2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისმა აქტიური მზადება დაიწყო

2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის თბილისმა აქტიური მზადება დაიწყო. ეს მხოლოდ საშეჯიბრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას როდი გულისხმობს. განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, სპორტსმენთა შერჩევა-მომზადებას ექცევა. დასტურად დიღმის აუზში გამართულ ნორჩ მოცურავეთა შეჯიბრებაც გამოდგება.

საასპარეზოდ თავი მოიყარეს 1999-2000 წლებში დაბადებულმა ბიჭებმა და 9-10 წლის გოგონებმა (2015 წელს სწორედ ამ ასაკის მოცურავეები გამოვლენ თბილისში ფესტივალის ცისფერ ბილიკებზე). საპრიზო ადგილებისთვის დედაქალაქის, რუსთავის, გორისა და საჩხერის 117 წარმომადგენელი იბრძოდა.

- ფესტივალისთვის მზადების ოთხწლიანი პროგრამის შესაბამისად პირველი სასელექციო შეჯიბრება ჩავატარეთ, - გვითხრა საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბზიანიძემ. - მართალია, ნორჩების მომზადების დონეზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მაგრამ მონაწილეთა სიმრავლე მახარებს, ბევრ მათგანში პერსპექტივაც დავინახეთ, მაგრამ დასკვნების გამოტანას არ ვიჩქარებთ. ნოემბერში კიდევ ერთ სასელექციო პირველობას გავმართავთ. დარწმუნებული ვარ, მაშინ მონაწილეთა რაოდენობაც გაიზრდება და მომზადების ხარისხიც უფრო მაღალი იქნება. ამ პირველობაში ქუთაისელებსა და ბათუმელებს არ უასპარეზიათ აუზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. რიონისპირა ქალაქში უკვე მუშაობს ერთი აუზი, ბათუმში კი მალე ჩადგება მწყობრში საწყლოსნო კომპლექსი და შემოდგომით ორივე ქალაქის წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან. გაისად დაფინანსებაც გაიზრდება. ყოველივე ეს კი იმის საწინდარია, რომ 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე კონკურენტუნარიანი გუნდით წარვდგებით. დიღმის აუზში პირველობის გამართვა, სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და კომპანია "ეკოფუდის" დახმარება რომ არა, ძალიან გაგვიჭირდებოდა.

ზურაბ ხომასურიძე, ოლიმპიური თამაშების მონაწილე: ერთი შეჯიბრებით ვერ განვსაზღვრავთ სპორტსმენის ბედ-იღბალს, მით უმეტეს -ამ ასაკში. როგორც ასპარეზობის სამმა დღემ გვიჩვენა, არიან პერსპექტიული მოზარდები, ოღონდ აუცილებელია, მათთვის ხშირად გაიმართოს შეჯიბრებები -იქნება ეს "მხიარული სტარტები", საქართველოს პირველობები თუ საერთაშორისო ტურნირები. მწვრთნელთა საბჭოს სხდომაზე გავაანალიზებთ ამ შეჯიბრების შედეგებს და სათანადო დასკვნებსაც გამოვიტანთ, რაც სამომავლოდ გამოგვადგება.

მანანა აბზიანიძე, "ლაგუნა ვერეს" მწვრთნელი: უწინ შეჯიბრებს უპირობოდ დედაქალაქელი მოცურავეები იგებდნენ. ამ პირველობაზე კი პერიფერიების წარმომადგენლებმა იძალეს, რაც ძალიან მახარებს. თუმცა აქვე ხმამაღლა მინდა ვთქვა -თბილისი უნდა ჩაფიქრდეს.

თეიმურაზ კვესაძე, საჩხერის საცურაო აუზის დირექტორი: შარშან დეკემბერში გაიხსნა ჩვენთან 25-მეტრიანი სტანდარტული აუზი 6 ბილიკით, ევროპული დონის, სადაც არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის პირველობების ჩატარებაც შეიძლება. ამ აუზში, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტის განკარგულებაშია, უკვე 50-მდე მოზარდი ვარჯიშობს. ახლო ურთიერთობა დავამყარეთ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლასთან, რესურსცენტრთან, დარწმუნებული ვარ, შემოდგომისთვის მომეცადინეთა რიცხვი გაიზრდება. რაც შეეხება ჭორვილას სკოლის ოთხბილიკიან აუზს, იქ ნაყოფიერად მუშაობენ მწვრთნელები -ლეილა კაპანაძე და ვალერი ცხადაძე. ამ შეჯიბრებაზე მათ გოგონათა გუნდი ჩამოიყვანეს. პირობებიც გვაქვს და რაიონის ხელმძღვანელთა მხარდაჭერაც, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ საქართველოს ნაკრებს ღირსეული ცვლა მოვუმზადოთ.

კვარცხლბეკი

თავისუფალი ყაიდა. 50 მ. გოგონები. 1. მერი მუმლაძე ("ტონუსი", თბილისი), 2. ელენე ბერაია ("ოლიმპიკი", თბილისი), 3. ანა ცაციაშვილი (გორი). ვაჟები. 1. ნიკა შუშიაშვილი (სპორტის სამინისტრო), 2. საბა მდივანი ("ტონუსი"), 3. ოთარ ივანაშვილი (საჩხერე). 100 მ. გოგონები. 1. მერი მუმლაძე ("ტონუსი"), 2. ელენე ბერაია ("ოლიმპიკი"), 3. ნანა დემეტრაშვილი ("ჭორვილა"). ვაჟები. 1. ნიკა შუშიაშვილი (სპ. სამინისტრო), გივი დუდაშვილი (გორი), 3. ოთარ ივანაშვილი (საჩხერე). გულაღმა ცურვა. 50 მ. გოგონები. 1. ნათია მაჭავარიანი ("ჭორვილა"), 2. ანა თოიძე ("დიღომი", თბილისი), 3. ლიზი ჯაფარიძე (რუსთავი). ვაჟები. 1. გიორგი ხვედელიძე ("ტონუსი"), 2. გია მაჭავარიანი (საჩხერე), 3. ალექსანდრე კრავცოვი ("ლაგუნა-ვერე"). 100 მ. გოგონები. 1 ნათია მაჭავარიანი ("ჭორვილა"), 2. ლიზი ჯაფარიძე (რუსთავი), 3. ლიკა ჭიხორია (რუსთავი). ვაჟები. 1. გიორგი ხვედელიძე ("ტონუსი"), 2. გია მაჭავარიანი (საჩხერე), 3. ბადრი ხატიძე ("ნეპტუნი", თბილისი). ბრასი. 50 მ. გოგონები. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი), 2. ბარბარე ტოგონიძე ("ლაგუნა-ვერე"), 3. ანა სტვილია (სპ. სამინისტრო). ვაჟები. 1. ილია პაპიძე ("ლაგუნა-ვერე"), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე), 3. რატი კობახიძე ("დიღომი"). 100 მ. გოგონები. 1. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი), 2. ანა სტვილია (სპ. სამინისტრო), 3. ბარბარე ტოგონიძე ("ლაგუნა-ვერე"). ვაჟები. 1. ილია პაპიძე (ლაგუნა-ვერე"), 2. ლევან ბახტურიძე (საჩხერე), 3. ნიკა ცაგარელი ("ტონუსი"). ბატერფლაი. 50 მ. გოგონები. 1. ანა ბუხრიკიძე (გორი), 2. ნათია იაგანაშვილი (რუსთავი). ვაჟები. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი"), 2. ვლადიმერ ტერლეცკი (გორი), 3. გიორგი წულუკიანი ("ოლიმპი"). 100 მ. გოგონები. 1. ანა ბუხრიკიძე (გორი), 2. ნათია იაგანაშვილი (რუსთავი). ვაჟები. 1. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი"), 2. ვლადიმერ ტერლეცკი (გორი), 3. გიგი წულუკიანი ("ოლიმპი"). კომპლექსი. 100 მ. გოგონები. 1. მერი მუმლაძე ("ტონუსი"), 2. რუსუდან გოგინაშვილი (რუსთავი), 3. ანა სტვილია (სპ. სამინისტრო). ვაჟები. 1. ილია პაპიძე ("ლაგუნა-ვერე"), 2. ნიკა შუშიაშვილი (სპ. სამინისტრო), 3. ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი"). გუნდურ ჩათვლაში რუსთაველებმა გაიმარჯვეს.

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე