გორში ჭადრაკის კლუბი ”მთიები” გაყიდვას გადაურჩა და მისი დამფუძნებელისა და დირექტორის გურამ მუკნიაშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებასაც ძველებურად განაგრძობს
გორში ჭადრაკის კლუბი ”მთიები” გაყიდვას გადაურჩა და მისი დამფუძნებელისა და დირექტორის გურამ მუკნიაშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებასაც ძველებურად განაგრძობს. ვფიქრობთ, კლუბის აუქციონის სიიდან ამოღება ამას წინათ შიდა ქართლის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად რეგიონის გუბერნატორის, ზურაბ არსოშვილის არჩევამაც განაპირობა. ახლა უკვე იმის იმედიც აქვთ, რომ ახალი პრეზიდენტი ქალაქის ჭადრაკის მეორე კერის, ცენტრალური სასპორტო სკოლის შენობაში განთავსებული სექციის გაფართოების პირობასაც შეასრულებს. რაც შეეხება ”მთიებს”, აქ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი შეჯიბრება ჩატარდა დიდებში.

გაგაცნობთ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს:

საგაზაფხულო - სააღდგომო ტურნირი: 1. სოსო ეგნატაშვილი, 2. ლექსო ხახუტაშვილი, 3. ოთარ ხარატიშვილი;

9 მაისისადმი მიძღვნილი ტურნირი: 1. გიორგი დაღელაშვილი, 2. ლექსო ხახუტაშვილი, 3. ოთარ ხარატიშვილი;

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი): 1. გიორგი დაღელაშვილი, 2. ლექსო ხახუტაშვილი, 3. ჯემალ ინჯია; სამივე შეჯიბრებაზე მხოლოდ გორელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.

როგორც ხედავთ, გიორგი დაღელაშვილი ორჯერ საუკეთესო იყო, თუმცა საინტერსოა, რომ მას საგაზაფხულო ტურნირზე არ უასპარეზია, თორემ სავარაუდოდ იქაც ვიხილავდით ფავორიტთა შორის. აღსანიშნავია ლექსო ხახუტაშვილის ერთგვარი უიღბლობაც, რომელსაც სამივე შეჯიბრებაზე ერთი ნაბიჯი დააკლდა საბოლოო გამარჯვებამდე.

1 ივნისიდან ”მთიები” ქალაქის პირველობას უკვე შაშში უმასპინძლებს.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო