2019-2020 წლის სეზონის განმავლობაში უკვე მერამდენედ გვიწევს აღნიშვნა:

"საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად...." და მართლაც რომ პირველად...

"გრან პრის ეტაპების ოქროსა და ვერცხლის მედლები, გრან პრის ფინალის ოქროს მედალი სპორტულ ცეკვებში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლები სპორტულ წყვილებში, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ვაჟთა კატეგორიაში და ყველა ეს წარმატება მართლაც რომ პირველად, წლების წინ აუხდენელ ოცნებად ქცეული, დღეს კი დიდი ბრძოლის შედეგად მიღწეული და დამსახურებულად მოპოვებული. გამარჯვების ერთ კვარცხლბეკზე დგომა სპორტის ამ სახეობის "სამშობლოდ" მიჩნეული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ოცნების რეალობად ქცევის დაუჯერებელი მაგალითია...", - აღნიშნა სპორტულ ცეკვებში ქართველი მოციგურავეების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

ბოლო 20 წლის მანძილზე სპორტულ ცეკვებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ 7 ქვეყნის მოციგურავე წყვილმა შეძლო გამარჯვება და საპრიზო ადგილის მოპოვება. დღეს კი ამ ქვეყნებს: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, კანადა, საფრანგეთი, უკრაინა, უნგრეთი და ესტონეთი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის მედლებით საქართველო დაემატა, კიდევ ერთი ახალი ფურცელი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

2020 წლის იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში 176,19 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა ქართველმა წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ, რომლებსაც 0.99 ქულა დააკლდა პოზიციით უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად. პირველი ადგილი კი ერგო წყვილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევონლი ნგუენსა და მაქსიმ კოლესნიკს, რომლებმაც 2019 წლის გრან პრის ფინალში პირველობა კაზაკოვა-რევიას წყვილს დაუთმეს და რითმული ცეკვის შემდეგ კი ამ ჩემპიონატზე თითქმის 2 ქულით ჩამორჩებოდნენ ქართველ წყვილს.

ტალინში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა წყვილმა კაზაკოვა-რევიამ წარმოადგინეს ორიგინალური რითმული ცეკვა და ტექნიკურად საკმაოდ რთული თავისუფალი პროგრამა. ორივე ამ პროგრამის კომპონენტური სეგმენტი მსაჯებმა უფრო მაღალი ქულით შეაფასეს, ვიდრე ქართველი წყვილის მთავარი კონკურენტების პროგრამების საპრეზენტაციო ნაწილი.

ამერიკის შეერთებული შტატები , საქართველო და რუსეთი .... და ისევ პირველად, ქართველი მოციგურავეების მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ისტორიაში...

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მაღალი კონკურენციის პირობებში იქნა მოპოვებული მთელი გუნდის გამარჯვების ტოლფასი ღირსეული შედეგია - აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა".

GeorgianFigureSkatingFederation

მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა