საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ინიციატივით, ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილება შევიდა და 2020 წელს ლიგა 4-ში 16 გუნდი იასპარეზებს. მათ შორის საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონიც" იქნება.

2019 წელს რეგიონული ლიგიდან მე-4 ლიგაში დაწინაურების უფლება ვანის "სულორმა" და "ვიტ ჯორჯია 2"-მა მოიპოვეს, ხოლო ხონის "იმერეთი" და მარნეულის "ალგეთი" ლიგიდან გავარდა. თუმცა, ცვლილებების შედეგად, ლიგა 4-ში გუნდების რაოდენობა 10-დან 16-მდე გაიზარდა.

ამ ცვლილების შედეგად, ლიგა 4 აღარ დატოვეს ხონის "იმერეთმა" და მარნეულის "ალგეთმა" და ამ გუნდებს რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ და დასავლეთ ზედა ჯგუფის მე-2 და მე-3-ადგილოსნები დაემატნენ. რეგიონული ლიგის დასავლეთ ზედა ჯგუფში მე-2-ზე "ზესტაფონი" გავიდა, მესამეზე - წალენჯიხის "სქური". ხოლო აღმოსავლეთში კი მეორე ადგილი თბილისის "მერანი 2"-მა დაიკავა, მესამეზე კი "ცხინვალი 2" გავიდა. მაგრამ "ცხინვალის" მთავარი გუნდი ლიგა 4-ში დააქვეითეს და ერთი კლუბის ორ გუნდს ერთსა და იმავე ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს. ამ მიზეზით "ცხინვალი 2" მეოთხეადგილოსანმა "დიდუბე 2014"-მა ჩაანაცვლა.

საბოლოოდ, 2020 წელს, ლიგა 4-ს 6 გუნდი დაემატა: "ზეტაფონი", ხონის "იმერეთი", მარნეულის "ალგეთი", წალენჯიხის "სქური", "მერანი 2" და "დიდუბე 2014".

თუმცა აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ეს 6 გუნდი ფეხბურთის განვითარების ფონდიდან არა ლიგა 4-სთვის გათვალისწინებულ 150 000 ლარს, არამედ რეგიონული ლიგის კლუბისთვის განკუთვნილ 50 000 ლარს მიიღებს.

აღნიშნული 6 კლუბიდან ნებისმიერს (ან ყველას) შეეძლო უარი ეთქვა ლიგა 4-ში გამოსვლაზე და რეგიონულ ლიგაში ეთამაშა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, უარი არცერთ მათგანს არ უთქვამს.

ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა, "ზესტაფონის" ეროვნულ ლიგასთან შორეული, თუმცა მაინც მოახლოება. იმედია, კლუბის ხელმძღვანელი ილია კოკაია საჭირო რესურსებს გამოძებნის და ზესტაფონში დიდ ფეხბურთს დააბრუნებს.

დათო30
როგორც ჩანს ეროვნული ლიგა 1-ის გაზრდა უნდათ 16 გუნდამდე და ამ ყველაფერს 3 წელიწადში ზესტაფონს შეატენიან :D
გიორგი გორგაძე
ზესტაფონი აუცილებლად დაუბრუნდება უმაღლეს ლიგას. სამართალი პურს შეჭამს და კარგ ციცქა-ცოლიკოურსაც დააყოლებს.
ჟონდი
წარმატებები ზესტას ! მეორე ლიგამდე ასვლა იქნება რთული, იქედან უკვე წესიერი კარგი ფეხბურთელების მოზიდვა გაადვილდება.
sector
ზესტაფონი დაკომპლექტებულია ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდა ფეხბურთელებით. წინა სეზონში ერთი ნაბიჯი დააკლდათ, მეორე ადგილზე დაასრულეს და ნამდვილად იმსახურებენ წინსვლას.თუმცა გაძლიერების გარეშე მაღლა ასვლა გაუჭირდებათ, ვინაიდან ზესტაფონის მთავარი ფორვარდი და მეგოლე თორნიკე ახვლედიანი დინამომ წაიყვანა
ზუზუ
როგორ მიყვარს ზესტაფონი. ღმერთმა ინებოს, რომ შემდგომი 3 წლის განმავლობაში დაწინაურდება შესაბამისად მესამე, მეორე და ეროვნულ ლიგა ერთშიც იქნება 2024 ში..
KUTAISELI
midit bichebo miacekit, ikneba amoxvidet mag chaobidan rogorme, da daubrundet iseve kartul pegburts,carmatebebi zestapons.
თორნიკე ( რაჭა)
როგორი კარგი გუნდიც იყო, ისეთი ნორმალური პრესა აქვს. წარმატებები! წინ ,,ზესტა"....
ზორბეგი
რამდენი გენდი გვყოლია და ლუქსემბურგი გვჯობია რომელსაც 20 გუნდი ყავს სულ მგონი ყველა ლიგაში
G.LA
გამიხარდება თუ ისევ იმ ზესტაფონს ვიხილავთ, ეს ძალიან წაადგება ქართულ ფეხბურთს. წარმატებები ზესტაფონს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო