იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მილანის" არმანის" უმასპინძლა და 62:48 დაამარცხა
კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო - ძალიან გვინდა ეს სიტყვები იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გამართლდეს. სერიის პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" მილანის "არმანის" უმასპინძლა და 62:48 დაამარცხა.

ვიდრე უშუალოდ შეხვედრის მსვლელობაზე ვიტყოდეთ, შეგახსენებთ, რომ "არმანი" იტალიის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი, ევროლიგის მონაწილეა და მასში გაცილებით მეტი ვარსკვლავია შეკრებილი, ვიდრე "კანტუში". თუმცა, გუშინ მილანელებმა 48 ქულა ჩააგდეს, რაც ფინალისტობაზე მეოცნებე გუნდისთვის მეტისმეტად ცოტაა. მაგრამ რა უნდა ექნათ "არმანის" კალათბურთელებს, როცა მათ წინაშე შვეიცარიული საათივით კარგად დაზეთილი მექანიზმი თამაშობდა. ვინც მატჩი პირდაპირ ეთერში იხილა, დაგვეთანხმება, რომ პირველი ტაიმის შემდეგ არ გაჩენილა მცირე შიშიც კი, რომ გუშინ მილანელები "კანტუს" მოუგებდნენ. თამაშის რიტმსაც და სადავეებსაც მასპინძლები ფლობდნენ და მათი გამარჯვება მხოლოდ დროის საქმე იყო - ჩამოჰკრა მეორმოცე წუთმაც და "კანტუმ" სერიის პირველი შეხვედრაც მოიგო.

მასპინძლები დაცვაში მწყობრად იდგნენ და ნამატჩევს სტუმართა მწვრთნელი დენ პეტერსონი გაოცებული დატოვეს: აბა როგორ უნდა მოგვეგო, როცა ჩვენმა მთავარმა მექულეებმა ვერაფერი გააკეთესო. იბრაჰიმ ჯაბერმა ქულა ვერ ჩააგდო, სტეფანო მანჩინელიმ 6 ქულა მოაგროვა, ხოლო მეისონ როკამ - 2.

თავის მხრივ, "კანტუს" მხრიდან ნიკოლა მაძარინო სამქულიანებს ისე ისროდა, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყოს. მან 6-დან 4 სამიანი ჩააგდო და 16 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მარკოიშვილმა 15 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მანუმ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 1 სამიანი გამოიყენა. არის შეხვედერები, როცა ქართველი უკანახაზელი პერიმეტრიდან ტყორცნებს უკეთესი პროცენტული სიზუსტით ესვრის, მაგრამ გუშინ ერთი საინტერესო ფაქტის მომსწრენი გავხდით: "კანტუს" მწვრთნელის, ანდრეა ტრინჩიერის ტაქტიკაში მანუჩარს ერთგვარი მხსნელის როლი აკისრია - თუ შეტევის 24 წუთი ისე მიილევა, რომ გუნდი მეტოქის კალათის მიმართულებით ვერ ისვრის, ბოლო წამებზე ბურთს მარკოიშვილს აძლევენ და ისიც თამამად ისვრის. ასეთ დროს ბურთის ჩაგდება გაცილებით რთულია. შეიძლება, გუშინ ამიტომაც ვერ ისროლა სამქულიანები მაღალი რეზულტატურობით, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს იშვიათი შემთხვევათაგანი იყო. მანუს რეგულარულ ჩემპიონატში 79-დან 32 სამქულიანი აქვს ჩაგდებული (40.5 პროცენტი).

სერიის (სამ მოგებამდეა) მეორე მატჩი ისევ კანტუში პირველ ივნისს გაიმართება.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს