3 მარტს, თბილისის "ოლიმპიკის" საცურაო აუზში წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მატჩი "დინამოსა" და "მარსელს" შორის, კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა. ამავე მიზეზით საკალათბურთო ასაკობრივი ჩემპიონატების შეხვედრები 16 მარტამდე აღარ გაიმართება.

რა თქმა უნდა, ადამიანთა ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ საბედნიეროდ, კორონავირუსით დაავადებულთა პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში იმდენად დაბალია, რომ მსგავსი პრევენციული ზომების მიღება, ცოტა არ იყოს და, გადაჭარბებულად მოჩანს. მსგავსი ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნამ და პანიკამ შესაძლოა, მარტში ჩასატარებელი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებების და რაც მთავარია, ფეხბურთში ბელარუსთან ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის მაყურებლების გარეშე ჩატარება გამოიწვიოს.

პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ სახელმწიფოში ჯერ სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელთა დასწრება არ აუკრძალავთ. რუსეთისგან გადასაღები არაფერი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში კი უნდა დავეთანხმოთ - დღეს მათი ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ალეკსანდრ დიუკოვმა განცხადება გააკეთა:

"დაგეგმილი გვაქვს, რომ ჩემპიონატის და თასის მატჩებს მაყურებლები დაესწრონ. ლიგა სხვადასხვა ვარიანტს და მათ შორის, გეგმა B-ს განიხილავს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ხელისუფლების პრეროგატივაა."

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის დაპირისპირება თბილისის "დინამო არენაზე" 26 მარტს გაიმართება. ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე გაყიდულია. ეს ჩვენი გუნდისთვის ისტორიული შანსია და გულშემატკივართა მხარდაჭერა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

romas
ანექცია არა ინექცია იყო))
giorgi
რაიღბალიაქ ამ ქვეყანას...
roma bejanidze
გიორგის ვეთანხმები მილიონი პროცენტით. ჩვენი ნებით არ ვიყავით საბჭოთა კავშირში ეგ ანექცია იყო და არა კავშირი. ამიტომ ნუ გამოიყენებთ ტერმინს პოდსაბჭოთა ქვეყანას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი "საქართველო". გათავისუფლებული რუსეთის ანექციისგან.
buba
ბელორუსიის ნაკრებს მაინც დარხეული აქვს!!... არაფერი აღარ უშველით, გინდ მაყურებლით და გინდაც უმაყურებლოთ...
გიორგი
ვერ გაცდნენ ჩვენი ჟურნალისტები რუსული საიტებიდან მასალების გადმოწერის დონეს. დაივიწყეთ საერთოდ ეს რუსეთი თავისი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიანად. ნუ ხმარობთ ტერმინს "პოსტსაბჭოთა სივრცე".
სტატუს ქუო
არავითარ შემთხვევაში,ბუნტი მოხდება.
Valderrama
გეთანხმები, მაგრამ სასიამოვნოსაც რომ თავი დავანებოთ, პოატსბჭოთა ქვეყანა თუ ხარ სსრკ-ს დაშლიდან 30 წლის მერე, ესეიგი არაფრის ამბიცია და პერსპექტივა არ გაქვს. ჩვენს თავს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას რომ სხვამაც პატივი გვცეს
ყოჩაღი ოლეგი
ავტორს სპორტის გარდა, მედიცინის სფეროშიც ჰქონია მაღალი მიღწევები. როგორ ყველაფერში ექსპერტები ვართ ზედაპირულილად. მადლობა რომ ჭკუა დაგვარიგეთ.
გულშემატკივარი
რა კორონა, რის ვირუსი, მე თუ დამიჭერს ვინმე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მოვხდები სტადიონზე.
გიორგი
ნუ იხსენიებთ საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნად. არ არის სასიამოვნო
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე