სტენფორდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში რუსი მარია შარაპოვა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა შეხვდებიან...

სტენფორდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში რუსი მარია შარაპოვა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა შეხვდებიან.

გუშინდელი დღე აზარენკასთვის ორმაგად სასიხარულო დღე იყო - ტურის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ჩოგბურთელმა 21-ე დაბადების დღე ტურნირის პირველ ჩოგანზე - ავსტრალიელ სამანტა სტოსურზე გამარჯვებით აღნიშნა. საერთოდ, სტოსური აზარენკასთვის ყოველთვის იოლი მეტოქე იყო - აქამდე ჩატარებულ სამ მატჩში ვიქტორიას სეტი არ წაეგო, თანაც მათი ბოლო შეხვედრა მაიამის ტურნირზე (2009) ავსტრალიელის სრული კრახით დასრულდა - 1:6, 0:6. ამჯერად სამანტამ უფრო ღირსეული ანგარიშით დათმო მატჩი, მაგრამ შეხვედრაში გარდატეხის შეტანის რეალური შანსი არ ჰქონია. ავსტრალიელს სულ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან ერთი გამოიყენა, აზარენკამ კი ხუთჯერ გამოიჩინა თავი მეტოქის მოწოდებაზე. საბოლოო შედეგიც ლოგიკურია - საათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ 6:2, 6:3 ბელარუსის სასარგებლოდ.

აზარენკას მეტოქე მარია შარაპოვასა და პოლონელი აგნიეშკა რადვანსკას შეხვედრაში ირკვეოდა. რუსს ყოველთვის უჭირდა პოლონელთან თამაში, თუმცა 2007 წელს ამერიკის ღია პირველობაზე სამსაათიანი ბრძოლის წაგების შემდეგ, შარაპოვას აგნიეშკასთვის ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა მოგებული, თანაც სამივე ჰარდის საფარზე.

პირველი სეტის პირველი გეიმი შარაპოვას "მშრალი" ანგარიშით მოიგო და საწყის პარტიაში მის განადგურებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მოულოდნელად რადვანსკამ ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო. პოლონელს ბრეიკ-პოინტების გამოყენების ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, თანაც მარიამ ორი საკუთარი გეიმი ორმაგი შეცდომებით დაასრულა. თავად შარაპოვას მთელი სეტის განმავლობაში ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.

სეტებს შორის შესვენებისას შარაპოვამ შეძლო საბრძოლო განწყობის დაბრუნება. ყოველ შემთხვევაში შეცდომების რაოდენობა მკეთრად შემცირდა და თან რისკიანი დარტყმების სიზუსტეც გაიზარდა. ამან შარაპოვას პირველივე გეიმში ბრეიკი მოუტანა. ამის შემდეგ მარია თავის გეიმებს "მშრალი" ანგარიშით იგებდა, მიღებაზე კი რეგულარულად ბრძოლას უმართავდა მეტოქეს. კარგა ხანი პოლონელი იგერიებდა ბრეიკ-პონტებს, მაგრამ მეშვიდე გეიმში მეორედ დათმო საკუთარი მოწოდება და სეტის ბედიც პრაქტიკულად გარკვეული იყო. მცირე პრობლემებით (ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია), მაგრამ შარაპოვამ მაინც შეძლო სეტზე ჩაწოდება და ანგარიში გაათანაბრა. ბოლო გეიმი 10 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

გადამწყვეტი პარტია ბრეიკების გაცვლით დაიწყო, თანაც მესამედ ამ მატჩში შარაპოვამ ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. მესამე სეტი მეორეზე ნაკლებად სანახაობრივი იყო - ორივე ჩოგბურთელი ხშირად ცდებოდა, რამაც მთლიანად მატჩის სურათი გააფუჭა. მესამე გეიმში მაყურებელმა მესამე ბრეიკი იხილა - რადვანსკამ, რომელსაც მანამდე არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაეშვა, ორი საჩუქარი გაუკეთა მოწინააღმდეგეს. პოლონელს საერთოდ აღარ წაუვიდა თამაში საკუთარ მოწოდებაზე. მეხუთე გეიმში ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, 2:4-ზე კი შარაპოვამ სეტში მესამედ აიღო რადვანსკას მოწოდება და მატჩზე ჩასაწოდებლად მოემზადა. რუსმა მესამე მატჩ-ბოლიდან შეძლო ფინალში გასვლა. წელს მარია მეოთხედ ითამაშებს ჭთA-ის ტურნირის ფინალში. წინა სამი შემთხვევიდან მან ორჯერ გამარჯვებას მიაღწია და ერთხელ დათმო გადამწყვეტი მატჩი.

WTA Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 700 000 დოლარი

1/4 ფინალი

სამანტა სტოსური (ავსტრა, 1)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 7) 7:5, 3:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 5)-ელენა დემენტიევა (რუს, 2) 6:4, 2:6, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-მარია კირილენკო (რუს) 7:5, 6:0; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-მარიონ ბარტოლი (საფ, 4) 3:6, 6:3, 6:3.

1/2 ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 1) 6:2, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 5)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 1:6, 6:2, 6:2.

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია