"საბურთალომ" სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო, თუმცა 2020 წელს საქართველოში ყველაზე ხმაურიანი გუნდი გამოდგა, თავისი ნამატებითა და სკანდალებით. ევროზონაში მოხვედრასთან ერთად "საბურთალოს" გარშემო კრიტიკა მუდმივად ტრიალებს.

კლუბი 2020 წლის სეზონში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს, თუმცა დღის საათებში რადგან სტადიონზე განათების სისტემის ტექნიკური გაუმართაობაა, ამავე სტადიონზე საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩიც შუადღეს გაიმართება.

კლუბი ამ სეზონში გიორგი ცეცაძეს უნდა გაეწვრთნა, თუმცა ფეხბურთელებთან უთანხმოების გამო სეზონის დაწყებამდე გუნდი დატოვა. მის ნაცვლად კი კლუბში 50 წლის თემურ შალამბერიძე იმუშავებს, რომელიც მანამდე "სიონს", "შუქურასა" და "დილას" წვრთნიდა.

შემადგენლობა

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი.

დაცვა: ნიკოლოზ მალი, იულიუს ბლიკი, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, ანრი ჭიჭინაძე, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, ჟარდელ ნაზარე.

ნახევარდაცვა: ლევან ყენია, ოლექსანდრ ბელიაევი, ლევან მაჭარაშვილი, ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, ჯეროენ ლუმუ, დაჩი ცნობილაძე.

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გურამ გოშთელიანი, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, გიორგი გულიაშვილი.

მატჩები 2020 წელს

"საბურთალო" - "არაგვი" 2:0

"საბურთალო" - "ადმირა" 1:2 (ავსტრიის ბუნდესლიგა, მე-11 ადგილი)

"საბურთალო" - "ზენიტი" 0:4 (რუსეთის პრემიერლიგა, 1 ადგილი)

"საბურთალო" - "ალკოიანო" 3:1 (ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგა)

"საბურთალო" - "დინამო" 1:0 (საქართველოს სუპერთასი)

შეფასება

გიორგი ცეცაძისა და გიორგი ჭანტურიას კლუბში მოსვლა-წასვლა, ეს "საბურთალოს" საქმეა, მაგრამ ევროტურნირებზე მიღებული გაკვეთილის შემდეგ ისწავლა თუ არა გუნდმა რაიმე?

დადებითი ის არის, რომ გუნდში გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები დარჩნენ, რომელთაც პროგრესირება შეუძლიათ. თუმცა ლეგიონერების გარეშე ვერცერთი კლუბი ვერ გაძლიერდება და ამ დროს ვინ დაიმატა "საბურთალომ"?

იულიუს ბლიეკი - 25 წლის მცველი, ჰოლანდიის მეორე ლიგის გუნდ "იგლზში" თამაშობდა, 2019 წლის 10 აპრილის შემდეგ მთავარ გუნდში სულ 10 წუთი ითამაშა. სათამაშო დრო ძირითადად 21-წლამდელთა გუნდში ეძლეოდა.

ჟარდელ ნაზარე - 24 წლის ფეხბურთელი, ბოლოს პორტუგალიის მესამე ლიგის "ოლეიროსში" თამაშობდა. ის სან-ტომე და პრინსიპის ნაკრების წევრია, ეროვნულ გუნდში ორი შეხვედრა ჩაატარა 2019 წლის ბოლოს.

ჟეროენ ლუმუ - 24 წლის შემტევი 1-ლი ივლისის შემდეგ უგუნდოდ არის. მანამდე პორტუგალიის მესამელიგელ "აროუკაში" და რუმინეთის მეორელიგელ "პლოიესტში" თამაშობდა.

ოლექსანდრ ბელიაევი - 20 წლის ნახევარმცველი კლუბმა "დნიპროსგან" ინათხოვრა. ბელიაევი "დნიპროს" შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამავდროულად, ფეხბურთელი თამაშობდა უკრაინის 20-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებში.

თითქმის იგივე პრობლემებია სხვა კლუბებში, მოჰყავთ ლეგიონერები, რომლებმაც მაქსიმუმ, კლუბი ეროვნულ ლიგაში გააძლიერონ. საერთაშორისო დონეზე ამ ფეხბურთელების ძალა მინიმალურია.

რაც შეეხება პროგნოზს, "საბურთალო" ამ სეზონშიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ევროპა ლიგის შესარჩევში კვლავ განწირულია.

განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობ განათების სისტემის ტექნიკურმა გაუმართაობაა

zura
ხალხის 90% კაი ჯანდაბას ვერ ხვდება მაგდენს მაგრამ ჟურნალისტები და ვითომ ფეხბურთის სპეციალისტები რომ ვერ ხვდებიან მაგდენს მაგრად ტეხავს... ქართველის გაკრიტიკება ერიდებათ და უცხოელებს ისე ლანძღავენ ჯერ მაგათი თამაშიც რომ არ აქვთ ნანახი...
gavasha
მარტო ლეგიონერებზე რომ ამახვილებ ყურადღებას აგერ ნახავ როგორც ითამაშებს ეგ ლუმუ. ქართველებზე დაწერე რამე ქართველებზე დაჩი ცნობილაძე რომ გუნდს ეყოლება ან კარში ლაზარე კუპატაძე ვისი გამომგდებია ის საერთოდ? ძაან ტეხავს ხალხო ეს ორმაგი სტანდარტები ხო ხედავთ 11 ქართველით ვერსად ვერ გავდივართ და კლუბები ახალ მიღებულ პრაკტიკას ირჩევენ წამყვანი საფეხბურთო ლიგების ჩაკარგულ ტალანტები მოყავთ რომლებიც შეიძლება ათამაშდნენ აბა იმ ფინანსებით რაც ქართულ ფეხბურთშია ტოპ ტალანტს ვერ ჩამოიყვანენ და რისი თავიც აქვთ აკეთებენ დაჩი ცნობილაძეების და ლაზარე კუპატაძეების თამაშს დამიჯერეთ ჯობია.
გიორგი
საბურთალო ქართული ფეხბურთის სირცხვილია!!
gujakakhadze
ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ერთი რესურსი კიდევ დაგვრჩა - მენტალური მომზადება!
zura
ბატონო გალაქტიონ, ძალიან ერჩით ამ ლეგიონერებს ყველა კლუბში და თქვენ ხომ არ გეშლებათ, ხომ არ გგონიათ პრემიერლიგის ან სერია-ა-ს კლუბების ტრანსფერებს აფასებთ? შეხედეთ ჯერ ჩვენს ჩემპიონატს, მერე რომელ ადგილზე ვართ, რა დონეზე ვართ, ხალხის და სპონსორების ინტერესს, კლუბების ფინანსებს, გაანალიზეთ ეგ ყველაფერი და მერე დაიწუნეთ რომელიმე ლეგიონერი... საერთოდ რომ ვინმე ჩამოსვლაზე თანხმობას აცხადებს, ამ ყანებში სირბილზე თანახმაა და ამ უფერულ ჩემპიონატშ რომ რაღაცით მაინც ამრავალფეროვნებს (თუნდაც კანის ფერით) მადლობელი არ უნდა ვიყოთ? ნებისმიერ თქვენს დაწუნებულ ლეგიონერზე მინიმუმ 15 უფრო სუსტ ქართველ ფეხბურთელს დაგისახელებთ იმავე კლუბში და იმათ რატომ არ ერჩით? რისი ერთი ადგილიც აქვთ კლუბებს ისინი ჩამოჰყავთ, ბოლო-ბოლო თავისუფალი აგენტები არიან და დიდი ხარჯი არ იქნება გაღებული და გიშავებენ რამეს? მეც მინდა უკეთესი, თქვენზე ნაკლები მოთხოვნილებები არც მე მაქვს მაგრამ მიმოიხედეთ გარშემო, დაინახეთ სად ვიმყოფებით და მერე მოითხოვეთ უკეთესი! ოკ?
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 დინამო (ბთ). დრო, რომელიც იწურება...
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს