ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბორჯღალოსნები": დებიუტანტები გაფართოებულ რაზმში

"ბორჯღალოსნები": დებიუტანტები გაფართოებულ რაზმში

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, 22 თებერვალს ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის 29 მორაგბე გამოიძახა.

"შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე, ორშაბათს შეკრებაზე 17 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშე შევა, რომელთაგან სამი დებიუტანტია. მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომელსაც "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ერთად 2017-2018 წლების მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ასევე საქართველო XV-ში უთამაშია, ნაკრების შეკრებაზე ჯერ კიდევ მსოფლიო თასამდე იყო და გაფართოებულ რაზმში რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მოხვდა, თუმცა მოედანზე ჯერ არ გასულა.

გაფართოებულ შემადგენლობაში წლის დასაწყისშივე უხმეს შუამარბ დემე თაფლაძეს, მაგრამ მისი სანაკრებო დებიუტი ჯერ არ შემდგარა. თაფლაძე "უმცროსი ბორჯღალოსნების" ღირსებას 2018-2019 წლებში იცავდა და ამ გუნდთან ერთად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩენმპიონატზე წელს მესამედ ითამაშებს.

ეროვნული გუნდის შეკრებაზე პირველად იქნება მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, რომელიც ორი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა – 2017-2018 წლებში და მას შემდეგ ფრანგულ "ბიარიცს" შეუერთდა. 2018 წლის ბოლო მატჩში თორნიკემ ფეხი მოიტეხა, რის გამოც დიდი დრო გაუცდა, ახლა კი გუნდის ესპუარებში ლიდერად იქცა და თავის გამოჩენის შანსი სავარაუდოდ ნაკრებშიც ექნება.

გამოძახებულთა შორისაა "ბორდოს" 22 წლის ბურჯი ლაშა ტაბიძე, რომელმაც 2017 წელს ოთხი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ერთხელ სასტარტო შემადგენლობაშიც იყო, თუმცა მას შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართით აღარ უთამაშია.

რუმინეთთან და ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, მაისაშვილმა რამდენიმე ლიდერს ბელგიასთან მატჩისთვის აღარ დაუძახა, რაც ახალგაზრდებს თავის გამოჩენის კარგ შესაძლებლობას აძლევს. შემადგენლობასთან დაკავშირებით ის ამბობს:

"თორნიკე ჯალაღონიამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და მას შემდეგ ჩვენი თვალთახედვის არეშია. სამწუხაროდ, მას ტრავმა ჰქონდა, ახლა კი გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩამოვიყვანოთ და შევხედოთ. გაფართოებულ შემადგენლობაში ის ნამდვილად იმსახურებს ადგილს და თუ შესაძლებლობა იქნება, საქმეშიც აუცილებლად ვნახავთ.

დემე თაფლაძემ ჩვენთან ერთად გაიარა სრული შეკრება. ის ძალიან კარგი ბიჭია და მის პოზიციაზე სიღრმეები გვჭირდება. ლაშა ჯაიანი ჭკვიანი მოთამაშეა და ასევე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად წარმოაჩინა თავი. მისი მონაცემების მორაგბეებით განებივრებულები არ ვართ და მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ, რათა დაიმკვიდროს ადგილი ეროვნულ გუნდში.

საფრანგეთიდან რამდენიმე პირველხაზელს არ დავუძახეთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა იმ მორაგბეებს, რომელთაც აქამდე მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ. გამოძახებულია ლაშა ტაბიძე, რომელსაც აქვს ეროვნულ გუნდში ნათამაშები, თუმცა ბოლო წლებში ამის შანსი არ მისცემია და გვსურს ვნახოთ ამ ეტაპზე რა შეუძლია. სხვა მხრივ სიახლეები არ გვაქვს. დაგვაკლდა ოთარ გიორგაძე, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც კლუბში მეტი მაღალი დონის თამაშის ჩატარების შესაძლებლობა ექნება".

"აია არენაზე" თამაში 15:00 საათზე იწყება და მაისაშვილი ქუთაისელი და ჩასული ქომაგისგან ტრადიციულ მხარდაჭერას ელის. თავის მხრივ, ის იმედოვნებს, რომ ბორჯღალოსნები ყველა კომპონენტში დომინანტები იქნებიან და ქომაგს ლამაზ თამაშს შესთავაზებს:

"ბელგია-რუსეთის თამაშს მადრიდში ვუყურე და რუსებმა დაუშვეს ის შეცდომები, რა შეცდომებსაც გუნდები მეტოქის დაუფასებლობის გამო უშვებენ. დაახლოებით ის მოხდა, რაც ჩვენ დაგვემართა ესპანეთთან მეორე ტაიმში, თუმცა ჩვენს შევძელით უპირატესობის შენარჩუნება. ნებისმიერ მეტოქეს, თუ მისცემ თამაშის მართვის შესაძლებლობას, ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდები. მაგრამ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბელგიამ შესაძლოა რაიმე სახის პრობლემები შეგვიქმნას. ჩვენი მიზანია, რომ ყველა კომპონენტში ვიყოთ დომინანტები. უკვე მესამე თამაშს ვატარებთ და უკეთ ვაჩვენოთ ის, რაც ჩვენი აზრით შეგვიძლია. ამას როგორ შევასრულებთ, მოედანზე გამოჩნდება.

რაც შეეხება ქუთაისში თამაშს, იქ ყოველთვის ფანტასტიური გარემოა, რადგან რაგბი ძალიან უყვართ და დარწმუნებული ვარ ტრიბუნები ბოლომდე შეივსება. კარგია ის ტრადიცია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და ქუთაისელ ქომაგს, რომელიც შესაძლოა ყოველთვის ვერ ახერხებს თბილისში თამაშზე ჩამოსვლას, ეძლევა შანსი ნაკრების თამაშს უშუალოდ ტრიბუნიდან უყუროს. მე მათგან დიდ მხარდაჭერას და შესანიშნავ ატმოსფეროს ველოდები".

გაფართოებული შემადგენლობა ბელგიასთან

შერკინება: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3), ლაშა ტაბიძე (ბორდო,3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8)

ხაზი: გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), თამაზ მჭედლიძე (რუანი, 11, 12, 13, 14), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის