თურქული "ადანასპორის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი არაბიძის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ის მაქსიმუმ მარტის ბოლოსთვის უკვე გუნდთან ერთად იქნება.

გიორგიმ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს კოჭის ოპერაცია გაიკეთა და ახლა აღდგენით პერიოდს გადის.

Sportall.ge არაბიძეს დაუკავშირდა და ტრავმაზე, მის მომავალსა და გეგმებზე ესაუბრა.

"ყველაფერი კარგად მიდის და წესით, მაქსიმუმ, მარტის ბოლოსკენ უკვე გუნდთან ერთად უნდა ვიყო. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარია, ფეხზე მალე დავდგე და რაც შეიძლება მალე დავიწყო ვარჯიში.

"ადანასპორთან" საიჯარო ხელშეკრულება მაისამდე მაკავშირებს და სამომავლო გეგმებზე ჯერ საუბარი ნამდვილად ადრეა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებ.

რას ვიზამ, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება რომ შემომთავაზონ? არ ვიცი, გააჩნია შემოთავაზებას და იმ სიტუაციასაც, რა იქნება ზაფხულში.

თუ საქართველოში დავბრუნდები, ეს მხოლოდ 6-თვიანი ან 1-წლიანი იჯარა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.

ჩორნა
მოუმატებს და გაიზრდება ეს მის მტკიცე,თავდაჯერებულ და პრინციპულ ხასიათში იკითხება..უდაოდ ალფას მონაცემები აქვს როგორც რონალდოს და იბრაჰიმოვიჩს.. ვფიქრობ შესაბამისი მწვრთნელი და გუნდი ჭირდება სამომავლოდ რომ მიეცეს იმის საშუალება რაც მას აუცილებლად ჭირდება.. აბა ჰოლანდიაში რომ წასულიყო პორტუგალიის ნაცვლად ან თუნდაც წავიდეს მომავალში წარმოიდგინეთ პროგრესის თვალსაზრისით რამდენად გაიზრდება მინიმუმ 20 გოლს გაიტანს და 10 ასისტს მიითვლის.. ვინ გააჩერებს იქ ?? ვფიქრობ ეს ყველაფერი არასწორმა ტრანსფერებმა გამოიწვია.. უდაოდ ქართულ ფეხბურთში რეალური და სტრატეგი აგენტი არ არსებობს რომ პოტენციალის სახით შეაფასოს ფეხბურთელი და ამის შესაბამისად მოიძიოს კლუბი. მაგრად მინდა ვცდებოდე მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ მახსენდება ეგეთი აგენტი რომელიც ამაზე ფიქრობს((
aleko
მთავარია ტატუები ხო გაიკეთა რონალდოს ნაირი :D
vaso
მაგას რომ მასე აერია საქმე, ეს უიღბლობაა და ტრამვა, რომელიც დიდი ხანია აწუხებს, თორე ახალგაზრდულმა რასაც მიაღწია, მაგის დამსახურებაა დიდწილად, ფედერაციამ და ვაისმაც დიდი შეცდომა დაუშვეს ნაკრებში რომ არ მისცეს შანსი, როცა ამას იმსახურებდა, ბოლოს ოპერაცია. მერე, რატომ უნდა გაჩერდეს საქართველოში მაგის შესაძლებლობების სპორცმენი, თან 21 წლის? ანანიძის და ოქრიაშვილის იმედი გაქვთ და ეგ რიტ ჩამოუვარდება მაგათ? გამჩენი იყურება ზემოდან და ეგ თუ ფეხზე დადგა და ტრამვა მოირჩინა, იტყვის თავის სიტყვას
მახა
საქართველოში უნიჭოები არ იბადებიან,იბადებიან მეტნაკლებად ზარმაცები!
iponi
ეს ბიჭი უდაოდ ნიჭიერია და იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება ერთი დარტყმით რო თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ჯერ საკუთარ თავს და ხასიათს უნდა აჯობოს, მარჯვნიდან არაბიძე მარცხნიდან ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში ნებისმიერ გუნდს დააწიოკებდა, ფორმაში უნდა ჩადგეს ორივე და მოინდომონ. წარმატებები მინდა უსურვო ორივე გიორგის!!! გაგვახარეთ და გაიხარეთ თქვენც!!!!
ირაკლი
საერთოდ სიტყვა "ნიჭიერი" მგონი სჯობს საერთოდ ამოვიღოთ მოხმარებიდან როდესაც საუბარი ფეხბურთს შეეხება. ნიჭიერი უფრო მუსიკოსს, მათემატიკოსს, არქიტექტორს და ან და მრავალ "ან კიდევ" პროფესიას მოუხდება, მაგრამ ფეხბურთი ეს სპორტია და პირველ რიგში ვარჯიში, ანუ შრომაა საჭირო, და უბრალოდ შრომა კი არა, თავდაუზოგავი ძალისხმევა და პლიუს ამას ყაზარმულ რეჟიმში ცხოვრება. ვისაც ეს გათვითცნობიერებული არა აქვს, მაშინ სჯობს სხვაგან სცადოს ბედი, მაგრამ მაგასაც არავინ იზამს, რადგან ფეხბურთიც უკვე ყოველდღიური საარსებო პურის ჭამის წყარო გახდა, ერთი ჩვეულებრივი სამსახური სადაც მაყუთი იშოვება.
დათო
ერთი გუნდი მითხარით სადაც ამან ივარგა. თქვენ როგორ გგონიათ შახტარის ბოსები სულელებია? ეგ რომ რამეს წარმოადგენდეს შახტარიდან არავინ გაუშვებდა.
ბმბ
ივარჯიშე ბიძიკო, ბევრი ივარჯიშე, ყველა გამორჩეულად დიდი ფეხბურთელი იმიტომაა დიდი, რომ სხვაზე მეტს ვარჯიშობენ, სხვა საიდუმლო არ არსებობს, რით ვერ გაიგეთ ეს მარტივი ჭეშმარიტება, ტალანტი დღეს მეორეხარისხოვანია, თუმცა აუცილებელი, მთავარი ვარჯიშია, რომელიც შენ და კიდევ უამრავმა შენნაირმა ვერ შეიგნო, კაშიას მაგალითი ცხვირწინა გაქვთ, კაცი თვითონ ამბობს, რომ მე არა ვარო ნუჭიერი, თუმცა შრომით რასაც მიაღწია ხედავთ, სიცოცხლეში გახდა ვიტესის ლეგენდა!!! რით ვერ შეიგნეთ ეს?!
რამო ბათუმი
საქართველოში 6 თვიან ან 1 წლიან კონტრაქტს გავაფორმებო, რომ იძახი და ასეთი გადაჭარბებული წარმოდგენა, რომ გაქვს საკუთარ თავზე, აი ამიტომაც ვერ მიდის შენი საქმეები კარგად. წარმატებებს გისურვებ.
Jarji
2 წელიწადში გაგახსენებთ :)
ბათუმის ფანი
ექვს თვიანი იჯარითო!?ასიანი დინამო თბილისში მიდის)
გიორგი
არ მინდა ცუდად გამომივიდეს და არაფერი პირადი მე ამ ბიჭთან არ მაქვს,მაგრამ მისი საუბრიდან და ინტერვიუებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ იმაზე მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე ვიდრე საჭიროა სადაც იყოო ვერც ერთ კლუბში ვერაფერი გააკეთა რეალურად და არც ერთი კლუბი არ ყოფილა განსაკუთრებულად მაღალი დონის და ასეთი აზროვნებით და ხასიათით დიდი ფეხბურთელები ვერ ხდებიან.
Superman
ამისგან აწი ისე დადება რამე როგორც იმისგან სალამური
სხვა რაკურსი
ნამდვილად ნიჭიერი ბიჭია. ისე ადანასპორში თამაშს ჯობია აქ ჩამოხვიდე და რომელიმე ქართულ გუნდს ევროტურნირებზე დაეხმარო. თუ ჯგუფში შეძვრებით, შენთვისაც და სხვა ფეხბურთელებისთვისაც უკეთესი იქნება. წელს ევროტურნირებზე ალბათ ყველაზე კარგად ბათუმი გამოვა, საბურთალოს იმედიც მაქვს, დინამო კიდევ უნდა გაძლიერდეს, აი ლოკომოტივი კი ძალიან შერცხვება ამ შემადგენლობით. შეიძლება მალტის, ფარერების და კოსოვოს გუნდებმა გადაუარონ, სამწუხაროდ
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!