ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სახელით, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 30 წლის იუბილე მიულოცა და ლევან კობიაშვილის სახელზე წერილი მისწერა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ლევან კობიაშვილს

ძვირფასო ლევან, ძვირფასო მეგობრებო,

უეფას სახელით ვულოცავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მასთან დაკავშირებულ ყველა პირს 30 წლის იუბილეს. მას შემდეგ, რაც სფფ 1990 წლის თებერვალში დაარსდა და მოგვიანებით უეფას რიგებს შეუერთდა, ის მუდმივად მხარს უჭერს ევროპული ფეხბურთის განვითარებას.

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე საქართველო არაერთი გამორჩეული ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ხოლო 2015 წელს ქვეყანამ ძალზე წარმატებით უმასპინძლა უეფას სუპერთასის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მატჩს.

ჩვენთვის ასევე შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც სფფ ყველა დონეზე ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას. 2017 წელს თქვენ წარმატებით უმასპინძლეთ უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, სადაც საქართველოსა და ჩეხეთს შორის შეხვედრას 25,000 გულშემატკივარი დაესწრო.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ახლა უკვე 19 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი მოექცევა ყურადღების ცენტრში. ეს ტურნირი ასევე ჩატარდება საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც მასობრივ, ისე პროფესიულ დონეზე ქალთა ფეხბურთის განვითარებას.

აღნიშნული ტურნირის მატჩებს ქვეყნის სამი რეგიონი უმასპინძლებს, რაც უეფას დაფინანსებითა და სფფ-ის ორგანიზებით განხორციელებული პროექტების მემკვიდრეობას კიდევ უფრო ფართო მასშტაბით უზრუნველყოფს და ფინალურ ტურნირთან დაკავშირებით ქალთა ფეხბურთის პროფილს აამაღლებს.

უეფას ქალთა ფეხბურთის განვითარების პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით უკვე განვითარდა საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი. ასევე მნიშვნელოვანი იყო საკლუბო ლიცენზირების პროცესის დანერგვა, რის შედეგადაც თითოეულ კლუბს მომავალში, სულ ცოტა, ერთი ასაკობრივი გუნდი ეყოლება.

ახალგაზრდულ ფეხბურთში ინვესტიციის ჩადებით სფფ უზრუნველყოფს ქართული ფეხბურთის მომავალს როგორც კაცებს, ისე ქალებს შორის.

ამავდროულად, თქვენ მომავალი თაობებისთვის უზრუნველყოფთ საუკეთესო პირობებს, რათა მათ შეისწავლონ ფეხბურთი. უეფას "ჰეთ-თრიკის" პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით, სფფ-მ ააშენა საფეხბურთო აკადემია, სადაც მწვრთნელების მიერ შერჩეული, 14-იდან 17-წლამდე ასაკის 100 ბავშვი უფასოდ გაივლის მომზადებას.

თქვენ ასევე გსურთ, რომ საზოგადოების ყველა წევრს ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მისცეთ. საქართველო პროექტის "ფეხბურთი სკოლებში" ერთ-ერთი პირველი მონაწილე იყო. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მასობრივი ფეხბურთის კულტურის დანერგვასა და განვითარებას. მისი მეშვეობით თქვენ გაამყარებთ თქვენს ურთიერთობებს რეგიონალურ ასოციაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, სკოლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც საბოლოო ჯამში ფეხბურთში ჩართული ყველა ადამიანი ისარგებლებს.

ჩვენთვის სასიხარულოა ისიც, რომ სფფ დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. უეფას აკადემიის მეშვეობით თქვენი ფედერაციის 21 თანამშრომელს უკვე წარმატებით აქვს გავლილი ისეთი პროგრამები, როგორებიცაა უეფას სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში და უეფას დიპლომი ფეხბურთის მენეჯმენტსა და ხელმძღვანელობაში. აღნიშნული კურსებიდან მოპოვებული ცოდნა თქვენ დაგეხმარებათ ქართულ ფეხბურთში ჩართულ პირთა გადამზადებაში, რაც აუცილებელია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის.

სფფ-ის მიერ გაწეულ სამუშაოს უკვე მოჰყვა შედეგები. თქვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა უეფას ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, სადაც მან თავისი შესარჩევი ჯგუფი მოიგო, პლეი-ოფში გავიდა და ახლა მხოლოდ ორი მატჩი აშორებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს.

მსურს წარმატება ვუსურვო სფფ-ს და მადლობა გადავუხადო თითოეულ მის თანამშრომელს მათი მუდმივი თავდადებისა და ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენს რეგიონში ფეხბურთის განვითარებასა და შემდეგი თაობებისთვის ფეხბურთის მომავლის უზრუნველყოფაზე არის მიმართული.

გილოცავთ იუბილეს და წარმატებას გისურვებთ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში.

პატივისცემით,

ალექსანდერ ჩეფერინი

უეფას პრეზიდენტი

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

Vai
ეჰ იცოდნენ რეალურად რაც ხდება ქართულ ფეხბურთში...დაფინანსება რომ ხდება გუნდების ეს კარგია მაგრამ მარტში რომ უკვე დავალიანებები აქვთ რანაირად ახერხებენ და არავინ მომკითხავი რომ არ ჰყავთ?
ბმბ
ეს მთავრობა ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ის, რასაც კობი და კომპანია აკეთებს, შედეგს უეჭველი მოიტანს, გვიან, მაგრამ აუცილებლად მოიტანს, ყოველ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციას ჯერ ასეთი პრეზიდენტი არ ჰყოლია
გიზოგ
გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ.
ruslani
ძალიან კარგი !
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
"პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელები რა შუაში არიან?" - ჩეფერინმა იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა