ორი დღის განმავლობაში ფერგიუსონების ოჯახმა დიდი იმედგაცრუებაც გადაიტანა და სიხარულიც
ორი დღის განმავლობაში ფერგიუსონების ოჯახმა დიდი იმედგაცრუებაც გადაიტანა და სიხარულიც. ოჯახის უფროსმა, სერ ალექს ფერგიუსონმა შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში წააგო, მისმა ვაჟმა დარენ ფერგიუსონმა კი „პიტერბორო“ ჩემპიონშიპში დააბრუნა. თან, სად ჩატარდა დარენ ფერგიუსონისა და „პიტერბოროსთვის“ ასე მნიშვნელოვანი და სასიხარულო მატჩი არ იკითხავთ? „ოლდ ტრეფორდზე“!

„პიტერბორომ“ 48 ათასზე მეტი მაყურებლის თანდასწრებით 3:0 მოუგო „ჰადერსფილდს“. მატჩის შემდეგ, ბედნიერმა „ფერგი უმცროსმა“, რომელიც 39 წლისა გახლავთ, თქვა:

„ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ მამაჩემის სახეზე ღიმილი დააბრუნა. პირადად მე კი, როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელს ასეთი ბედნიერი დღე არ მქონია“.

უცნაური წელიწადი ჰქონდა უმცროს ფერგიუსონს. „პიტერბოროში“ ის მხოლოდ იანვარში გადავიდა. მანამდე „პრესტონ ნორთ ენდში“ ჰქონდა ცუდი პერიოდი. საინტერესოა, რომ ფერგიუსონის „პიტერბორომ“ რეგულარულ ჩემპიონატში „ჰადერსფილდზე“ 8 ქულით ნაკლები მოაგროვა, მაგრამ პლეი ოფის შეხვედრაში, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად აჯობა მოწინააღმდეგეს.

„მამამ „ბარსელონასთან“ რომ წააგო, მთელი ოჯახი ძალიან განვიცდიდით და გვინდოდა მდგომარეობა რამენაირად გამოგვესწორებინა - განაგრძო უმცროსმა ფერგიუსონმა - თამაში დამთავრდა თუ არა, მამას ტელეფონით ველაპარაკე და ვიგრძენი, რომ მას ძალიან გაუხარდა. ის სტადინოზე არ წამოვიდა, რადგან მე ვუთხარი, შენ ჩვენი გუნდისთვის თარსი ხარ, მეთქი - ნახევარფინალში ჩვენი და „დომზის“ შეხვედრას დაესწრო და დავმარცხდით. არა, ისე არ გამიგოთ, რომ მამას სტადიონზე მოსვლა ავუკრძალეთ, უბრალოდ, თავი დავიზღვიეთ და შინ დარჩა“.

ზემოთ ვახსენეთ, რომ უმცროსი ფერგიუსონი იანვრამდე „პრესტონს“ ედგა სათავეში. და იცით, „პრესტონს“ რა ბედი ეწია? სწორედ იმ ჩემპიონშიპიდან გავარდა, სადაც „პიტერბორო“ გადავიდა.

„არა, გულღრძო კაცი არ ვარ და „პრესტონის“ გავარდნა არ გამხარებია - განაგრძო დარენ ფერგიუსონმა - თან, ახლა, მხოლოდ ჩვენს გამარჯვებაზე ვფიქრობ. მინდა ეს დღე რაც შეიძლება ცხადად შევინახო მეხსიერებაში“.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა