ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

”რეალისთვის” უღირსი? No, No, No!

”რეალისთვის” უღირსი? No, No, No!

ჰამით ალთინთოფი მადრიდში სკამის სახეხად არ მიდის

ჰამით ალთინთოფის მადრიდის „რეალში“ გადასვლამ, არა მარტო მისი ყოფილი გუნდის, „ბაიერნის“ ფანები გააოცა, არამედ მთელი საფეხბურთო ესპანეთიც გააკვირვა. რაკი 28 წლის თურქი ნახევარმცველი მიუნხენურ კლუბში სათადარიგოთა სკამს ხეხავდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას „სამეფო გუნდში“ დაპატიჟებდნენ. ფაქტი კი სახეზეა: ჰამითი „რეალის“ ფეხბურთელი გახდა და სხვათა შორის, ძალიან თავდაჯერებულიცაა - ამტკიცებს, ვიბრძოლებ და „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დავიმკვიდრებო.

ცოტა ხნის წინ, ჟოზე მოურინიომ ხორხე ვალდანოს ძალაუფლებისთვის ბრძოლა მოუგო. შედეგად, მადრიდულმა გრანდმა ვალდანო დაითხოვა. ამით გაბრაზებულმა ყოფილმა გენ-დირექტორმა „რეალში“ ყველა და ყველაფერი გააკრიტიკა, ამ შემთხვევაში კი, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჰამით ალთინთოფის შესახებ გაკეთებული კომენტარია - ვალდანომ თქვა ის, რასაც „რეალის“ არაერთი ქომაგი ფიქრობს: „შეიძლება, ჰამით ალთინთოფი არ არის ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ის არ იმსახურებს „რეალში“ თამაშს. ჩემი აზრით ის საშუალო დონის მოთამაშეა, რომელიც „სამეფო გუნდის“ შემადგენლობაში არ უნდა იყოს.“

თვითონ თურქი ნახევარმცველი კი კრიტიკის ქარცეცხლს მშვიდად შეხვდა, თავდაჯერებული ჩანს და იქადნება, ყველას დავუმტკიცებ, რომ „რეალში“ თამაშის ღირსი ვარო.

„ვფიქრობ, რომ „რეალისთვის“ სასურველი ფეხბურთელი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არავინ მომიყვანდა. ვერც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, თითქოს საშუალო დონის მოთამაშე ვარ, - ამბობს ჰამითი AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - დარწმუნებული ვარ, რომ ჟოზე მოურინიოს ძალიან ვჭირდები. ეს სპეციალისტი ფეხბურთელს ტყუილად არასდროს ყიდულობს. სადაც არ უნდა მათამაშოს, თავს არ დავზოგავ.“

სიახლე არ არის ის ფაქტი, რომ ჰამითი მრავალმხრივი ფეხბურთელია და თამაში არაერთ პოზიციაზე შეუძლია. მარჯვენა მცველი, მარჯვენა ნახევარმცველი, საყრდენი ნახევარმცველი, გამთამაშებელი - კარიერის განმავლობაში მას ყველა ამ პოზიციაზე უასპარეზია. „ბაიერნში“ კი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველთვის სათადარიგო იყო, რადგან ლუის ვან გაალს თავი ვერაფრით მოაწონა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერს ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის სახით ორი შესანიშნავი გარემარბი ჰყავდა და სულაც არაა გასაკვირი, ჰამითს ძალიან იშვიათად რომ ათამაშებდა. გასულ სეზონში თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა „ბაიერნის“ ფორმა მხოლოდ 14 შეხვედრაში მოირგო. ჰამითი ამბობს, ვან გაალის გაკრიტიკება არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს შემთხვევაში ძალიან ცდებოდა, ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდიო.

„ცხადია, არ მაქვს იმის ილუზია, რომ თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშებ, მაგრამ მადრიდში სკამის სახეხად არ ჩამოვსულვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხშირად ვითამაშო ხოლმე და მჯერა, მიზანს მივაღწევ,“ - აცხადებს ალთინთოფი.

სხვათა შორის, ესპანური პრესა და ესპანელი ექსპერტები თავის დროზე მესუთ იოზილის მადრიდულ პერსპექტივასაც ეჭვის თვალით უყურებდნენ (იგივე ითქმის სამი ხედირაზეც), მაგრამ 22 წლის გამთამაშებელმა, რომელიც წარმოშობით ასევე თურქია, სამეფო გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. სხვათა შორის, ალთინთოფს „რეალში“ კიდევ ერთი თანამემამულე დახვდება - ნური შაჰინი, რომელიც „რეალში“ ასევე ახალწვეულია (დორტმუნდიდან).

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა