ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აგუერო ძირითადში

აგუერო ძირითადში

მიუხედავად იმისა, რომ ორივე თამაში მოიგო და ექვსი ქულით ჯგუფს სათავეში უდგას, მესამე ტურის წინ, არგენტინის ნაკრებს მერვედფინალში თამაში გარანტირებული არ აქვს. "ალბისელესტეს" საბერძნეთთან მინიმუმ ქულა სჭირდება იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეს და თანაც, პირველი ადგილი დაიკავოს, რაც დიეგო მარადონას გუნდისთვის აუცილებელია. ბერძნებმა კი, პირველ ტურში განცდილი კრახის შემდეგ, ნიგერიის დამარცხებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდათ...

B ჯგუფი

22 ივნისი. პოლოკვანე. პეტერ მოკაბა. 22:30

საბერძნეთი-არგენტინა

სავარაუდო შემადგენლობები

საბერძნეთი (3-4-2-1): ცორვასი - ა. პაპადოპულოსი, მორასი, კირიაკოსი - ვინტრა, კაცურანისი, ციოლისი, ტოროსიდისი - კარაგუნისი, სალპინგიდისი - გეკასი.

არგენტინა (4-1-2-1-2): რომერო - ოტამენდი, დემიკელისი, ბურდისო, როდრიგესი - ბოლატი - მაქსი როდრიგესი, დი მარია - მესი - აგუერო, იგუაინი.

არბიტრი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

მიუხედავად იმისა, რომ ორივე თამაში მოიგო და ექვსი ქულით ჯგუფს სათავეში უდგას, მესამე ტურის წინ, არგენტინის ნაკრებს მერვედფინალში თამაში გარანტირებული არ აქვს. "ალბისელესტეს" საბერძნეთთან მინიმუმ ქულა სჭირდება იმისათვის, რომ ჯგუფიდან გავიდეს და თანაც, პირველი ადგილი დაიკავოს, რაც დიეგო მარადონას გუნდისთვის აუცილებელია. ბერძნებმა კი, პირველ ტურში განცდილი კრახის შემდეგ, ნიგერიის დამარცხებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი გაუჩნდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოტო რეჰაგელის გუნდიც თავდაუზოგავად იბრძოლებს. იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ ევროპის 2004 წლის ჩემპიონებმა მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტთან წარმატებას მიაღწიონ, ეს უკვე სხვა საქმეა.

მარადონა სავარაუდოდ არაერთ წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს, რაც გუშინ თვითონვე დაადასტურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ალბისელესტე" უარესად ითამაშებს, ვიდრე პირველ ორ მატჩში იასპარეზა. პირიქით, სათადარიგო ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დიეგოს თავიანთი შესაძლებლობები აჩვენონ. თანაც, მარადონას სათადარიგოთა სკამზეც დიდი ვარსკვლავები ჰყავს.

ხუან სებასტიან ვერონი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მარადონა მას სავარაუდოდ დაასვენებს, რადგან ვერონის თამაში მერვედფინალში უფრო საჭიროა, ვიდრე საბერძნეთთან და დიეგოს ნამდვილად არ უნდა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურას ტრავმა შეუბრუნდეს და გაუმიზეზდეს. არგენტინელთა შემადგენლობაში სავარაუდოდ ვერც ვალტერ სამუელს ვნახავთ, რომელმაც ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ არა ბოლომდე და მარადონა არც მის შემთხვევაში გარისკავს. გაბრიელ ჰაინცეს და კაპიტან ხავიერ მასკერანოს ყვითელი ბარათები აქვთ მიღებული და დიეგო მათაც სკამზე დატოვებს, რადგან ნამდვილად არ უნდა, რომ მერვედფინალში რომელიმე მათგანი დააკლდეს. მარჯვენა მცველი ხონას გუტიერესი კი დისკვალიფიცირებულია, რადგან პირველ და მეორე მატჩებში ყვითელი ბარათები მიიღო.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ ვინ უკაპიტნებს "ალბისელესტეს" ბერძნებთან მატჩში. ტელეკომენტატორმა, წარსულში კი არგენტინის ნაკრების მცველმა და მსოფლიოს ჩემპიონმა (1986) ოსკარ რუჯერიმ, რომელიც დიეგოს ახლო მეგობარია, ერთ-ერთ არგენტინულ ტელეარხს გაუმხილა - საბერძნეთთან კაპიტანი ლეო მესი იქნებაო.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე მედიას ეს თავად მარადონამაც ამცნო: "ვფიქრობ, მისი დრო მოვიდა. როცა ლეოს ვუთხარი, რომ კაპიტანი უნდა ყოფილიყო, ძალზე ემოციურად მიიღო. ჩვენ ამის შედეგი უკვე ვნახეთ ბოლო ვარჯიშზე, ეს ბრწყინვალე დღე იყო მესისთვის".

ამრიგად, დღეს სახეშეცვლილ არგენტინას ვიხილავთ, თუმცა არ შეიცვლება ტაქტიკური სქემა - მარადონა ისევ 4-1-2-1-2-ით ითამაშებს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე, გუტიერესს სავარაუდოდ ოტამენდი შეცვლის, დაცვის ცენტრში კი, ლოგიკის მიხედვით, ბურდისოსა და მარტინ დემიკელისის წყვილი უნდა ვიხილოთ. მასკერანო, ერთადერთი ნომინალური საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ბოლატიმ უნდა შეცვალოს, რომელიც სხვათა შორის, უფრო შემქმნელი ცენტრალური ნახევარმცველია, ვიდრე ჩამშლელი, მაგრამ მარადონას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, რაც დიეგომ მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს - მან სამხრეთ აფრიკაში ხომ მხოლოდ ორი ნომინალური საყრდენი წაიყვანა: მასკერანო და ვერონი. თანაც, ეს უკანასკნელიც უფრო შეტევების ორგანიზებაზეა ორიენტირებული, ვიდრე მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლაზე.

გადაწყვეტილია, რომ დღეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ სერხიო აგუეროს, რომელიც სავარაუდოდ კარლოს ტევესს შეცვლის. მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერმა და მარადონას სიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, მარადონამ მითხრა, რომ საბერძნეთთან სასტარტოში მათამაშებსო. საინტერესოა, დატოვებს თუ არა დიეგო ძირითადში თავდამსხმელ გონსალო იგუაინს. ლოგიკურად, უნდა დაასვენოს - მით უმეტეს, რომ მას ჰყავს დიეგო მილიტო, რომელიც არანაკლები კალიბრის ფორვარდია, მაგრამ აქ მარადონამ შეიძლება გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ იგუაინი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის იბრძვის, ის მაინც ძირითადში ათამაშოს და გოლების რაოდენობის გაზრდის შანსი მისცეს. შეგახსენებთ, რომ "რეალის" 22 წლის თავდამსხმელმა სამხრეთ კორეასთან ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა რეიტინგს სათავეში უდგას.

"საბერძნეთთანაც შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ეს აქსიომაა. არგენტინის ნაკრები ყოველთვის შეუტევს, ჩვენ თავის დაზოგვას არ ვაპირებთ," - თქვა მარადონამ გუშინ.

რაც შეეხებათ ბერძნებს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ელადელებს ოტო რეჰაგელი წვრთნის, გამორიცხული არაა, რომ "ბებერმა გერმანელმა" მარადონას გუნდის წინააღმდეგ რაიმე განსაკუთრებული მოიფიქროს. მოსაფიქრებელი ბევრი არაფერია - ცხადია, რომ საბერძნეთი არგენტინას დაცვაში ჩაუდგება და კონტრშეტევებზე ითამაშებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ბერძნებმა თავიანთი კარის მისადგომი გზები ძალიან საიმედოდ ამოკეტონ. ნიგერიასთან, დაცვაში პაპასტატოპულოსმა არცისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასე რომ, რეჰაგელი დღეს დაცვის ბურჯად ალბათ მორასს დააყენებს, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა. ერთადერთი ცენტრფორვარდი სავარაუდოდ ისევ თეოფანის გეკასი იქნება, რომლის უკან სალპინგიდისი და გამოცდილი კარაგუნისი იმოქმედებენ. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ხსნა ფაქტობრივად მხოლოდ გამარჯვებაშია. ფრის შემთხვევაში ბერძნები მერვეფინალში მხოლოდ მაშინ გავლენ, თუ ნიგერია სამხრეთ კორეას დაამარცხებს.

გოტფრიდ ლენცი

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...