წამყვანი საყრდენი ნახევარმცველების შემდეგ, გერმანიის ნაკრებს თავდამსხმელიც დაუშავდა
წამყვანი საყრდენი ნახევარმცველების შემდეგ, გერმანიის ნაკრებს თავდამსხმელიც დაუშავდა. კვირას ბუნდესგუნდმა ურუგვაის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში „ბაიერნის“ 32 წლის ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ ტრავმა მიიღო, ორშაბათს კი ცხადი გახდა, რომ მირო (109 თამაში ბუნდესგუნდში) გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში (3 ივნისს ავსტრიასთან, 7 ივნისს აზერბაიჯანთან) ვერ დაეხმარება.

„კლოზეს ტრავმამ ძალიან დამამწუხრა, თუმცა დამღლელი სეზონის შემდეგ ტრავმის მიღების რისკი ყოველთვის მაღალი ხოლმე და ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიროს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ავსტრიას და აზერბაიჯანს კი მის გარეშეც უნდა მოვუგოთ,“ - განაცხადა ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კლოზეს ტრავმა უთუოდ გაახარებდა მის კონკურენტ მარიო გომესს, რომელსაც ახლა ორივე შეხვედრაში თამაში გარანტირებული აქვს. ლიოვს კლოზეს შემცვლელი ჯერ არ გამოუძახია, რადგან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გომესის გარდა, სამი ვარიანტი ვარიანტი აქვს. ამ პოზიციაზე თამაში ხომ თომას მიულერს, ლუკას პოდოლსკის და ანდრე შიურლესაც შეუძლიათ. თუმცა ეს ფეხბურთელები იოგის შემტევი ნახევარმცველების პოზიციებისთვის სჭირდება და დიდი შანსია, რომ ახალ ცენტრფორვარდს მაინც უხმოს.

ამასობაში, გერმანული პრესაც იუწყება, რომ კლოზეს იტალიური გრანდები ეპატიჟებიან. გუშინდელ ნომერში იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, გუშინ კი, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმაც დაწერეს, რომ მიროს გადაბირება რომის „ლაციოს“ და „მილანს“ სურთ. შეგახსენებთ, რომ 32 წლის კლოზეს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 1 ივლისს უმთავრდება და ჯერ ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ტრანსფერზე დათანხმდა, „ლაციო“ ან „მილანი“ მას ხელში უფასოდ ჩაიგდებენ.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"