რიოს დროით ორშაბათს, თბილისის დროით კი სამშაბათს, 18 თებერვალს, რიოს ტურნირის პირველ წრეში 16 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა ATP-ის ტურნირზე და მსოფლიოს 41-ე ჩოგანს, თანამემამულე ალბერტ რამოს-ვინოლასს 3 სეტში მოუგო - 7:6, 4:6, 7:6.

კარლოსი ამჟამად მსოფლიოს 406-ე ჩოგანი გახლავთ და მისი მწვრთნელი მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერი ხუან კარლოს ფერერო გახლავთ. ალკარასს ერთი მიღწევა აქამდე ჰქონდა დაფიქსირებული - შარშან, 15 წლის ასაკში მოუგო Next Generation ATP Finals-ის (21 წლამდე საუკეთესო ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირი, 7 საუკეთესო რეიტინგით ხვდება, 1 "უაილდ ქარდით") გამარჯვებულ იანიკ სინერს ალიკანზე ჩელენჯერის ტურნირზე და 2003 წელს შემდეგ დაბადებული პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ამ დონეზე შეხვედრის მოგება შეძლო.

"ჩემი სტილი, მეტ-ნაკლებად, როჯერ ფედერერისას ჰგავს. მე მიყვარს აგრესიულად თამაში, "ვინერსების" მოპოვება. ხშირად გავდივარ ბადესთან და დამოკლებულ დარტყმებსაც ხშირად მივმართავ", - ამბობს ალკარასი, რომლის მწვრთნელის აზრითაც, საუკეთესოებში მოსახვედრად ახალბედას 2-3 წელი დასჭირდება.

რიოს ტურნირის მეორე წრეში ალკარასი არგენტინელ ფედერიკო კორიას(116) შეხვდება.

მომზადებული ATPtour.com-ის მიხედვით

gio
რა არის ფოტო ხომ არ შეგეშალათ? ეს 16 წლისას კიარა ბაბუაჩემსა გავს :)))
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო