დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მეორე ლიგისსაქართველოსა და ესტონეთს შორის პლეი-ოფის დაპირისპირების მეოთხე შეხვედრაში 19 წლის ზურა ტყემალაძე კრისტიან ტამს დაუპირისპირდა და 3 სეტში დათმო შეხვედრა - 3:6, 6:2, 5:7.

პირველი სეტი ახალგაზრდა ქართველმა საკმაოდ სუსტად დაიწყო და ესტონელმა 3:0 წაიყვანა ანგარიში. შემდგომ გეიმებში თამაში გათანაბრდა და მე-5 გეიმში ზურას 3 ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოახერხა და ესტონელმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3.

მეორე სეტში კი ქართველი ჩოგბურთელი აშკარად ჯობდა მეტოქეს. ტამი ახალგაზრდა, შემტევი, shoot and miss ტიპის ჩოგბურთელია, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებს. ზურა კი, ძალიან სწორი ტაქტიკა დაუპირისპირა გაცილებით ათლეტურ მოწინააღმდეგეს და მის მოწოდებაზე 2 გეიმის მოგება შეძლო. მე-8 გეიმში ტყემალაძის ბრეიკ-პოინტზე ტამმა ჩაწოდებისას ხაზს დაადგა ფეხი და ქართველმაც სეტი მოიგო - 6:2.

მესამე სეტი გულისამაჩქარებლად დაიწყო. მეორე გეიმში, 1:0-ზე, ზურას 4 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ესტონელმა მაინც დაიტოვა გეიმი. 3:3-ზე კი, პირველი სისხლი დაიღვარა, ზურამ საკუთარი მოწოდება წააგო, თუმცა მე-8 გეიმშივე უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. თუმცა მე-11 გეიმი ისევ დათმო და დამარცხდა - 5:7.

ამ მატჩის შემდეგ ანგარიში 3:1 გახდა ესტონეთის სასარგებლოდ და მეტოქემ გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს კი, შემოდგომაზე მე-2 ჯგუფში დასაბრუნებელი პლეი-ოფი ელის.

Max
dges unda etamasha Nikas 100%. Ragac moxda etkoba da chven ar vicit. Davis cup 1-2 motamasheebi tamashoebn orive dges. tito tito tamashs atareb tito dges. Pirvel dges nikam Moigo da metrevelma waago. Meore dges nikas unda etasha vistanac metrevelma waago da metrevels visac nikam mougo. Magram ragac moxda etkoba. Dzalian cudia.
Biannkoneri
თამაშზე რომ ყოფილიყავი მაგას ნამდვილად არ იტყოდი. ფაქტია ნიკა (27) და დანარჩენები: მეტრეველი, ტყემალაძე, ცივაძე.. თამაშის დონეც განსხვავებულია თუმცა, დღეს წყვილებშიც ჩვენ ვჯობდით და სამწუხაროდ წავაგეთ.. აი ზუკა ტყემალაძის თამაში და იქ გულშემატკივრების აქტიურბა სულ სხვა იყო! იქამდე მივიდა საქმე რომ უნდა მოგვეგო.. თუმცა ეგ თამაშიც დავთმეთ. სამწუხაროა.
Irakli Apkhaidze
წესებში შენ თუ ერკვევი ისიც უნდა იცოდე რო დღეს პირველი ნომრები უნდა შეხვედროდნენ
Irakli Apkhaidze
Marshal და www ნიკამ ერთი თამაში ითამაშა (მეც კორტებიდან ვგულშემატკუვრობდი) და დღეს მეორე უნდა ეთამაშა, სწორედ მისმა უთამაშებლობამ წაგვაგებინა ვფიქრობ. და შენ www ისიც თუ არ იცი რო მეორე უნდა ეთამაშა და დღეს პირველი ნომრები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს რა გაიძულებს პასუხის დაწერას?...
გიგა
თამაშის გაგებაში არ არიან ბასილას გარდა. ერთი ბასილა გვყავს. დანარჩენები მოყვარულების დონეს ვერ აცდნენ.
Kkk
რას უნდა ელოდე სხვას მთელ ფედერაციას, მარტო მეტრეველები მართავენ, რამდენი ალექსანდრე და რამდენი აკაა ვერ გაიგებ.
Biankoneri
ბასილამ რატო არ ითამაშა მიზეზი იცის ვინმემ? :(
Marshali
Itamasha basilashvilma tavisi tamaashi da moigo, im 3-1dan erti mogeba nikasi iyo da wesebshi tu erkvevi chogburtis erti chogburteli ver itamashebs yvela tamashs
www
ისიც თუ არ იცი, რომ ბასილაშვილმა ითამასა, რა გაიძულებს, რომ კომენტარი დაწერო?
A
19 წლის ტყემალაძე დამარცხდა, ვითომ ძაან პატარაა, რამეს რო წარმოადგენდეს მაგ ასაკში უნდა იფრინოს ზუსტად, ურეიტინგო კაცთან უპრობლემოდ უნდა იგებდე თავს თუ ჩოგბურთელს უწოდებ, მეტრეველიც მიახლოებით ჩოგბურთელია და შედეგიც სწორია, ის ერთიც გასაკვირია რო მოიგეს, ტრაბახში კი ვართ მაგრები, თანაც ყველა სპორტში და ყველა სფეროში
ნოდო
ნეტა რატო არ მიკვირს :) ასე იცის წინასწარ ბაქინუქმა და ქილიკმა ესტონეთი სუსტია და გავალთ ასე და ისე აბა თქვენ იცით დააბრალეთ ქარს წვიმას თოვლს კორონას გლობალურ დათბობას :D არადა ესტონელებს დახურული დარბაზი უფრო უნდოდათ ჰეჰ :)
Gio
რაშიც მაგრები ვართ, ესაა ტრაბახი, წინასწარ გამოაცხადეს პრესაში გამარჯვებულად.
ვაჟა
ქაღალდის ვეფხვები. გივი სიხარულიძე მაინც გეთამაშებინათ!
Irakli Apkhaidze
წელიწადში 2-ჯერ ჭირდება ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებს, ეგეთი რა პრობლემა ჰქონდა რომ ეთამაშა...
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა