საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. ეროვნული გუნდის შეკრება 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება, ხოლო პირველ მატჩს ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს, შვეიცარიასთან გამართავს.

ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა 24 კანდიდატი დაასახელა, საიდანაც შეკრების დაწყებამდე სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმ კალათბურთელებს შეარჩევს, რომლებიც 16 თებერვალს ვარჯიშს შეუდგებიან.

კალათბურთელებს 24 კანდიდატიდან აარჩევენ:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, თად მაკფადენი, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ნიკა გაფრინდაშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა დარბაიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე.

წინასწარ არაა ცნობილი, რამდენი მოთამაშით დაიწყებს ზუროსის გუნდი შეკრებას - საბოლოო რაოდენობა 14 და 15 თებერვალს დაგეგმილი სუპერლიგის მე-13 ტურის დასრულების შემდეგ დადგინდება. ფიბასა და ევროლიგას შორის დაულაგებელი ურთიერთობის გამო საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში ვერ იასპარეზებენ ევროლიგის გუნდებში მოთამაშე კალათბურთელები. ამის გამო ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარება ესპანური ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია. ზუროსი ასევე ვერ გამოიყენებს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე გოგა ბითაძეს და სტუდენტური ლიგის (NCAA) ქართველებს.

სიახლეა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომელსაც 2 ახალი წევრი ეყოლება: ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები - მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. ბოისა სუპერლიგის "რუსთავის" მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი "ტიტების" სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. წინა წლების მსგავსად, ილიას ზუროსის ასისტენტები იქნებიან სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ბერძენი გეორგიოს (ჯორჯ) ლიმნიატისი. ნაკრების ფიზმომზადებაზე კვლავ ირაკლი შიოშვილი იზრუნებს, ხოლო სამედიცინო კუთხით ეროვნულ გუნდს დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე პერსონალი მოემსახურება ექიმ თემურ ხვედელიძისა და ფიზიოთერაპისტ ზურა სულეიმანაშვილის სახით.

საქართველოს ნაკრები 16, 17, 18 და 19 თებერვალს ვარჯიშებს სპორტის სასახლეში გამართავს, რის შედეგადაც საბოლოოდ შეირჩევა გუნდის ძირითადი, 12-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც 20 თებერვალს თბილისში - შვეიცარიას, 23 თებერვალს კი ბელგრადში სერბეთს დავუპირისპირდებით.

მოგეხსენებათ, საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად მასპინძლობს. ამ მიზეზით ოთხივე ქვეყანას ევრობასკეტის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, საქართველოც, გერმანიაც, იტალიაც და ჩეხეთიც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, რათა ევროპირველობას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

მთლიანობაში ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო E ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთთან და შვეიცარიასთან ერთად. ევრობასკეტის 24 საგზურიდან, როგორც ვთქვით, 4 დაბევებული აქვთ საქართველოს, გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს. დარჩენილი 20 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირის 28 მონაწილე იბრძოლებს. იმ 4 ჯგუფიდან, რომლებშიც მომავალი ჩემპიონატის მასპინძლები არ არიან, ევრობასკეტის საგზურს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოს, ჩეხეთის, გერმანიისა და იტალიის ჯგუფებიდან კი ევრობასკეტზე 2-2 საუკეთესო გავა.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 3 სათამაშო ფანჯარაა: მიმდინარე თებერვალში, მომავალ ნოემბერსა და 2021 წლის თებერვალში. თითოეული ფანჯრის ფარგლებში საკვალიფიკაციოს ყველა მონაწილე 2-2 მატჩს გამართავს.

მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

hhh
ერთი ევრო ლიგაზე თამაშობს მეორეა არა, ეგაა და ეგ.D
SL
ვერ გავიგე, შერმადინი და შენგელია ორვე ესპანეთში არ თამაშობს? ერთი მოდის და მეორე ვერა?
Vaxo
Gadaobt? Akac boisaa? Jer motamashes gvtenidnen wlebis ganmavlobashi da exla mwvrtnelad moikvanes federaciam da misma usindiso dzmam
Levani
ბიჭებს წარმატებები! აი ბოისა რა დამსახურებისთვის დანიშნეთ ნაკრების მწვრთნელად? სად რა დაუმტკიცებია, ერთი თვეა რაც რუსთავის მწვრთნელია და იქაც შედეგები -0. ფედერაცია და ვლადიმირ ბოისა გრცხვენოდეთ ამ უსამართლობის გამო
Gigi
ბოისას ძმას და ფედერაციას არ რცხვენიათ ყველგან რომ ტოლიკას ტენიან დაუმსახურებლად???
Gigi
ხვიჩა შე მიკერძოებულო. ბოისას საწინააღმდეგო კომენტარს რატომ არ აქვეყნებ???
Mmm
დიქსონი, დუდა, ბერიშვილი, ბურჯანაძე, შერმა ალბათ ეს იქნება ძირითადი ხუთეული.
კალათბურთის გულშემატკივარი
დიქსონის დაბრუნება ძალიან კარგი ამბავია, ეგ კაცი საქართველოს ნაკრებისთვის არის შექმნილი
irakli
შვეიცარიას უეჭველი უნდა მოვუგოთ, სერბებთან კი დიდი ანგარიშით არ უნდა წავაგოთ თან გამოცდილებას მიიღებენ

დიქსონი ყველაზე კარგი ამბავია

DREAM TEAM .
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89