16 თებერვალს UFC FIght Night 167 გაიმართა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგა. ჩვენებურმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და საუკეთესო თხუთმეტეულში შევიდა.

სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. გთავაზობთ უცვლელად:

"მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი, რომ ის კიდევ ბევრჯერ უფრო დიდი მასშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა, არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით... მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება, რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ახლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება... მჯერა, ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას...! "

გიორგი
რათქმაუნდა ყველა ქართველს ვგულშემატკივრობ, თუმცა ამ ბიჭს აწი გაათმაგებული სიყვარულით ვუქომაგებ !!! ბევრი წარმატება და ტიტული სამაგალითო ადამიანო!
ქუთაისელი
რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ.....ეს ამერიკააა (და არა ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ქვეყანა....მათშორის ....) სადაც შენი დაუზარელი და თავდაუზოგავი შრომით შენი მიზნების განხორციელება შეგიძლია....მე ეს იმ ადამიანებისათვის ვისაც მკაფიოდ აქვს მიზანი დასახული ბუნებრივად მიმაჩნია....მთავარია არ უნდა დანებდე პირველივე წარუმატებლობისას.....აპა ჩემმა შვილმა თავისით მოიფიქრა ჯობია ფეხბურთს შევეშვა თორე დავრჩები ჰაერშიო და რაიმე პროფესიის დასაუფლებლად მაინც ვისწავლიო...6 წლიდან დადიო და ფეხბურთში 14 წლის იყო რომ მითხრა უნდა დავანებო თავი ფეხბურთსო...აპა ყოფილიყო რომელიმე სხვა ქვეყანაში უთუოდ გამოუვიდოდა რაიმე...
maxo
გაგიმარჯოს ღმერთმა
მაია
გამრავლდეს ასეთი მაგარი ქართველები!
კოტე
ასეთ მშრომელ და მიზანდასახულ კაცზე ყველანაირი წარმატება ალალია
ლევან
მაგ ყველაფრის გარდა,რასაც სურათზე ხედავთ,მაგარი უბრალო,წესიერი,თავმდაბალი ადამიანია. მაგასაც სთავაზობდნენ კრიმინალები გვერდში დგომას,მაგრამ არ გაეკარა.ბრუკლინში ყველამ ყველაფერი იცის. გულით მინდა დიდ წარმატებას მიაღწიოს.გფარავდეს უფალი
ზ, გ.
რა უნდა თქვა, სხვისთვისაც მაგალითია, არ უნდა შეუშინდე არაფერს და იბრძოლო, ღმერთი შეეწიოს ასეთ ადამიანებს, ყველა ქართველს ვინც ასე შრომობს შინ და გარეთ.
ბმბ
არა რა, ქრთველებს გადაშენება არ გვიწერია!!!
მიშა
ძალიან დავაფასე ეს კაცი! წარმატებები!
დავითი
ყოჩაღ მერაბ კაი კაცი ხარ, დასაფასებელი! ჩემპიონობა მოგველოცოს მალე!
Levan
ასეთებს ყოველთვის უფასთებათ შრომა.უამრავი წარმატებები მერაბს,მართლა მოსავლის აღების დროა
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა