ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთია. კენჭისყრის შედეგებს ესტონური postimees.ee გამოეხმაურა.

სახელებით ესტონეთი სუსტია, მოედანზე?

სამივე გუნდი რეიტინგში ჩვენზე წინაა: ჩრდილოეთი მაკედონია (68), საქართველო (91) და სომხეთი (102). ესტონეთის ნაკრების მწვრთნელ კარელ ვოილაიდას თქმით, აუტსაიდერად ჩვენი გუნდი მიიჩნევა: "არ ვიცი, რამდენად ბედნიერი წილისყრა იქნებოდა, ყველა გუნდი ერთი დონისა რომ ყოფილიყო. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეები ჩვენზე ძლიერად მიიჩნევენ თავს, ჩვენთან ქულების მოპოვების იმედი აქვთ, მაგრამ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. გათამაშებას ყველა სუფთა ფურცლიდან იწყებს".

ჯგუფის მეტოქეებთან დაპირისპირების ისტორია სხვადასხვაგვარია. ყველაზე სამწუხარო სურათი მაკედონიასთან მატჩებში გვაქვს - 4-დან მხოლოდ 1 ფრე. ესტონეთს ტრადიციულად უჭირს კომბინაციური სტილის გუნდებთან თამაში. ყოფილი იუგოსლავიიდან მაკედონია კი არის ყველაზე სუსტი, მაგრამ იგორ ანგელოვსკის გუნდის სტილი და შემსრულებელთა კრებული ჩვენს ჯგუფში ნებისმიერ მეტოქეს თავის პირობებს უკარნახებს.

ჩრდილომაკედონიელები ძლიერ ევროპულ ჩემპიონატებში ასპარეზობენ, თუმცა ისევე, როგორც საქართველოსა და სომხეთს, უარყოფითი თვისება გააჩნიათ - თუ ფეხბურთელები ხასიათზე ვერ არიან, ძალიან უხეიროდ ითამაშებენ. ასეთი ტრადიციები აქვს ყველა ბალკანურ და ამიერკავკასიურ გუნდს.

ესტონეთს სომხეთთან დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.

საქართველოს ნაკრებს ესტონეთი ბოლოს 2018 წელს შეხვდა და 0:2 დამარცხდა. სულ ექვსჯერ დავუპირისპირდით: 2 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. ქართველები, ანუ როგორც მათ "ამიერკავკასიელ ბრაზილიელებს" უწოდებენ, ყოველთვის აცხადებენ თავიანთ ყველაზე მაღალ ამბიციებზე. პრაქტიკაში კი არცთუ ურიგო ოსტატებით ისე თამაშობენ, რომ შეუძლიათ გრანდისთვის ქულების ართმევით სიურპრიზი შემოგვთავაზონ და ძალიან სუსტთან წააგონ.

მიზანი გამარჯვებაა

ესტონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა აივარ პოლაკმა შემდეგი განაცხადა: "ამ ნაკრებებთან კარგა ხანია არ გვითამაშია. მეორე ასპექტი - საქართველომ და მაკედონიამ ჯგუფებში მაღალი დონით იმარჯვეს, სომხეთი კი მეორე ადგილზე გავიდა. ახლა ეს ნაკრებები აღმავალი გზით მიდიან. რას ველით და რისთვის ვთამაშობთ? მიზანი გამარჯვება და B დივიზიონში გადასვლაა. გამოწვევა რთულია, მაგრამ ეს ნორმალურია".

ამოცანა, რომელიც ნაკრებს ასოციაციამ დაუსახა, მართლაც რთულია, თუმცა შეუსრულებელსაც ვერ ვუწოდებთ. ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენმა გუნდმა 8 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. რაგნარ კლავანის გარეშეც შესაძლებელია მებრძოლი შემადგენლობის შეკრება - პირველ როლებზე გავლენ ძლიერ უკრაინულ "დესნაში" გადასული იონას ტამი და ერიკ სორგა, რომელმაც ზამთარში "დი სი იუნაიტედთან" გააფორმა კონტრაქტი.

ემზარ დუისბურგი
აუ ესეც რომ იტყვის რომ თურმე მაკედონია,სომხეთი და საქართველო ერთნაირი დონის გუნდები არ არიან ?აბა რომელი დონის გუნდებთან იქნებოდი უფრო ბედნიერი? პს: აი სწორედ ამ გუნდთან იქნება ყველაზე ძნელი თამაში ,გუნდს რომელსაც არავითარი მოტივაცია არ გააჩნია და ავტობუსივით საჯარიმოს წინ გამწკრივდება ....ამიტომ მძიმე არტილერიაა საჭირო ,შორეული დისტანციის სარაკეტო დარტყმები ,კანკავა ცეცხლი
ნიკ
საბანი კარგად დაიფარეთ,არ გაცივდეთ.
სოსო
ადმინ,რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა.დავიჯერო არ იცით, რა კაცი იყო?ღმერთმა გაანათლოს მისი სული,ქართველკაცობის და ვაჟკაცობის ეტალონი და უკვე შემდეგ,ოლიმპიური ჩემპიონი,სიმაღლეზე ხტომაში.რომის ოლიმპიადის გამარჯვებული და ამერიკელთა ჰეგემონიის დამამხობელი.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება