„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელი თავდამსხმელის, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვის ყიდვა „ნიუკასლს“ უნდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელი თავდამსხმელის, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვის ყიდვა „ნიუკასლს“ უნდა. თავად ბერბატოვიც წასვლას ეშურება - პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათადარიგოთა სკამზეც კი არ დასვეს და შეურაცხყოფილია. „კაჭკაჭების“ მწვრთნელი ალან პერდიუ კი მზად არის ბულგარელის სანაცვლოდ 7,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში პერდიუმ „ლივერპულს“ ენდი ქეროლი მიჰყიდა, ამ ვაჭრობამ 35 მილიონი ფუნტი მოუტანა და ახლა მზად არის სატრანსფერო ბაზარზე თამამად გავიდეს.

ბომბარდირობა რომ ვახსენეთ, დავაზუსტებთ: ბერბატოვის მსგავსად 20 გოლი „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა ფორვარდმა, 27 წლის კარლოს ტევესმაც გაიტანა, მაგრამ ის ბულგარელს მხოლოდ იმიტომ დაეწია, რომ „იუნაიტედის“ მწვრთნელმა,სერ ალექს ფერგიუსონმა, თავისი ყველაზე უხვგოლიანი თავდამსხმელი გაზაფხულზე სათადარიგოთა სკამზე დასვა. ბუნებრივია, რომ ასეთი მოპყრობის შემდეგ ბერბატოვი ეძებს კლუბს, სადაც მას ძირითადის წევრად მიიჩნევენ და ჩინებულ ფორმაში მყოფს რეზერვში არ გააგდებენ.

როგორი დამოკიდებულება აქვს ბერბატოვს „ნიუკასლთან“? ამბობენ, რომ ფორვადს, რომელიც „იუნაიტედში“ 2008 წელს „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ 35,75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, ბავშვობაში კერპი ჰყავდა და ის „კაჭკაჭთა“ ლეგენდა ალან შირერი იყო.

საინტერესო ფაქტია: სეზონის დასრულების შემდეგ ბერბატოვი ბულგარეთში არ დაბრუნებულა. მეტიც, ის სულაც არ აღმოჩნდა გულღრძო ადამიანი და ორშაბათს, თანაგუნდელებთან ერთად მანჩესტერის ქუჩებში ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა.

გადავა ბულგარელი „ნიუკასლში“? ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემა შეიძლება ნაადრევი იყოს. სავარაუდოდ, ბერბატოვის დონის თავდამსხმელს ჯერ კიდევ ბევრი კლუბი შესთავაზებს თანამშრომლობას.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა