ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ანანიძემ ვერ გაიბრწყინა, სალუქვაძე ყველაზე უიღბლოა

ანანიძემ ვერ გაიბრწყინა, სალუქვაძე ყველაზე უიღბლოა

ახალი სეზონი ოფიციალურად ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო, თუმცა ქართველ ლეგიონერებზე მოსაყოლი მაინც გვაქვს...

ახალი სეზონი ოფიციალურად ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო, თუმცა ქართველ ლეგიონერებზე მოსაყოლი მაინც გვაქვს. ეს უპირველესად, პოსტსაბჭოურ სივრცეში მოასპარეზე ჩვენებურებზე ითქმის. გასულ უქმეებზე ოფიციალურ მატჩებში ქართული გოლი არსად გასულა, თუმცა რამდენიმე ჩვენებურმა თავისი გუნდის წარმატებაში მაინც შეძლო საკუთარი წვლილის შეტანა.

რუსეთში ჩემპიონატი როგორც იცით, გაზაფხული-შემოდგომის სისტემით მიმდინარეობს და ამიტომაც სულ მალე იქაური პრემიერლიგა გადამწყვეტ ფასაში შევა. გასული ტური რუსეთში ოთხ დღეზე გაიწელა. პარასკევს რამენსკოეს "სატურნმა" შინ "ანჟის" 1:0 მოუგო, ხოლო ნალჩიკის "სპარტაკმა" ასევე საკუთარ კედლებში 2:1 დაამარცხა პერმის "ამკარი".

ნუკრი რევიშვილმა, რომელიც ბოლო ტურებში შეუცვლელად იცავდა "ანჟის" კარს, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და მახაჩყალელთა თავკაცმა გაჯი გაჯიევმა ძირითად შემადგენლობაში მის ნაცვლად აბაევი გაამწესა. სამაგიეროდ, ქართველთაგან სასტარტოში ითამაშეს დავით კვირკველიამ და გიორგი ილურიძემ. კვირკველიამ, რომელმაც "სპორტ-ექსპრესისგან" 5-იანი მიიღო, მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ილურიძე კი პირველი ტაიმის დასრულებისთანავე შეცვალეს. ისიც 5-იანით შეაფასეს. ზურაბ არზიანი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო და შესაბამისად, შეფასების გარეშე დარჩა.

ნალჩიკელებმა კი გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარეს. მართალია, ქართველები "სპარტაკს" გოლებით ამჯერად ვეღარ შეეშველნენ, მაგრამ გუნდის გამარჯვებაში მათაც დიდი წვლილი შეიტანეს. გოგიტა გოგუამ და დავით სირაძემ სრულად ითამაშეს. პირველი მათგანის თამაში "სპორტ-ექსპრესმა" 5.5-ით შეაფასა, მეორისა კი - 6-ით.

შაბათს რუსეთის მოქმედ ჩემპიონ "რუბინისთვის" სანკტ-პეტერბურგში ვოიაჟი წარუმატებელი გამოდგა, ლაშა სალუქვაძისთვის კი - კიდევ უფრო უიღბლო. ქართველი მცველი მატჩის პირველივე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. შაბათსვე ჩრდილოკავკასიურ დერბიში გროზნოს "ტერეკმა" ვლადიკავკაზის "ალანიას" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ჩეჩნური გუნდის წარმატებაში ლევან გვაზავას განსაკუთრებული როლი არ უთამაშია, იგი მოედანზე 84-ე წუთიდან გამოჩნდა.

გუშინდელი დღე ქართველებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ტურის ცენტრალური მატჩი მოსკოვური დერბი იყო, სადაც "სპარტაკი" ცსკა-სთან 1:1 დამარცხდა. 72-ე წუთზე არმიელთა მცველმა ვასილი ბერეზუცკიმ ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ "სახალხო გუნდმა" მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ცსკა-მ სერგეი იგნაშევიჩისა და არენდიდან სულ ახლახანს დაბრუნებული ბრაზილიელი ვაგნერ ლავის გოლებით მოიგო. ჯანო ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა. ცსკა-მ ამ გამარჯვებით "რუბინს" მეორე საფეხური წაართვა.

მოსკოვის "ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" დამარცხდა - 0:1. ამ მატჩს მალხაზ ასათიანმა თავიდან ბოლომდე სათადარიგოთა სკამიდან უყურა.

გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც უკვე მეოთხე ტური მიილია. პარასკევს დონეცკის "შახტიორმა" სტუმრად 3:1 სძლია კიევის "არსენალს". თორნიკე ოქრიაშვილი დონეცკელთა განაცხადში არ გამოჩენილა.

პარასკევსვე პოლტავის "ვორსკლასა" და სიმფეროპოლის "ტავრიას" მატჩში, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა, ითამაშა ვასილ გიგიაძემ. ვეტერანი ქართველი ფორვარდი "ტავრიას" სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და შესვენებისას შეცვალეს.

"კრივბასთან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც "ილიჩევეცმა" 0:1 წააგო, სტუმართა რიგებში არ გამოჩენილა გიორგი გაბედავა. ასევე არ ათამაშეს ლვოვის "კარპატის" ქართველი სანდრო გურული. "ზესტაფონის" მეტოქე გასვლაზე ლუგანსკის "ზარიას" დაუზავდა - 2:2.

სამაგიეროდ, თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მყარად დამკვიდრდა უჩა ლობჟანიძე. დნეპროპეტროვსკის "დნეპრმა" შინ "ობოლონი" 3:0 გაანადგურა, ახალგაზრდა ქართველმა მცველმა კი "დნეპრის" დაცვის მარჯვენა ფლანგზე სრულად ითამაშა.

ლობჟანიძესა და მის თანაგუნდელებს უკრაინული პრემიერლიგის საწყის ოთხ ტურში ქულათა მაქსიმუმი აქვთ მოგროვილი და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ.

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...