატჩმა?

- ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში ჩვენზე ბევრად წინ არიან. ფიზიკურადაც ძლიერები იყვნენ, ბევრს მოძრაობდნენ და ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში. "ზენიტი" მაღალი დონის კლუბია, ყოველწლიურად ევროპაში თამაშობს და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მიუხედავად მარცხისა, ჩვენთვის ეს შეხვედრა სასარგებლო იყო.

- "ზენიტთან" შეხვედრაში ფეხბურთელებს შორის მცირე წაკინკლავება მოხდა. რამ გამოიწვია?

- არაფერი ისეთი, ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. მცირე ინციდენტი იქვე აღმოიფხვრა. რუსული გუნდები აგრესიული თამაშით გამოირჩევიან. პატარა გაუგებრობა ერთ-ერთ უხეშობას მოჰყვა.

- მალე სუპერთასის შეხვედრა გელით. როგორია "დინამოსთან" მატჩის მოლოდინი?

- ოფიციალურ შეხვედრამდე ორი კვირა დარჩა, ვემზადებით ჩვეულებრივად. სუპერთასის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემპიონობისა და თასის შემდეგ საქართველოში მესამე ტიტულიც მოვიგო.

- ერთ-ერთ სპორტულ ვებგვერდზე დაიწერა, რომ შესაძლოა ახალ სეზონში 10-ნომრიანი მაისურით არ ითამაშოთ. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- "საბურთალოში" ისევ იმ ნომრით ვითამაშებ, რა ნომრითაც ვთამაშობდი.

- გია ცეცაძესთან ახალგაზრდულ ნაკრებშიც გიმუშავიათ, თუმცა ნაკრები და კლუბი ერთმანეთისგან განსხვავდება. ვარჯიშები დაახლოებით იგივეა თუ არის სხვაობა?

- საწვრთნელი პროცესი თითქმის იგივეა, რაც ნაკრებში იყო. აქცენტი სწრაფ, შემტევ ფეხბურთზე კეთდება.

- გასული სეზონისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, წლეულს გუნდი განსხვავებული შემადგენლობით წარდგება გულშემატკივრის წინაშე. ახალწვეულები რამდენად შეეწყვნენ "საბურთალოს"?

- დიახ, ერთბაშად რამდენიმე ახალწვეული გვყავს, როგორც ქართველი, ასევე ლეგიონერი ფეხბურთელები. ზოგადად, ფეხბურთელს ახალ კლუბში გარკვეული ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მათ უკვე გაიარეს ეს პროცესი.

- ბოლო დროს ხშირია საუბრები თქვენს უცხოურ კარიერასთან დაკავშირებით. რაიმე სიახლე ხომ არაა?

- ჯერჯერობით არაფერი, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვარ. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი. მინდა, კარიერა ევროპაში გავაგრძელო, რათა განვვითარდე და პროგრესი განვაგრძო.

fcsaburtalo.ge

გოგა
ეს იმდენს იზამს,რო როტორი აიყვანს მალე:)
გიორგი
ამ ასაკში ევროპაში წასვლა არ იქნება ურიგო მაგრამ გაჩნია სად რა დონის კლუბში რა ჩემპიონატში და რა გარანტით თუ არ ექნება თამაშის საშუალება სკამზე ან დუბლებში მოუწევს ყოფნა რა აზრი აქვს ასეთ შემთხვევაში წასვლას
სოსო
სადაც ცეცაძე წავიდა,ყველას შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ათამაშა.გორის დილა დაგავიწყდა რა კარგი გუნდი გახადა?არც მე მინდოდა ჭიაბერაშილის წასვლა,მაგრამ არარატთან წაგების შემდეგ,ისეთი აგრესია წამოვიდა გუნდის და მწვრთნელის მიმართ,რომ უფრო ადრე რომ არ წავიდა,ისაა საკვირველი.დინამოს სსრკ ჩემპიონატში,არარატთან, თბილისში 0:4 აქვს წაგებული,მაშინაც ძალიან გამწარდა ხალხი,მაგრამ ასეთი აგრესია არ ყოფილა.თუ ადამიანების პატივისცემა არ ვისწავლეთ და პირველივე ფეხის დაცდენაზე,კაცს,გინდაც გუნდს,სულ ყველაფერი გადავუბრუნეთ გინებით,ვერავინ შესძლებს საქართველოში გაზრდას, ვარსკვლავობამდე.ყველა ბავშვობიდანვე გაიქცევა(ახლაც უკვე ასეა) უცხოეთში და მერე იქ,ღმერთმა იცის რა გამოვა.ასეთ ფსიქოლოგიურ ტრავმებს,ბევრი ვერ გაუძლებს და თავს დაანებებს თამაშს.
დათო
ცეცაზე რომ საუბრობთ დაბალი დონის არისო, უბრალოდ მოსაუბრე არისო და ა.შ. თუ შეიძლება ფაქტებით დაასაბუთოთ ეს. წინაწარ მინდა გითხრათ რომ ცეცაძეს საერთოდ არ ვიცნობ. უბრალოდ სამტრედიის გულშემატკივარი ვარ და აქედან ვიცი მისი მუშაობას
ნუკრი
ზენიტზე ამბობ, ფიზიკურად ძლიერები არიან,სწრაფად გადადიან შეტევაშიო.თქვენ დაგიშალათ ვინმემ სიძლიერე და სისწრაფე? არ გავარჯიშებენ ფიზმომზადებაში? ვარჯიშებზე ბურთს გიმალავენ, პასი რომ არ იცით არც მოკლე და არც გრძელი,ბურთს რომ ვერ აჩერებთ? ზანტები და უჯიგროები ხართ და ეს არი სულ
პრაგმატიზმი
მე ცერცაძის არ მჯერა ( უფრო მეტად მოსაუბრეა ვიდრე საქმის დამდები). მგონია რომ ჭიაბერაშვილი უფრო მეტად გამოადგებოდა საბურთალოს,იმ რესურსით მან შარშან მაქსიმაუმი გააკეთა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე!
saburtalo
ცეცაძე ამ გუნდს დაღუპავს,ურთიერთობები გააფუჭა უკვე რამოდენიმესთან,ვინ ურჩია ეს მწვრთნელი ამ ხალხს,ერთი თვალებტაჭყეტილი საშუალოზე დაბალი დონის მწვრთნელია,რომელიც ახლოს ვერ მივა ჭიასთან
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე
გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო
გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა